Solgar - სოლგარი ვიტამინი D3 1000სე 180 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 54,37 ლ რეგულარული ფასი 63,59 ლ
მარაგშია
SKU
73363_2153
D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში ჰიპოკალცემიური ტეტანია ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი) მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა) ხანდაზმული ასაკი ათლეტები და სპორტსმენები

D3 ვიტამინი

(ქოლეკალციფეროლი) 25მკგ (1000 სე)

შემადგენლობა: D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) - 25მკგ (1000 სე) ტაბლეტები.

ბოლო დრომდე D3 ვიტამინის დეფიციტი ასოცირდებოდა მხოლოდ რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებასთან. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში D3 ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია ქმნის ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: კიბო, დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითებით განპირობებული ინფექციები, ზოგიერთი ნეიროფსიქიური მდგომარეობა.

 

  • სოლგარის მიერ სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული D3 ვიტამინი, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მინერალიზაციისთვის
  • მიღებულია ღრმა, ყინულოვანი წყლების თევზის ღვიძლის ქონიდან, რაც განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს და ეფექტურობას
  • სოლგარის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ D3 ვიტამინის მაქსიმალურ ათვისებას
  • ორგანიზმისთვის საზიანო მინარევებისაგან გასუფთავებისთვის სოლგარი იყენებს მოლეკულური დისტილიზაციის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რაც განაპირობებს პროდუქტის უსაფრთხოებას

სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და  ფოსფატების ასათვისებლად. D3  ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს.  D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და  (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს  ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის  ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული  D ვიტამინისას. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D  ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება.  

 ჩვენება:

  • D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა
  • ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
  • ჰიპოკალცემიური ტეტანია 
  • ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)
  • მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა) 
  • ხანდაზმული ასაკი
  • ათლეტები და სპორტსმენები 

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მცერანეული გლიცერინი, რიბოფლავინი (მღებავი ნივთიერება).

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს და კონსერვანტებს.

დოზირება: მიიღება თითო ტაბლეტი 1 ან 2-ჯერ დღეში, სასურველია საკვებთან ერთად.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 180 ტაბლეტი.

მწარმოებელი:  სოლგარი, აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 180
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy