Zinconet C - ცინკონეტი C სიროფი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 25,06 ლ რეგულარული ფასი 35,24 ლ
მარაგშია
SKU
40614_1782
ჩვენებები: *მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა (Oღშ-თან ერთად); *ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად(ქრონიკული დიარეა, დაკავშირებული მალაბსორბციასთან ან საფაღარათო საშუალებების გამოყენებასთან);...

ცინკონეტ ჩ საკვები დანამატი შემადგენლობა: სიროფის 5 მლ. შეიცავს თუთიის სულფატი 10 მგ., ვიტამინი ჩ 50 მგ. ფარმაკოლოგიური დახასიათება: თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან; ცინკი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისთვის, კანის ჰიდრატაციისთვის, გემოვნებისა და ყნოსვის ჩამოყალიბებისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჭHO) და UNIჩEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები. თუთია ხელს უწყობს გონადოტროპინების გამოთავისუფლებას, სასქესო სისტემის ნორმალურ განვითარებას; ცინკის დეფიციტი ხშირად დაკავშირებულია მამაკაცთა უნაყოფობასთან. ცინკი ძლიერი ანტიოქსიდანტია; აუცილებელია ღამის მხედველობის ჩამოყალიბებისთვის; მონაწილეობს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზში. ვიტამინი ჩ აუცილებელია ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ვიტამინი ჩ უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტია; ამაგრებს იმუნურ სისტემას; თუთია და ვიტამინი ჩ აჩქარებს შეხორცების პროცესებს ქირურგიული ოპერაციების შემდგომ პერიოდში.

ჩვენებები: *მწვავე და გახანგრძლივებული დიარეა (Oღშ-თან ერთად); *ელექტროლიტების გაძლიერებული დანაკარგი ფეკალურ მასებთან ერთად(ქრონიკული დიარეა, დაკავშირებული მალაბსორბციასთან ან საფაღარათო საშუალებების გამოყენებასთან); *თუთია-დეფიციტური მდგომარეობა, როგორიცაა აკროდერმატიტი; *ვილსონის დაავადება; *აკნე; *რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი; *იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, მათ შორის რეციდივული ინფექციები დაუნის სინდრომით დაავადებულებში; *ხშირი ავადობა ინფექციური და ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებით; *ინტენსიური ზრდის პერიოდი ბავშვებში; *ზრდა-განვითარების დეფექტები, სქესობრივი ინფანტილიზმი; *რეკონვალესცენციის პერიოდი; *ხელოვნური კვება, კვების დეფიციტი ბავშვებში; *ანორექსია; *მალაბსორბციის სინდრომი; *მხედველობის დეფექტი (ღამის სიბრმავე); *სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა; *აქტიური სპორტული, ფიზიკური დატვირთვა. დოზირება და მიღების წესი: ცინკონეტ ჩ®-ს მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ. დიარეების დროს 0-6 თვე: 5 მლ. დღეში (10 მგ. სუფთა თუთია); 6 თვე – 3 წელი: 10 მლ. დღეში (20 მგ. სუფთა თუთია); 3 – 12 წელი: 15 მლ. დღეში (30 მგ. სუფთა თუთია); 12 წლის ზევით: 20 მლ. დღეში (40 მგ. სუფთა თუთია); დღიური დოზა იყოფა 2 მიღებაზე. თუთიის დეფიციტის სხვა ჩვენებები: ბავშვები 10 კგ.-ზე ნაკლები წონით: 10 მლ. დღეში (20 მგ. თუთია) – გაყოფილი 2 მიღებაზე; ბავშვები 10-30კგ: 10 მლ. (20 მგ. თუთია) – 1-3 ჯერ დღეში; ბავშვები 30 კგ.-ზე ზევით და მოზრდილები: 20 მლ. (40 მგ. თუთია) - 1-2 ჯერ დღეში. ორსულობისა და ლაქტაციის დროს ცინკონეტ ჩ® მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გვერდითი მოვლენები: იშვიათად მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ, რომლებიც მაშინვე იხსნება, თუ პრეპარატს პაციენტი მიიღებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. წინააღმდეგჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა. შენახვის წესი: 30 °ჩ-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას. აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ. გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ. მწარმოებელი: VეFა, სტამბული/თურქეთი. ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ევროფარმა ჯორჯია

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy