Amvilab - ამვილაბი ვუმენ საპორტი 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 51,93 ლ რეგულარული ფასი 57,70 ლ
მარაგშია
SKU
83191_1477

ჩვენება:

  • პრე და კლიმაქტერულ პერიოდში ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურებები), ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა, ხასიათის ლაბილობა, გულისცემის გაძლიერება, ლიბიდოს დაქვეითება
  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • მტკივნეული მენსტრუაცია
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები
  • პოსტმენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა

მცენარეული კომპლექსი, რომელიც ბუნებრივად არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომის და მენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს.

ამვილაბის ვუმენ საპორტი არაჰორმონალური, მცენარეული ფორმულაა, რომელიც უზრუნველყოფს ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებული არასასურველი მოვლენების ბუნებრივ ნორმალიზებას გვერდითი ეფექტების გარეშე. მისი აქტიური ნივთიერებები - ფიტოესტროგენები ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება, აქვს კომპლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს: არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს დისკომფორტს პრემენსტრუალური სინდრომის დროს (მკერდის გადიდება და დაჭიმულობა, შებერილობა, მუცლის და წელის ტკივილი, გაღიზიანებადობა, დეპრესია, თავის ტკივილი) და მენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს (წამოხურება (ალები), ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა).

სოიოს იზოფლავონოიდები გამოირჩევა ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით, რომლებიც განსხვავებით ენდოგენური ესტროგენებისგან და ჩანაცვლებითი ჰორმონალური  პრეპარატებისგან არჩევითად ზემოქმედებენ მხოლოდ β რეცეპტორებზე და ესტროგენების მოქმედების პოტენცირებით ამცირებენ ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებულ სიმპტომებს.

დიოსკორეის ფესვის ექსტრაქტი  პროგესტერონისა და კორტიზოლის ბუნებრივი წყაროა, აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს, ხელს უწყობს ყვითელი სხეულის განვითარებას, ავლენს სისხლძარღვთა გამაფართოებელ ეფექტს, ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელ სპაზმს, ტკივილს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს, აფერხებს სასქესო ორგანოებისა და ძვალ - სახსროვანი სისტემის ასაკობრივ დეგენერაციულ პროცესებს (მათ შორის ოსტეოპოროზს).

წითელი სამყურას ექსტრაქტი შეიცავს იზოფლავონოიდებს, რომლებიც წარმოადგენენ მაღალი მეტაბოლური აქტივობის ფიტოესტროგენებს და ეფექტურად ამცირებენ ესტროგენის დეფიციტით გამოწვეულ სიმპტომებს

ციმიციფუგას ფესვის ექსტრაქტი შეიცავს გლიკოზიდებს, ფლავონოიდურ ნაერთებს , ფიტოესტროგენებს, რომლებიც მოქმედებენ ესტროგენულ რეცეპტორებზე და ავლენენ ესტროგენების მსგავს მოქმედებას, განსხვავებით ესტრადიოლისგან, ციმიციფუგა არ მოქმედებს ენდომეტრიუმზე, საშოს ეპითელიუმსა და სხვა ესტროგენმგრძნობიარე ორგანოებზე, ამგვარად ციმიციფუგას ექსტრაქტს გააჩნია სელექციური ესტროგენრეცეპტორული აქტივობა - ის უკავშირდება თავის ტვინის ესტროგენულ რეცეპტორებს, ამცირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას, რაც იწვევს პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი სიმპტომების თავიდან აცილებას. ციმიციფუგა ასევე აუმჯობესებს გულის მუშაობას, ადუნებს გლუვ კუნთებს, აძლიერებს დიურეზს, გააჩნია სედაციური ეფექტი, ზრდის ძილის ხანგრძლივობას და ხარისხს, თრგუნავს ანთებით პროცესებს და ტკივილს, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.

ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, მსუბუქი შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამსუბუქებს მენოპაუზის და  პრემენსტრუალურ სიმპტომებს.

ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ლაქტოგენური უჯრედების დოფამინურ-2 რეცეპტორებს, არეგულირებს გონადოტროპინების და პროლაქტინის დონეს ორგანიზმში, აღადგენს მენსტრუალურ ციკლს, ამცირებს პრემენსტრუალური სინდრომისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს,  ამცირებს სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკს.

ანგელოზას ფესვის ექსტრაქტი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ვაზოდილატაციური მოქმედებით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას,  ახასიათებს სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება მტკივნეული მენსტრუაციების დროს.

ნარშავას ექსტრაქტი გამოირჩევა დიურეზული, ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური  მოქმედებით. ზრდის ნაღვლის სეკრეციას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების განვითარებას. ხელს უწყობს ალკალოიდების, მძიმე მეტალის მარილების და სხვა ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას.

სალბის ფოთლის ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, B ჯგუფის ვიტამინებს, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ამცირებს ოფლის გამოყოფას, ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით, ამცირებს სისხლძარღვების და კაპილარების კედლების განვლადობას და სისხლდენების ინტენსივობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს არტერიულ წნევას.

ჩვენება:

  • პრე და კლიმაქტერულ პერიოდში ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურებები), ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა, ხასიათის ლაბილობა, გულისცემის გაძლიერება, ლიბიდოს დაქვეითება
  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • მტკივნეული მენსტრუაცია
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები
  • პოსტმენოპაუზის პერიოდში ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა

შემადგენლობა: სოიოს იზოფლავონოიდები - 30მგ, შავი ციმიციფუგას ფესვის ექსტრაქტი - 160მგ, ანგელოზას ფესვის ექსტრაქტი - 150მგ, ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი - 150მგ, წითელი სამყურას ექსტრაქტი - 400მგ, სალბის ფოთლის ექსტრაქტი - 200მგ, ვიტექსის ნაყოფის ექსტრაქტი -50მგ, ნარშავას ექსტრაქტი - 50მგ, ჟოლოს ექსტრაქტი - 50მგ, დიოსკორეის ფესვის ექსტრაქტი - 15მგ, რესვერატროლი - 1მგ.

დოზირება: 2 კაფსულა დღეში კვების დროს.

გაფრთხილება: თუ იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ან გეგმავთ ორსულობას, მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N60 კაფსულა.

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 60
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy