Amvilab - ამვილაბი კეტო სტარტი 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 76,68 ლ რეგულარული ფასი 85,20 ლ
მარაგშია
SKU
71312_1477

ამცირებს შიმშილის გრძნობას და გლუკოზაზე დამოკიდებულებას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის კეტონების დონეს, სწრაფად ახდენს ორგანიზმის კეტოზში გადასვლის პროცესს, ეხმარება ორგანიზმს დარჩეს და შეინარჩუნოს კეტოზი.

ამვილაბი/კეტო სტარტი

სწრაფი კეტოზი - წონის სწრაფი კორექცია ხანგრძლივი ენერგიის შენარჩუნებით

რა არის კეტო დიეტა,  კეტზი და კეტონური სხეულები?

კეტო დიეტა გულისხმობს ნახშირწყლების მკვეთრ შემცირებას და ცხიმების გაზრდას დღის რაციონში. როგორც ვიცით ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს (გლუკოზა),  ხოლო კეტოგენური დიეტის  დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმები, უფრო კონკრეტულად ნახშირწყლოვანი ,,შიმშილის“ დროს  ორგანიზმი იწყებს ალტერნატიული ენერგიის მიღების პროცესს - კეტოზს, ეს არის ცხიმების დაშლის პროცესი, როდესაც ცხიმოვანი ქსოვილის მარაგებიდან მობილიზდება თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები და ხდება მათი დაშლა -  ბეტა ოქსიდაცია  ღვიძლში და  წარმოიქმნება  კეტონური სხეულები (ბეტა ჰიდროქსიბუტირატი, აცეტოაცეტატი). სწორედ კეტონურ სხეულებს იყენებს ორგანიზმი ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ გლუკოზის ნაცვლად, შედეგად სხეულში ცხიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. ბეტა ჰიდროქსიბუტირატი არის უფრო ეფექტური და ხანგრძლივი ენერგიის წყარო ორგანიზმისათვის ვიდრე გლუკოზა.

ამვილაბის კეტო სტარტი  შეიცავს მზა კეტო სხეულებს  (მაგნიუმის ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი, კალციუმის  ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი, ნატრიუმის ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი),  რაც კიდევ უფრო სწრაფად ახდენს ორგანიზმის კეტოზის მდგომარეობაში შეყვანას და ცხიმების დაშლის პროცესს, შედეგად თანდათან  მცირდება წონა, თეძოების გარშემოწერილობა, ვისცერალური (აბდომინალური) სიმსუქნე  და სხეულის მასის ინდექსი.

კეტო სტარტი ამცირებს კეტო დიეტებისათვის დამახასიათებელ ,,კეტო გრიპის’’ სიმპტომებს,  როგორიცაა სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ტკბილზე მოთხოვნილება და სხვა, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება დიეტის შეწყვეტის მიზეზი.

 ამვილაბის კეტო სტარტი: 

  • ამცირებს შიმშილის გრძნობას და გლუკოზაზე დამოკიდებულებას
  • აუმჯობესებს მეტაბოლიზმს
  • ზრდის კეტონების დონეს
  • სწრაფად ახდენს ორგანიზმის კეტოზში გადასვლის პროცესს
  • ეხმარება ორგანიზმს დარჩეს და შეინარჩუნოს კეტოზი
  • ასტიმულირებს ცხიმების ოქსიდაციას (ცხიმების დაშლის პროცესი)
  • ზღუდავს ცხიმებისა და ნახშირწყლების შეწოვას
  • უზრუნველყოფს სხეულის მასის ჯანსაღ კლებას
  • არეგულირებს წყალ-მარილოვან ცვლას და ხსნის შეშუპებას
  • ამცირებს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს სისხლში
  • ზრდის ენერგიას, კონცენტრაციის უნარს, ფიზიკურ აქტივობას
  • ახდენს წონის კორექციას სტრესის გარეშე (რაც ხშირად ახლავს დიეტებს)
  • განსაკუთრებით ეფექტურია კეტო დიეტისა და ფიზიკური აქტივობის დროს

შემადგენლობა:  4 კაფსულა შეიცავს: მაგნიუმის ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი - 1000 მგ, კალციუმის  ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი - 1000 მგ, ნატრიუმის ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი - 1000 მგ.

დოზირება: 4 კაფსულა დღეში 200 მლ წყალთან ერთად.  საუკეთესო შედეგის მისაღებად მიიღეთ საუზმემდე, კვებათა შორის  შუალედში, ვარჯიშის დაწყებამდე ან ვარჯიშის დროს შესაბამის დიეტასა (მაღალცილოვანი)  და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად.

გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა:  N 60 კაფსულა

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ

მეტი ინფორაცია
Units 60
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy