Amvilab - ამვილაბი ომეგა 3-6-9 ოკეანე 30 კაფსულა
მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ამვილაბი/ომეგა 3-6-9 ოკეანის კრილის ზეთი
პრემიუმ ხარისხის ოკეანის ომეგა 3-6-9
ამვილაბის ომეგა 3-6-9 კრილის ზეთი შეიცავს 100 % - ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, პრემიუმ ხარისხის ომეგა 3-6-9 შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით მიიღება ანტარქტიდის კრილისგან. კრილი (,,ვეშაპის საკვები’’) მიეკუთვნება კიბოსნაირებს, რომელიც ბინადრობს პლანეტის ყველაზე სუფთა ოკეანეში, იკვებება წყალმცენარეებით და შლამით, გამოირჩევა განსაკუთრებული სისუფთავით, ტოქსინების, ქიმიური დამაბინძურებლების და მძიმე მეტალების არარსებობით, რაც ხშირად გვხვდება თევზში. ამიტომ კრილის ზეთი ითვლება ომეგა 3 შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების ყველაზე სუფთა წყაროდ.
ომეგა - 3 ცხიმოვან მჟავებს უწოდებენ შეუცვლელს, ადამიანის ორგანიზმი მათ ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მიღება საკვებთან ერთად, მაგრამ კვება ხშირად არის არასრულფასოვანი, შესაბამისად ომეგა 3 - ის მიღებული რაოდენობა კი -არასაკმარისი. კრილი მდიდარია არამარტო შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით (ომეგა 3-6-9), ასევე ფოსფოლიპიდებით, ფოსფორით, ნატურალური ანტიოქსიდანტ - ასტაქსანტინით და ვიტამინებით (A, E, B9, B12).
რითი განსხვავდება კრილისგან მიღებული ომეგა -3
კრილი შეიცავს ომეგა 3 - ის ფოსფოლიპიდურ ცხიმოვან მჟავებს, განსხვავებით თევზის ქონისგან, რომელიც შეიცავს ომეგა 3 -ს ტრიგლიცერიდების სახით, რაც განაპირობებს მის მაღალ ბიოშეღწევადობას და უჯრედულ მემბრანებში უფრო სწრაფ ინტეგრირებას. ბოლო კლინიკურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ კრილისგან მიღებული ფოსფოლიპიდური ომეგა-3 წარმოადგენს ომეგა 3 -ის ყველაზე ჯანსაღ, ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სასარგებლო ფორმას. *
კრილი მდიდარია კაროტინოიდ-ასტაქსანტინით, რომელიც კრილის ზეთს აძლევს თავისებურ წითელ ფერს. ასტაქსანტინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. იგი მოქმედებს როგორც ბუნებრივი კონსერვანტი, რომელიც იცავს კრილის ცხიმს ჟანგვისაგან და ხანგრძლივი დროის მანძილზე უნარჩუნებს მას სასარგებლო თვისებებს
კრილის ფოსფოლიპიდები, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) ადვილად აღწევენ უჯრედულ მემბრანაში და მონაწილეობენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებში, ისინი ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული მათი თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:
- მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
- აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, არეგულირებს არტერიულ წნევას
- ამცირებს ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას სისხლში
- არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს
- აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას
- აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს
- ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
- ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას
- აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს დაავადების განვითარების რისკს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისადმი, ამაღლებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს
- ამცირებს პრემენსტრუალურ სიმპტომებს
- აუცილებელია ნერვული, რეპროდუქციული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის
- უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, ხელს უწყობს წონის კორექციას
- აუბჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას
- არ აქვს თევზის გემო და სუნი, არ იწვევს რეფლუქსს
ჩვენება:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება
- იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა
- კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხვა
- რევმატოლოგიური დაავადებები: ართრიტი, ართროზი
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი
- პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა
- თვალის დაავადებები
- ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკა
შემადგენლობა: კრილის ზეთი - 500 მგ, ფოსფოლიპიდები - 100 მგ, EPA /DHA - 100 მგ ასტაქსანტინი და სხვა ნატურალური ესენციური ცხიმოვანი მჟავები.
დოზირება: 1-2 კაფსულა დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით
გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინისებრი კაფსულა
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
Units | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account