Solgar - სოლგარი ექინაცეა კატის ბრჭყალა კომპლექსი 60 კაფსულა
ჩვენება:
ü იმუნური სისტემის სტიმულაცია
ü გაციების, გრიპის ვირუსის და სხვა მწვავე რესპირაციული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
ü სასუნთქი გზების გართულებით მიმდინარე ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების (სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, სისუსტე) შემცირება
ü სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობა
ü დამხმარე სამკურნალო საშუალებების სახით, ქრონიკული ინფექციური დაავადებების ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს
ü ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი...
Solgar - სოლგარი ექინაცეა კატის ბრჭყალა კომპლექსი 60 კაფსულა
ექინაცეა / კატის ბრჭყალა
შემადგენლობა:
წვრილფოთლიანი ექინაცეას ექსტრაქტი (Echinacea angustifolia) - 50 მგ
მეწამული ექინაცეას ექსტრაქტი (4: 1) (Echinacea purpurea) - 150 მგ
მეწამული ექინაცეას ფხვნილი (Echinacea purpurea) - 400 მგ
კატის ბრჭყალას (უნკარიას) ექსტრაქტი (3: 1) (Uncaria tomentosa) – 300მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ექინაცეა
სამკურნალო მცენარე ექინაცეას შემადგენელი აქტიური ნივთიერებები, პოლისაქარიდები და გლიკოპროტეიდები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დამცავ ძალებს, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ისინი აგრეთვე ორგანიზმზე ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. კერძოდ, პოლისაქარიდები ზრდიან ლეიკოციტების კონცენტრაციას, ააქტივებენ ფაგოციტოზს და უზრუნველყოფენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურებას. გლიკოპროტეიდები კი ასტიმულირებენ ინტერლეიკინ 1-ის, ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას და ავლენენ ანტივირუსულ მოქმედებას. ექინაცეას ანტივირუსული მოქმედება დადგენილია კერძოდ გრიპისა და ჰერპესის გამომწვევებთან მიმართებაში. სამკურნალო მცენარის შემადგენელი აქტიური ნივთიერებების კომპლექსი აგრეთვე ხელს უწყობს T-ჰელპერების ფუნქციების გაუმჯობესებას და B-ლიმფოციტების პლაზმურ უჯრედებში ტრანსფორმაციას.
კატის ბრჭყალა
სამკურნალო მცენარე კატის ბრჭყალას თერაპიული მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენელი აქტიური ნივთიერებებით: ალკალოიდებით, გლიკოზიდებით, ტრიტერპენოიდებითა და ფლავონოიდებით. იგი ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტივირუსული და სუსტად გამოხატული ჰიპოტენზიური თვისებებით. კატის ბრჭყალას შემადგენელი აქტიური ინგრედიენტები T-ლიმფოციტებისა და მაკროფაგების აქტივაციის,
იმუნოგლობულინების სპექტრის ნორმირებისა და ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარის გაზრდის ხარჯზე იწვევს იმუნური სისტემის სტიმულაციას. მოცემული ნივთიერებები მოქმედებენ უჯრედული იმუნიტეტის დონეზე.
ჩვენება:
ü იმუნური სისტემის სტიმულაცია
ü გაციების, გრიპის ვირუსის და სხვა მწვავე რესპირაციული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
ü სასუნთქი გზების გართულებით მიმდინარე ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სიმპტომების (სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, სისუსტე) შემცირება
ü სხვადასხვა ლოკალიზაციის და ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობა
ü დამხმარე სამკურნალო საშუალებების სახით, ქრონიკული ინფექციური დაავადებების ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიის დროს
ü ციტოსტატიკური, იმუნოდეპრესიული და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი
ü ორგანიზმის საერთო გადაღლა
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და მღებავ ნივთიერებებს.
დოზირება: მიიღება 2 მცენარეული კაფსულა დღეში, სასურველია საკვების მიღების დროს.
მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 6-8 კვირა.
ექინაცეა/კატის ბრჭყალას მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე.
პროდუქტი აგრეთვე არ მიიღება, როდესაც აღინიშნება:
· ალერგიული რეაქცია ექინაცეაზე, კატის ბრჭყალასა და რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეებზე (მზესუმზირა, გვირილა და მისი მსგავსი მცენარეები).
· პროგრესირებადი სისტემური დაავადებები (ტუბერკულოზი და სარკოიდოზი)
· აუტოიმუნური დაავადებები (კოლაგენოზი და გაფანტული სკლეროზი)
· იმუნოდეფიციტი (აივ-ინფექცია, შიდსი)
· იმუნური სისტემის დამთრგუნველი თერაპია
· სისხლის სისტემის დაავადებები ლეიკოციტების დაზიანებით (აგრანულოციტოზი, ლეიკოზი)
· თანდაყოლილი მიდრეკილება ალერგიული რეაქციების (ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი, ბრონქული ასთმა) მიმართ.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურასა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 60 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.
Units | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account