Solgar - სოლგარი ომეგა-3 700 60 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 85,70 ლ რეგულარული ფასი 100,23 ლ
მარაგშია
SKU
79067_2153
Solgar - სოლგარი ომეგა-3 700 60 კაფსულა

ომეგა - 3 700მგ

 

შემადგენლობა:

ომეგა 3 - 700 მგ, რომლიც შეიცავს:

EPA (ეიკოზაპენტანის მჟავას) და DHA (დოკოზაჰექსანის მჟავას)  -  600მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ომეგა 3-ის ფარმაკოლოგიურ თვისებებს მისი შემადგენელი ნახევრადუჯერი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა) განაპირობებენ.  ომეგა 3 ამცირებს ორგანიზმში  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს, ახდენს ორგანიზმში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის  კონტროლს, არეგულირებს ლიპიდურ ცვლას, სისხლის მიმოქცევას. ახდენს გულის რითმის ნორმალიზებას. ცხიმოვანი მჟავები აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, ამცირებენ ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. ასტიმულირებენ იმუნურ,  გულ-სისხლაძარღვთა და ნერვულ სისტემებს. ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია  ორსულობის პერიოდში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოების ფორმირებისთვის. EPA და DHA აგრძელებს ტელომერებს (დნმ-ში არსებული ფრაგმენტები, რომლებიც პასუხიმგებელი არიან უჯრედების დაბერების პროცესზე), რაც ამცირებს დაბერების პროცესს.  E ვიტამინი, უნივერსალური ანტიოქსიდანტი აძლირებს ომეგა 3 -ის მოქმედების მექანიზმს, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და აძლიერებს ქსოვილოვან მეტაბოლიზმს.

 

ჩვენება:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებების დროს : ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
  • ნერვული სისტემის დაავადებების დროს : მეხსიერების, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას;
  • დერმატოლოგიაში: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე ,კანის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და სხვა;
  • გინეკოლოგიაში : ამცირებს ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკს, მნიშვნელოვანია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების ფორმირებაში, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი;
  • ენდოკრინოლოგიაში : შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია;
  • ოფთალმოლოგიაში: კვებავს თვალის ბადურას და აუმჯობესებს მხედველობას;
  • რევმატოლოგიაში: ართრიტი, ართროზი;

დამატებითი ინგრედიენტები: თევზის ქონი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი,  ტოკოფეროლების ნაკრები.

 შეიცავს თევზის კომპონენტებს (ანჩოუსი, სარდინი, სკუმბრია).

არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებს და მღებავ ნივთიერებებს.

მიღების წესი: მიიღება 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში, კვების დროს.

 შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 60 ჟელატინისებური კაფსულა.

მწარმოებელი: სოლგარი აშშ.

მეტი ინფორაცია
Units 60
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy