Nuxe - ნუქსი ნაკრები პროდიჟიოზი ჩანთა 9325

განსაკუთრებული ფასი 63,00 ლ რეგულარული ფასი 105,00 ლ
მარაგშია
SKU
78688_2660
NUXE - ნუქსი ნაკრები პროდიჟიოზი ნაკრების შემადგენლობაშია: Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი შხაპის ზეთი 30 მლ. Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი მშრალი ზეთი 30 მლ. Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი სუნამო 15 მლ. Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი ტანის ლოსიონი 30 მლ.

NUXE- ნუქსი ნაკრები პროდიჟიოზი

ნაკრების შემადგენლობაშია:
1. Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი შხაპის ზეთი 
შხაპის ზეთი ოქროს მარგალიტით, რომელიც ნაზად ასუფთავებს, ტოვებს ატლასისებრ ელფერს და სასიამოვნო სურნელს კანზე. ნაზი გამწმენდი ბაზა მინერალური წარმოშობის მარგალიტებით სათუთად წმენდს და არბილებს კანს. 
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება სველ კანზე, მსუბუქად აიქაფეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. 
მოცულობა 30 მლ. 
2. Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი მშრალი ზეთი 
მრავალფუნქციური მშრალი ზეთი, განუმეორებელი სურნელით და მშრალი ზეთის ტექსტურით გამდიდრებულია ცუბაკის ზეთით, ინტენსიურად კვებავს და აღადგენს სახის და სხეულის კანს, მატებს თმას სიჯანსაღესა და ბზინვარებას. გამოირჩევა ანტიოქსიდანტური მოქმედებით. მინერალური ზეთის გარეშე. სილიკონის გარეშე. 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ვეგანური. მისი მოქმედება კანზე: დადასტურებული ანტიოქსიდანტური ეფექტურობა, იცავს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ზღუდავს დამაბინძურებელ ნაწილაკებს კანზე. თმაზე: აუმჯობესებს თმის ელასტიურობას, აღადგენს გარსს, მატებს ბზინვარებას. 
გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეათბეთ ზეთი ხელის გულებზე და დაიტანეთ საშუალება კანზე. თმაზე დაიტანეთ მთელ სიგრძეზე. ინტენსიური მოვლის ეფექტისთვის დაიტანეთ საშუალება კვირაში ერთხელ ან ორჯერ ნიღბის სახით მთელ თმაზე. გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ დაიბანეთ შამპუნით. 
მოცულობა 30 მლ.
3. Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი სუნამო
Prodigieux Le Parfum არის ყვავილოვანი აღმოსავლური სურნელი, რომელიც შედგება ბერგამოტის, მანდარინისა და ფორთოხლის ყვავილის ციტრუსის ნოტებისაგან, დამათრობელი სურნელი მზისა და თბილი ქვიშის. 
გამოყენების წესი: შეისხურეთ Prodigieux Le Parfum კანიდან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით. 
მოცულობა 15 მლ.
4.Nuxe - ნუქსი პროდიჟიოზი ტანის ლოსიონი 
ტანის ლოსიონი ყველა ტიპის კანისთვის ძვირფასი მცენარეული ზეთებით ატენიანებს, ტოვებს ატლასის ელფერს, ანათებს და აჯადოებს კანს Huile Prodigieuse®-ის მითიური სურნელით. 
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს, წრიული მოძრაობით მთელ სხეულზე, სრულ შეწოვამდე. 
მოცულობა 30 მლ.

დამზადებულია საფრანგეთში

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy