Nuxe - ნუქსი ნაკრები სამოგზაურო 9363
Nuxe - ნუქსი ნაკრები სამოგზაურო
ნაკრების შემადგენლობაშია:
ვარდის მიცელარული წყალი 50 მლ.
Rêve de Miel გამწმენდი გელი 30 მლ.
მრავალფუნქციური მშრალი ზეთი 10 მლ.
დამატენიანებელი კრემი 48სთ 15 მლ.
Rêve de Miel ხელისა და ფრჩხილის კრემი 15 მლ.
Nuxe - ნუქსი სამოგზაურო ნაკრები
ვარდის მიცელარული წყალი
დამამშვიდებელი მიცელარული წყალი საიმედოდ აშორებს მაკიაჟსა და ჭუჭყს, საფუძვლიანად ასუფთავებს კანს და არბილებს მას. მიცელარული წყალი დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით, მორგებულია სახის კანის ნაზ ბალანსზე, ტოვებს კანს სუფთა და რბილს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს კოსმეტიკურ ბამბის დისკზე და სათუთად გაიწმინდეთ კანი.
მოცულობა 50 მლ.
Rêve de Miel გამწმენდი გელი
გამწმენდი გელი სახისთვის და ტანისთვის სათუთად ასუფთავებს, ამშვიდებს და არბილებს კანს. ზრუნავს მშრალ და მგრძნობიარე კანის ჰიდროლიპიდურ ბალანსზე. ასუფავებს კანს ზედმეტი გამოშრობის გარეშე.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება სველ კანზე, მსუბუქად აიქაფეთ და ჩამოიბანეთ წყლით.
მოცულობა 30 მლ.
მრავალფუნქციური მშრალი ზეთი
განუმეორებელი სურნელით და მშრალი ზეთის ტექსტურით გამდიდრებულია ცუბაკის ზეთით, ინტენსიურად კვებავს და აღადგენს სახის და სხეულის კანს, მატებს თმას სიჯანსაღესა და ბზინვარებას. გამოირჩევა ანტიოქსიდანტური მოქმედებით. მინერალური ზეთის გარეშე. სილიკონის გარეშე. 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. ვეგანური.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე შეათბეთ ზეთი ხელის გულებზე და დაიტანეთ საშუალება კანზე. თმაზე დაიტანეთ მთელ სიგრძეზე.
მოცულობა 10 მლ.
დამატენიანებელი კრემი 48სთ
დამატენიანებელი კრემი განკუთვნილია მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის. უზრუნველყოფს 48-საათიან დატენიანებას, ამშვიდებს და იცავს კანს დაბინძურებისგან. კანი გამოიყურება სუფთა. დატენიანებული და ხავერდოვანი მთელი დღის განმავლობაში.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება დილით ან/და საღამოს სუფთა კანზე.
მოცულობა 15 მლ.
Rêve de Miel ხელისა და ფრჩხილის კრემი
აღადგენს, კვებავს და იცავს მშრალ ხელებს. აძლიერებს ფრჩხილებს. ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით. იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან. დღითი დღე ხელები რბილდება და ფრჩხილები ძლიერდება.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება საჭიროებისამებრ სუფთა და მშრალ კანზე.
მოცულობა 15 მლ.
დამზადებულია საფრანგეთში
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account