სულსენა ზეთი თმის ძირების მოსავლელად 2576

განსაკუთრებული ფასი 25,57 ლ რეგულარული ფასი 28,10 ლ
მარაგშია
SKU
41729_1930
რეკომენდირებულია გამოყენება: – თმის არაკონტროლირებადი უხვი ბუდობრივი ცვენა – თმიანი ფოლიკულების დაბალი რეპროდუქციული ფუნქცია – თმის ძირის სისქის აღდგენა და მომატება – თმის აქტიური ზრდის პეროიდის გახანგრძლივება (ანაგენი)

სულსენა

ზეთი

▸ ვიტამინიზირებული თმის ძირების გამაგრებისა და ზრდისთვის

ვიტამინიზირებული ზეთი სულსენა – თმის ძირების გასამაგრებელი და თმის ზრდის სტიმულიატორი – არის ძვირფასი და უნიკალური ნაერთი ზეითუნის, ნორკის და აბუსალათინის ზეთების, გერანისა და ლავანდის ეთერზეთების, ქაცვის ნაყოფის ფლოიდური ექსტრაქტის, გვირილის ყვავილისა და წითელი მწარე წიწაკის ნაყოფისა.

რეკომენდირებულია გამოყენება:

– თმის არაკონტროლირებადი უხვი ბუდობრივი ცვენა

– თმიანი ფოლიკულების დაბალი რეპროდუქციული ფუნქცია

– თმის ძირის სისქის აღდგენა და მომატება

– თმის აქტიური ზრდის პეროიდის გახანგრძლივება (ანაგენი)

▸ აქტიური კომპონენტების მოქმედება:

ვიტამინიზირებული ზეთის კოსმეტიკური საფუძველი არის ზეითუნის ზეთი, რომელიც გამოირჩევა სწრაფი შეწოვის პროცესით, ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტებს სწრაფად აწვდის თმიან ფოლიკულებს, უზრუნველყოფს თმის ძირების და კანის სრულფასოვან კვებას.

აბუსალათინის და ნორკის ზეთი არის წყარო F ვიტამინისა, რომელიც შეიცავს შეუცვლელ მონო და პოლინაერთებს (ომეგა–3, ომეგა–6, ომეგა–9–ს) , აგრეთვე ესენციალეს (ლინილევის, ლინილენოვის, არახიდენოვის ) ცხიმიან მჟავებს. აძლიერებს ზეითუნის ზეთის მკვებავი და დამატენიანებელი თვისებების მოქმედებას.

▸ ხელს უწყობს ფიზიოლოგიური პროცესების აღდგენას თმიან ნაწილში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თმის ძირში, ხელს უშლის ატროფიას და თმიანი ფოლიკულების კვდომას. ასტემულირებს თმის ზრდას.

ლავანდის ეთერზეთები აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას თავის კანში, ახდენს ბალანსირებულ მოქმედებას ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, არის თმიანი ძირების მატონიზირებელი და ხელს უწყობს თმის ძირის სისტემის ჯანმრთელობას.

გერანის ეთერზეთები: ამცირებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას, რომელიც თმის ცვენის მაპროვოცირებელია. აძლიერებს თმის ფოლიკულებს თავის კანის ქსოვილში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თმის ზრდის ზონაში.

▸ ქაცვის ნაყოფის ექსტრაქტი, ნატურალური ლიპიდების, ვიტამინების A, B და კაროტინოიდების შემცველობით ასტიმულირებს ახალი ფოლიკულური უჯრედების ზრდას, და აგრეთვე ზრდის თმის საფარის სისქეს.

გვირილის ყვავილის ექსტრაქტი როგორც ნატურალური ბისაბოლის და ტოკოფეროლის წყარო თმის ძირზე და თავის კანის თმიან საფარზე ახდენს აქტიურ აღდგენით მოქმედებას . უბრუნებს თმის ფოლიკულს სიცოცხლიუნარიანობას.

▸ წითელი მწარე წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი ყველაზე ეფექტური საშუალებაა თმის ცვენის წინააღმდეგ. კაპსაიცინი , რომელსაც შეიცავს ექსტრაქტი, ახურებს თავის კანს და აუმჯობესებს ზეთის მოქმედი ნივთიერების შეღწევას ეპიდერმისის ღრმა ფენაში, აძლიერებს მკვებავი საშუალებების ზემოქმედებას თმის ფოლიკულებზე. თმა იწყებს ინტენსიურ ზრდას და იძენს ბზვინვარებას.

ქაცვის ნაყოფი, გვირილის ყვავილი,მწარე წიწაკის ნაყოფისგან მიღებული ექსტრაქტი, მიღებული ნატურალური ნედლეულის ზეკრიტიკული ფლოიდური ექსტრაქციის მეთოდით, წარმოადგენს ეფექტურ ბიოსტიმულატორს სინერგეტიკული მოქმედებით.

▸ 100%–იანი ნატურალური პროდუქტი, არ შეიცავს დანამატებს და ექსტრაგენტებს. არ არის დამზადებული ქიმიური ფორმულებით.

გამოყენება: დაიტანეთ ზეთი თავის კანზე და შეიზილეთ თმის ძირებზე, თითებით 2–3 წთ გაიკეთეთ მასაჟი, რომ კარგად შეიწოვოს ზეთი თავის კანმა, დაიხურეთ თავზე პოლიეთილენის ქუდი, ზემოდან მოიხვიეთ პირსახოცი ან თბილი თავსახური და გაიჩერეთ 1,5–2 სთ–მდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ორჯერ თბილი გამდინარე წყლით . უკეთესი შედეგისათვის რეკომედირებულია ზეთის გათბობა ( წყლის ორთქლის აბაზანაში.)

არ გააცხელოთ ზეთი მიკროტალღურ ღუმელში!

ყურადღება! ზეთში შემავალი ქაცვისა და წითელი მწარე წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტებმა თმას შეიძლება მისცენ ღია შეფერილობა, რომელიც ადვილად ჩამოიბანება.

შედეგი: თმის სასიცოცხლო ფოლიკულების აღდგენა, თმის ძირის ტონუსის ამაღლება. თმის ცვენის კლება. თმის საერთო მდგომარეობის და ხარისხის აღდგენა.

სიფრთხილის ზომები: გამოყენების წინ ჩაიტარეთ ტესტი მგრძნობელობაზე. ზეთი არ მოხვდეს თვალში. თუ მოხვდა , დაიბანეთ გამდინარე თბილი წყლით. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ზეთი არ წაისვათ წარბზე და წამწამზე!

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი. ზეთი არ იწვევს გვერდით მოვლენებს. შეიძლება გამოყენება შეზღუდვების გარეშე.

შენახვის პირობები: ინახება +80 დან + 200C –მდე ტემპერატურაზე. სინოტივე –70%.

მოარიდეთ სითბოსა და მზის სხივებს.

მწარმოებელი: „ამალგამა ლუქსი“ უკრაინა

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy