Cerebrolysin - ცერებროლიზინი 5მლ 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 58,58 ლ რეგულარული ფასი 80,63 ლ
მარაგშია
SKU
1961_1988
გამოყენების ჩვენება ალცგეიმერის დაავადება, სხვადასხვა გენზის დემენციის სინდრომი, ქრონიკული ცერებროვასკულარული უკმარისობა, იშემიური ინსულტი, თავის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებები; ბავშვებში გონებრივი განვითარების შეფერხება, დარღვევები (აშლილობები) დაკავშირებული ყურადღების დეფიციტთან ბავშვებში; კომპლექსურ თერაპიაში – ენდოგენური დეპრესიის დროს, რომელიც რეზისტენტულია ანტიდეპრესანტების მიმართ.

მწარმოებელი: EBEWE

მოქმედი ნივთიერება: ცერებროლიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ცერებროლიზინის კონცენტრატი ........   215,2 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ.

ცერებროლიზინის კონცენტრატი .....   215.2 მგ 1.076 გ

ჩვენება:
● ტვინის ორგანული დისფუნქცია, მეტაბოლური და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, განსაკუთრებით ალცჰეიმერი ტიპის ხანდაზმულთა დემენცია.
● ინსულტის შემდგომი გართულება;
● ქალა-ტვინის ტრავმა, პოსტოპერაციულად, ან ტვინის შერყევა.
 
მიღების წესი და დოზა:
ერთი დოზა შეიძლება შეადგენდეს ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარის 50მლ-ს (10,760 მგ ღორის ტვინიდან მიღებული ჰიდროლიზებული ცილა).
მკურნალობის კურსი შეადგენს 10-20 დღეს.
უკუჩვენება:
* ჰიპერმგრძნობელობა ღორის ტვინიდან მიღებული ჰიდროლიზებული ცილის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
* ეპილეფსია
* თირკმლის მწვავე უკმარისობა.
სიფრთხილით:
არ არის საჭირო
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ცერებროლიზინის ფარმაკოლოგიური პროფილიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სავარაუდო გვერდით ეფექტებს, როდესაც იგი ინიშნება კომბინირებულად ანტიდეპრესანტებთან ან მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად (MAOI).
ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ანტიდეპრესანტის დოზის შემცირება. ცერებროლიზინი არ უნდა შეერიოს ნეიტრალური ამინო მჟავების საინფუზიო ხსნარს.
განსაკუთრებული სიფრთხილით:
განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
* ალერგიული დიათეზი;
* ცერებროლიზინით ეპილეფსიის ან "Grand Mal" ტიპის ეპილეფსიის მკურნალობისას შესაძლებელია გაიზარდოს შეტევების სიხშირე.
* არსებობს მონაცემები, რომ ცერებროლიზინი იწვევს თირკმლის დაზიანებას, შესაბამისად იგი არ გამოიყენება თირკმლის უკმარისობის დროს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ცხოველებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ იგი უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ უნარზე. ადამიანებში არ ჩატარებულა მსგავსი კვლევები. შესაბამისად ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ცერებროლიზინი გამოიყენება მხოლოდ რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ.
 
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
ცერებროლიზინი არ მოქმედებს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.
 
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს:
ტვინის ორგანული დისფუნქცია, მეტაბოლური და ნეიროდეგენერაციული (დემენცია):დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 5-30მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარი (1076 – 6456მგ ღორის ტვინიდან მიღებული ჰიდროლიზებული ცილა).
ინსულტის შემდგომი გართულება: დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 10-50მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარს (2152 – 10760მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა).
ქალა-ტვინის ტრავმა, პოსტოპერაციულად ან ტვინის შერყევა: რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 10-50მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარს (1076 – 6456მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა).
ბავშვები: დღიური რეკომენდებული დოზა შეადგენს 1-2მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარს (215.2 – 430.4მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა).
ეფექტურობა შესაძლებელია გაიზარდოს კურსის განმეორებით მანამდე, სანამ ჯანმრთელობის მდგომარეობის უფრო მეტი გაუმჯობესება აღარ მოხდება. მკურნალობის საწყისი კურსის შემდეგ მიღების სიხშირე შესაძლებელია შემცირდეს 2-3 მიღებამდე კვირაში.
მკურნალობის კურსებს შორის თავისუფალი ინტერვალების ხანგრძლივობა უნდა იყოს მკურნალობის კურსის ტოლი. ინტრავენურად შესაძლებელია შეიყვანონ 5 მლ ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარი (2152მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა), ხოლო ინტრამუსკულარულად 10 მლ-მდე ცერებროლიზინის საინექციო/საინფუზიო ხსნარი (2152მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა). 10-50მლ-ს (2152მგ- 10,760მგ ღორის ტვინიდან მიღებული ლიდროლიზებული ცილა) შეყვანა რეკომენდებულია ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით, მას შემდეგ რაც იგი განზავდება საინფუზიო ხსნარით რეკომენდებული სტანდარტის შესაბამისად. ინფუზია გრძელდება 15-60 წუთის განმავლობაში.
ქვემოთ მოყვანილია განზავებისთვის საჭირო საინფუზიო ხსნარები, რომელთა ტესტირება მოხდა 24 საათის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე და სინათლის პირობებში:
-0.9% ნატრიუმის ქლორიდის სხნარი (NaCl 9 მგ/მლ):
-რინგერი (Na+ 153.98 მმოლ/ლ, Ca 2 + 2.74 მმოლ/ლ, K + 4.02 მმოლ/ლ, Cl - 163.48 მმოლ/ლ);
- გლუკოზა 5%;
ვიტამინები და კარდიოვასკულარული პრეპარატები შეიძლება დაინიშნოს ცერებროლიზინთან ერთად, თუმცა მათი შერევა ერთ შპრიცში არ შეიძლება.
გამოყენების წესი:
თუ ცერებროლიზინი ინიშნება ინტრავენურად, კათეტერის საშულებით და ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში საინფუზიო მოწყობილობა უნდა ჩაირეცხოს ინფუზიამდე და ინფუზიის შემდეგ ფიზიოლოგიური ხსნარის საშუალებით.
პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად. გამოუყენებელი საინექციო/საინფუზიო ხსნარი უნდა განადგურდეს. გამოიყენება მხოლოდ სუფთა და გამჭვირვალე ხსნარი.
გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევბში მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს:
● აგზნება (აგრესია, დაბნეულობა, უძილობა);
● ჰიპერვენტილაცია, ჰიპერტონია, დაღლილობა, ტრემორი, დეპრესია, აპათია, თავბრუსხვევა და გრიპის სიმპოტმები (მაგ. ხველა, გაციება, სასუნთქი გზების ინფექცია); ცერებროლიზინით მკურნალობის დროს ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა "grand mal-ის ტიპის გულყრები;
● კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მაგალითად მადის დაქვეითება, დისპეპსია, ფაღარათი, ყაბზობა, გულისრევა და ღებინება.
● ძალიან სწრაფი ინექციისას შესაძლებელია გამოვლინდეს წამოხურების შეგრძნება და ოფლიანობა, თავბრუსხვევა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - ტაქიკარდია და არითმია;
● იშვიათ შემთხვევებში ინექციის ადგილას შესაძლებელია განვითარდეს გაღიზიანება, ქავილი ან წვის შეგრძნება;
● ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის ანუ ალერგიის რეაქციები (კანის რეაქციები), ადგილობრივი სისხლძარღვოვანი რეაქციები, თავის ტკივილი, კისრის ტკივილი, კიდურების ტკივილი, ცხელება, ტკივილი, ქოშინი, შემცივნება და შოკი.
რადგან აღნიშნული პრეპარატი ძირითადად გამოიყენება ხანდაზმულებში, ხოლო ამ პოპულაციისთვის ტიპიურია ზემოხსენებული მოვლენები, შესაბამისად ეს გვერდითი მოვლენები შესაძელებელია გამოვლენილიყო აღნიშნული პრეპარატის გარეშეც.
დოზის გადაჭარბება:
არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბებით გამოწვეული რეაქციები.
შენახვის წესი:
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ორიგინალურ შეფუთავში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ხსნარის ამოღება ფლაკონიდან უნდა მოხდეს მისი გახსნისთანავე.
მეტი ინფორაცია
Units 5
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy