Holoxan - ჰოლოქსანი 1გ 1ფლაკონი
დასახელება : ჰოლოქსანი
აქტიური ნივთიერება : იფოსფამიდი
შემადგენლობა : 1 ფლაკონი
ჰოლოქსანი ჰოლოქსანი ჰოლოქსანი ჰოლოქსანი
200 მგ 500 მგ 1 გ 2 გ
----------------------------------------------------------------------------------------
შეიცავს
----------------------------------------------------------------------------------------
იფოსფამიდი 200 მგ 500 მგ 1 გ 2 გ
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
ჩვენება :
ჰოლოქსანი ნაჩვენებია არაოპერაბელური ავთვისებიანი სიმსივნისთვის , რომელიც მგრძობიარეაიფოსფამიდის მიმართ , მაგ . ბრონქული კარცინომა , საკვერცხეების კიბო , ტესტიკულარული სიმსივნე ,რბილი ქსოვილების სარკომა , ძუძუს კიბო , პანკრეასის კარცინომა , ჰიპერნეფრომა , ენდომეტრიულიკიბო , ავთვისებიანი ლიმფომა .
განსაკუთრებული შენიშვნა :
თუ ჰოლოქსანით მკურნალობის მსვლელობაში აღინიშნა ცისტიტი მაკრო ან მიკრო ჰემატურიით , მაშინჰოლოქსანით თერაპია უნდა შეწყდეს , მდგომარეობის ნორმალიზებამდე .
უკუჩვენებები :
ჰოლოქსანი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში :
- იფოსფამიდისადმი ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას ;
- ძვლის ტვინის ფუნქციის გამოხატული დათრგუნვისას ( განსაკუთრებით პაციენტებში ,რომლებიც წინათ გადიოდნენ მკურნალობას ციტოტოქსიური ნივთიერებებით ან რადიოთერაპიით )
- მწვავე ინფექციები
- თირკმლის ფუნქციური უკმარისობა ან / და შარდის გამოყოფი გზების ობსტრუქცია .
- ცისტიტი
- ორსულობა
- ლაქტაცია .
შენიშვნა :
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოსწორდეს Y შარდის გამომყოფი გზების ნებისმიერი სახისობსტრუქცია , ცისტიტი , მწვავე ინფექციები და ელექტროლიტური დისბალანსი . საერთოდ , ჰოლოქსანი, სხვა ციტოსტატიკების მსგავსად , სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული დასუსტებულ ანხანდაზმულ პაციენტებში ან პაციენტებში , რომლებსაც ადრე ჩატარებული ჰქონდათ რადიოთერაპია .პაციენტებს დასუსტებული იმუნური სისტემით , მაგ . შაქრიანი დიაბეტით , ღვიძლისა და თირკმელებისქრონიკული უკმარისობით , ასევე მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე . პაციენტები , რომელთაცაღენიშნებათ სიმსივნური მეტასტაზები ტვინში , ცერებრალური სიმპტომები და / ან თირკმლისფუნქციური უკმარისობა უნდა იყვნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ .
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია აბორტისშესახებ .
ორსულობის 1 ტრიმესტრის შემდეგ , თუ თერაპიის შეჩერება არ შეიძლება და პაციენტს არ სურს ნაყოფისმოშორება , შეიძლება ჩატარებულ იქნას ქიმიოთერაპია პაციენტისათვის ტერატოგენული ეფექტის მცირე ,მაგრამ შესაძლო რისკის შესახებ ინფორმირების შემდეგ .
ჰოლოქსანით მკურნალობის განმავლობაში ლაქტაცია დაუშვებელია .
კონტრაცეპტული ზომები
იფოსფამიდმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თანდაყოლილი ანომალია . კონტრაცეფცია მკურნალობისმსვლელობაში რეკომენდებული არ არის . ჰოლოქსანით მკურნალობა - დაქვემდებარებულ მამაკაცებსმკურნალობის დაწყებამდე უნდა ეცნობოთ სპერმის შეკავების აუცილებლობის შესახებ . ქალები არ უნდადაფეხმძიმდნენ მკურნალობის განმავლობაში . თუ ორსულობა დადგება მკურნალობის პერიოდში ,აუცილებელია მედიკო - გენეტიკური კონსულტაცია . კონტრაცეფციის ხანგრძლივობა ქიმიოთერაპიისდასრულების შემდეგ დამოკიდებულია პირველადი დაავადების პროგნოზზე და პაციენტის ბავშვის ყოლისსურვილზე . გამოყენებული უნდა იქნას გენეტიკური კონსულტაციის შესაძლებლობა .
გვერდითი მოვლენები :
ჰოლოქსანის მიმღებ პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ შემდეგი გვერდითი ეფექტები :
მიელოსუპრესია :
მიელოსუპრესიის სხვადასხვა ფორმები ( ლეიკოციტოპენია , თრომბოციტოპენია და ანემია ), ესდამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე . გათვალისწინებული უნდა იქნას , რომ ლეიკოციტოპენიასიცოცხლისათვის სახიფათო ინფექციების განვითარების , ხოლო თრომბოციტოპენია სისხლდენისგანვითარების რისკ ფაქტორებს წარმოადგენენ . ლეიკოციტების და თრომბოციტების ყველაზე დაბალირაოდენობა ჩვეულებრივ ჩნდება მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ და სტაბილიზაციასგანიცდის 3- დან 4 კვირაში . ანემია ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის რამდენიმე ციკლის შემდეგ .სხვა მიელოსუპრესიულ აგენტებთან ერთად კომბინაციური მკურნალობისთვის შეიძლება საჭირო გახდესდოზის რეგულირება . მკურნალობა მაღალი დოზებით უფრო ხშირად იწვევს ლეიკოციტოპენიას ,ვიდრე ფრაქციონირებული დოზის რეჟიმი . წინასწარ ნამკურნალევ ( ქიმიოთერაპიით ან რადიოთერაპიით) პაციენტებში ან პაციენტებში თირკმლის დაქვეითებული ფუნქციით შეიძლება მოსალოდნელი იქნასმიელოსუპრესიის უფრო რთული ფორმების განვითარება . იფოსფამიდით , ისევე როგორც სხვაციტოსტატიკით ქიმიოთერაპიის ყოველი ციკლის წინ , ( ასევე მკურნალობის ციკლებს შორისინტერვალებში ) აღებული უნდა იქნას სისხლის ანალიზი . სისხლის სურათზე დამოკიდებულებით ,უნდა მოხდეს შესაბამისი დოზის რეგულირება ( იხილეთ ცხრილი )
შენიშვნა : მიელოსუპრესიისას დოზის შემცირების სახელმძღვანელო :
ლეიკოციტების რიცხვი თრომბოციტების რიცხვი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
>4000 >100 000 დაგეგმილი დოზის 100%
4000-2500 100 000-50 000 დაგეგმილი დოზის 50%
<2500 <50 000 გადადება ნორმალიზაციამდე ანინდივიდუალურ გადაწყვეტილებამდე
უროტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა :
ჰემორაგიული ცისტიტი ( მაკრო და მიკრო ჰემატურია ) არის იფოსფამიდით გამოწვეული ხშირი ,დოზაზე დამოკიდებული გართულება .
შენიშვნა :
ფრაქციონალურ დოზირებას , ადექვატურ ჰიდრატაციას , წყლის ბალანსის შენარჩუნებას და ერთდროულმკურნალობას მესნათი ( ურომითექსანი ® ) შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ჰემორაგიული ცისტიტისსიხშირე და სირთულე .
დროდადრო შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის გლომერულარული აპარატის დაზიანება , შრატისკრეატინინის გაზრდით , კრეატინინ - კლირენსის შემცირება და პროტეინურია ან უფრო ხშირადთირკმლის მილაკოვანი ფუნქციის დაზიანება ჰიპერამინოაცედურიით , ფოსფატურიით , აციდოზით ანპროტეინურიით . ნეფროპათიის რთული ფორმები იშვიათია . თირკმლის გლომერულარული ფუნქციისდაზიანების შესაძლო რისკ - ფაქტორებს წარმოადგენს წამლის მაღალი დოზები და დამატებითიმკურნალობა პლატინის შემცველი პრეპარატებით . თირკმლის მილაკოვანი ფუნქციის დაზიანების რისკ -ფაქტორია ჩატარებული ნეფრექტომია , დამატებითი მკურნალობა პლატინის შემცველი წამლებით ,სიფრთხილე არის საჭირო იმ შემთხვევაშიც , როდესაც პოტენციურად ნეფროტოქსიური წამლები ,როგორიცაა ამინოგლიკოზიდი , აციკლოვირი ან ამფოტერიცინი B ერთდროულად არის გამოყენებული .ეს პრეპარატები თავისთავად არ ქმნიან თირკმლის მილაკოვანი აპარატის დაზიანების შესაძლებლობას ,მაგრამ შეიძლება გამოიწვიონ გლომერულარული ფუნქციის შემდგომი გაუარესება .
იშვიათ შემთხვევებში , პაციენტებს თირკმლის მილაკოვანი აპარატის ქრონიკული დაზიანებით შეიძლებაგანუვითარდეთ ფანკონის სინდრომი , რაქიტი ან ოსტეომალაცია . რისკის ფაქტორი არის წამლის მაღალიდოზა და პატარა ასაკი ( კერძოდ , 3 წელზე ნაკლები ). ამიტომ თირკმლის მილაკოვანი დაგლომერულარული ფუნქცია უნდა იქნას შეფასებული და შემოწმებული თერაპიის დაწყებამდე , თერაპიისმსვლელობაში და მისი დასრულების შემდეგ .
იფოსფამიდით ხანგრძლივი მკურნალობის განმავლობაში აუცილებელია თირკმლის ფუნქციისრეგულარული კონტროლი და დამაკმაყოფილებელი დიურეზი . განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს .ნეფროპათიის დაწყების შემთხვევაში მოსალოდნელი უნდა იყოს თირკმლის შეუქცევადი დაზიანება , თუიფოსფამიდით მკურნალობა გრძელდება , საჭიროა რისკისა და სარგებლობის შორის თანაფარდობისყურადღებით შეფასება .
სიფრთხილე ჰმართებთ პაციენტებს , რომელთაც ჩატარებული აქვთ ნეფრექტომია . პაციენტებს თირკმლისფუნქციის მოშლით და პაციენტებს , რომლებსაც წინათ უტარდებოდათ მკურნალობა ნეფროტოქსიურიპრეპარატებით ( მაგ . ცისპლატინი ). ამ პაციენტებში მიელო , ნეფრო და ტვინის ტოქსიურობის სიხშირედა ინტენსიურობა გაზრდილია .
ცენტრალური ნერვული სისტემა :
შემთხვევათა 10-20%- ში , ენცეფალოპათია ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ანრამდენიმე დღეში . რისკ - ფაქტორებია : ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა , თირკმლის გაუარესებულიფუნქცია ( კრეატინინი >1.5 მგ / დლ ), ადრე ჩატარებული მკურნალობა ნეფროტოქსიური პრეპარატებით (მაგ . ცისპლატინი ) და თირკმლის ობსტრუქცია . ( მაგ . მენჯის ნეოპლაზმა ). სხვა შესაძლო რისკ -ფაქტორებია ხანდაზმული ასაკი , ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება , შრატის ალბუმინის ანჰიდროკარბონატის შემცირებული დონეები , ღვიძლისმიერი დისფუნქცია . ენცეფალოპათიისდამახასიათებელი სიმპტომია ძილიანობა , რომელიც შეიძლება პროგრესირებულ იქნას სომნოლენციამდედა კომამდე . სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს სისუსტე , მეხსიერების დაქვეითება , დეპრესიულიფსიქოზი , დეზორიენტაცია , მოუსვენრობა , დაბნეულობა , ჰალუცინაცია , ნათხემის სიმპტომები ,კონვულსიები . ენცეფალოპათიები ჩვეულებისამებრ შექცევადია და თვითონ ქრება იფოსფამიდის ბოლომიღებიდან რამდენიმე დღეში . სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში ,რომელიც წამლის მაღალ დოზასთან იქნა დაკავშირებული . ფრაქციონალური დოზის რეჟიმითენცეფალოპათია ნაკლებად ხშირია და ნაკლები სიმძიმით მიმდინარეობს .
შენიშვნები :
იფოსფამიდის CNS- ზე ტოქსიურად მოქმედების გამო , პაციენტები ყურადღებით უნდა შემოწმდნენ .ენცეფალოპათიის შემთხვევაში , CNS- ზე მოქმედი პრეპარატების ( მაგ . ღებინების საწინააღმდეგოსაშუალებები , ტრანკვილიზატორები , ნარკოტიკები ან ანტიჰისტამინები ) მიღება უნდა შეწყდეს , თუ ესშესაძლებელია , ან გამოყენებული უნდა იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით .
სხვა უარყოფითი მოვლენები :
გულისრევა და ღებინება არის დოზაზე დამოკიდებული უარყოფითი ეფექტი . შემთხვევათა დაახლოებით50%- ში შეიმჩნევა საშუალოზე რთული ფორმების შემთხვევაში . სხვა ხშირი უარყოფითი ეფექტიაშეუქცევადი ალოპეცია , რომელიც ჩნდება პაციენტების 100%- მდე შემთხვევაში , დამოკიდებულიამკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზაზე . მისი ალკილირებული მოქმედების მექანიზმის გამო ,ჰოლოქსანმა შეიძლება გამოიწვიოს სპერმატოგენეზის ნაწილობრივი გაუარესება , რასაც მოჰყვებააზოოსპერმია ან მდგრადი ოლიგოსპერმია , შესაბამისად ნაკლებად ხშირი ოვულაციის შეუქცევადიდისფუნქცია იწვევს ამენორეას და მდედრობითი სქესის ჰორმონების შემცირებულ გამომუშავებას .
დამატებით , შეიძლება გამოვლინდეს :
- ერთეულ შემთხვევებში ქრონიკული ინტერსტიციალური პნევმოსკლეროზი . ტოქსიკ ურ -ალერგიული ფილტვის შეშუპება დაფიქსირებული იქნა მხოლოდ ერთ შემთხვევაში .
- ერთეულ შემთხვევებში SIADH ( შეუსაბამო ADH სეკრეციის სინდრომი , შვარც - ბარტერისსინდრომი ) ჰიპონატრიემიით და წყლის რეტენციით . ჰიპოკალიემია დაფიქსირებული იქნა მხოლოდერთ შემთხვევაში .
- ერთეულ შემთხვევებში აღინიშნა მწვავე პანკრეატიტი
- იშვიათ შემთხვევებში ლორწოვანი გარსისა და კანის ანთება
- იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები , ცალკეულ შემთხვევებში სიცხე დაპროგრესირებადი შოკი .
- იშვიათ შემთხვევებში მხედველობის დაბინდვა და თავბრუსხვევა .
დროდადრო შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ფერმენტების და / ან ბილირუბინის დონეების მატება . მადისდაკარგვა , ფაღარათი , შეკრულობა , ფლებიტი ან პირექსია შეიძლება უფრო იშვიათად გამოვლინდეს .პოლინეიროპათია , პნევმონია , მხედველობის დაქვეითება ან რადიაციისადმი გაზრდილი მგრძნობელობადაფიქსირებული იქნა ერთეულ შემთხვევებში . აგრეთვე აღნიშნული იყო სუპრავენტრიკულარული ანვენტრიკულური არითმიის , ST-T სეგმენტის ცვლილებების და გულის უკმარისობის ერთეულიშემთხვევები იფოსფამიდის დოზის და / ან ანტრაციკლინებით წინა ან თანმიმდევრული მკურნალობისშემდეგ . ამ სიტუაციაში ისევ საჭიროა ელექტროლიტური ბალანსის რეგულარული მონიტორინგი .განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო , როდესაც ვმკურნალობთ გულის დაავადებების მქონე პაციენტებს. როგორც ციტოტოქსიკური პრეპარატით , განსაკუთრებით ალკილირებადი აგენტებით , იფოსფამიდითმკურნალობა იწვევს სიმსივნის განვითარების რისკს .
სიფრთხილის ზომები :
უარყოფითი რეაქციების თავიდან აცილების ან შემცირებისთვის მისაღებია შემდეგი ზომები და / ანტესტები :
- ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების დროული მიღება ;
- სისხლის ანალიზის რეგულარული ჩატარება
- თირკმლის ფუნქციის პარამეტრების რეგულარული შემოწმება ,
- შარდის ანალიზი ( შარდის საერთო ანალიზი და ნალექის მიკროსკოპია )
თერაპიის დაწყებამდე , ღვიძლისა ან თირკმლის ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაში , ჰოლოქსანისგამოყენება ინდივიდუალურად უნდა იყოს განსაზღვრული ყოველი პაციენტისთვის . რეკომენდებულიაჰოლოქსანის მიმღები პაციენტების ხშირი მონიტორინგი .
დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში სისხლში შაქრის დონე რეგულარულად უნდა იქნას შემოწმებულიანტიდიაბეტური თერაპიის დროულად მოდიფიცირების მიზნით .
მნიშვნელოვანია ადექვატური დიურეზის უზრუნველყოფა .
სხეულის მაღალი ტემპერატურა და / ან ლეიკოპენია საჭიროებს ანტიბიოტიკების ან სოკოს საწინააღმდეგოსაშუალებების პროფილაქტიკურ მიღებას .
ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენას .
გავლენა ავტომანქანის მართვის უნარზე :
ჰოლოქსანმა შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომანქანის მართვაზე და ყურადღების კონცენტრაციაზე . ესშეიძლება გამოვლინდეს პირდაპირ მოდელირებული ენცეფალოპათიით ან არაპირდაპირ გულისრევითა დაღებინებით , განსაკუთრებით როდესაც CNS- ზე მოქმედი პრეპარატები და ალკოჰოლი ერთდროულადარის მიღებული .
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან :
მიელოტოქსიურობა შეიძლება გარზდილი იქნას სხვა ციტოსტატიკებთან ან რადიაციასთანურთიერთქმედების შედეგად .
იფოსფამიდს შეუძლია გააძლიეროს კანის მგრძნობელობითი რეაქციები .
ნეფროტოქსიური აგენტების , მაგ . ცისპლატინის , ამინოგლიკოზიდის , აციკლოვირის ან ამფოტერიცინიB - ს წინა ან ერთდროულად მიღებამ შეიძლება გააძლიეროს იფოსფამიდის ნეფროტოქსიკური ეფექტი ,ისევე , როგორც თანმიმდევრული ჰემატოტოქსიური და ნეიროტოქსიური ეფექტები .
იფოსფამიდის იმუნოსუპრესიული ეფექტის გამო , შეიძლება აღინიშნოს დაქვეითებული რეაქცია ვაქცინისმიმართ .
იფოსფამიდის ვარფარინთან ერთდროულად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ვარფარინისანტიკოაგულანციური ეფექტი და ამით შესაბამისად გაიზარდოს ჰემორაგიების რისკს .
შესაძლოა :
- მიელოსუპრესიული მოქმედება გაძლიერდეს ალოპურინოლის ან ჰიდროქლოროთიაზიდისერთდროულად მიღებით .
- პრეპარატის მოქმედების ეფექტი და ტოქსიკურობა შეიძლება გაძლიერდეს ქლორპრომაზინის ,ტრიიოდთირონინის ან ალდეჰიდდეჰიდროგენაზას ინჰიბიტორების , როგორიცაა დისულფირამი ,ერთდროულად მიღებისას .
- მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს სულფონილურეას ჰიპოგლიკემური მოქმედება .
- ფენობარბიტალით , დიფენინით ან ქლორალჰიდრატით ერთდროულად მკურნალობამ ,შეიძლება გამოიწვიოს მიკროსომალური ღვიძლის ფერმენტის ინდუქცია და ამით იფოსფამიდისუფრო სწრაფი მეტაბოლიზმი .
- გაიზარდოს სუქსამეთონიუმის მიორელაქსანტური ეფექტი .
დოზირება და მიღება :
მკურნალობა ჩატარებული უნდა იქნას მხოლოდ გამოცდილი ონკოლოგის მიერ . დოზირება შერჩეულიუნდა იქნას ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისთვის . მოზრდილთა თერაპიაში ყველაზე ჩვეულებრივიმკურნალობა ემყარება ფრაქციონირებულ დოზებს . ინდივიდუალური რეცეპტის არარსებობისას ,შეიძლება ვიხელმძღვანელოთ Y შემდეგი რეკომენდაციებით .
ზოგადად ჰოლოქსანი კეთდება ვენაში გაყოფილი დოზებით 1. 2 - 2. 4 გ / მ 2 ( სხეულის წონის 60 მგ / კგ -მდე ) ყოველდღე , 5 კალენდარული დღის განმავლობაში ( ამ გადასხმის ხანგრძლივობა არისდაახლოებით 30- დან 120 წუთამდე , დამოკიდებულია გადასასხმელი სითხის მოცულობაზე ). ჰოლოქსანიშეიძლება ასევე გადასხმული იქნას დიდი დოზით , ჩვეულებრივ 24 სთ . გაგრძელებული გადასხმისსახით . დოზირება 5 გ / მ 2 (125 მგ / კგ სხეულის წონაზე ) და არ უნდა გადააჭარბოს 8 გ / მ 2 (200 მგ / კგსხეულის წონაზე ) ერთ ციკლზე . ერთმა დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი ჰემატო - ურო -ნეფრო და CNS ტოქსიურობა .
ყურადღება უნდა მიექცეს იმას , რომ იფოსფამიდის ხსნარის კონცენტრაცია არ აღემატებოდეს 4 პროცენტს.
სხვა ციტოსტატიკებით კომბინირებული თერაპიისას , დოზა ადაპტირებული უნდა იქნას თერაპიულსქემასთან .
შენიშვნა :
თავისი უროტოქსიურობის გამო , იფოსფამიდი პრინციპულად უნდა იყოს გამოყენებული მესნასთანკომბინაციაში . მესნა არ მოახდენს გავლენას იფოსფამიდის სხვა თვისებებზე და თერაპიულ ეფექტებზე .თუ თერაპიის განმავლობაში განვითარდება ცისტიტი მიკრო და მაკრო ჰემატურიით , მაშინ მკურნალობაუნდა შეწყდეს პაციენტის განკურნებამდე .
იფოსფამიდის ციტოსტატიური ეფექტი ჩნდება მხოლოდ ღვიძლში აქტივაციის შემდეგ , ამიტომ ინექციისდროს ვენების ირგვლივ არ არსებობს ქსოვილების დაზიანების საფრთხე .
miReba da mkurnalobis xangrZlivoba:
თერაპიის ციკლი შეიძლება განმეორდეს ყოველ 3-4 კვირაში . ინტერვალები დამოკიდებული იქნებასისხლის ანალიზებზე ან ნებისმიერ უარყოფით შემთხვევებზე ან გვერდით ჩვენებებზე .
ჩატარებული უნდა იქნეს ურო - დაცვა მესნათი ( უროპროტექტორი ® , ურომიტექსანი ® ), როგორცნაჩვენებია .
სისხლის და შარდის რეგულარული ანალიზი და თირკმლის ფუნქციის რეგულარული შემოწმებააუცილებელია .
რეკომენდებულია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების დროული მიღება და ჰოლოქსანთანკომბინაციისას გათვალისწინებული უნდა იქნას CNS- ზე გავლენა .
xsnaris momzadeba :
ჰოლოქსანის ხსნარის გამზადება ყოველთვის უნდა სრულდებოდეს უსაფრთხოების ზომების დაცვით ,რომელსაც იყენებენ ციტოტოქსიური აგენტების გასამზადებლად .
4% იზოტონიური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად , საინექციო წყალი ემატება მშრალ ნივთიერებასშემდეგი რაოდენობით :
ჰოლოქსანი |
200 მგ |
500 მგ |
1 გ |
2 გ |
წყალიინექციისთვის |
5 მლ |
13 მლ |
25 მლ |
50 მლ |
ნივთიერება სწრაფად იხსნება , თუ ბოთლს ძლიერად შევანჯღრევთ 0.5- დან 1 წუთამდე საინექციო წყლისდამატების შემდეგ . თუ ნივთიერება არ გაიხსნება სწრაფად და სრულად , მაშინ რეკომენდებულიახსნარის რამდენიმე წუთით დატოვება . გამზადებული ხსნარი შეიძლება შენახულ იქნას დაახლოებით Y24საათი , თუ იგი შენახულია ტემპერატურაზე , რომელიც არ აღემატება +8 °C ( მაცივარი ). ჰოლოქსანისხსნარი მოკლევადიანი ინტრავენური გადასხმისთვის ( დაახლოებით 30-120 წთ ) დამზადებულიაზემოთხსენებული ხსნარის 250 მლ რინგერის ხსნართან ან 5% გლუკოზის ხსნართან ან ფიზიოლოგიურხსნართან შერევით .
უფრო ხანგრძლივი გადასხმისთვის , ერთი საათიდან ორ საათამდე , რეკომენდებულია შერევა 500 მლ .რინგერის ხსნართან ან 5% გლუკოზის ან ფიზიოლოგიურ ხსნართან . ჰოლოქსანის მაღალი დოზისუწყვეტი 24 საათიანი გადასხმისთვის , გამზადებული ჰოლოქსანის ხსნარი , მაგ . 5 გ / მ 2 შერეული უნდაიყოს 3 ლიტრ 5% გლუკოზის და / ან ფიზიოლოგიურ ხსნართან .
gansakuTrebuli SeniSvna:
თავისი ალკილირებადი მოქმედების გამო , იფოსფამიდი არის მუტაგენური და ასევე პოტენციურადკანცეროგენური ნივთიერება . მაშასადამე უნდა ვერიდოთ მის კონტაქტს კანთან ან ლორწოვან გარსთან .
Senaxvis pirobebi:
სტაბილურობის ნიშანი :
ჰოლოქსანი არ უნდა იყოს შენახული +25 °C – ზე მაღლა !
ჰოლოქსანი არ უნდა იყოს გამოყენებული შეფუთვაზე ნაჩვენები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
ხელახლად გამზადებული ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას გამზადებიდან 24 სთ - ის შემდეგ ( არშეინახოთ +8 °C - ზე ზევით ).
შეინახეთ წამლები ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას !
ვარგისობის ვადა : 5 წელი
შეფუთვა :
200 მგ ფლაკონი - შეფუთვა 10 ფლაკონი
500 მგ ფლაკონი - შეფუთვა 1 და 10 ფლაკონი
1 გ ფლაკონი - შეფუთვა 1 და 10 ფლაკონი
2 გ ფლაკონი - შეფუთვა 1 და 10 ფლაკონი
აფთიაქიდან გაცემის წესი : ექიმის რეცეპტით
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account