Nestle - ნესტლე რძიანი ფაფა 5მარცვალი გარგარი და თაფლი 0393

10,10 ლ
მარაგშია
SKU
54796_72

Nestle - ნესტლე რძიანი ფაფა 5მარცვალი გარგარი და თაფლი, მშრალი, რძიანი სწრაფად ხსნადი ფაფა, გამდიდრებული პრობიოტიკებით, 9 თვის ასაკიდან.

Nestle - ნესტლე რძიანი ფაფა 5მარცვალი გარგარი და თაფლი

ნესტლეს მშრალი, რძიანი სწრაფად ხსნადი ფაფა, გამდიდრებული  პრობიოტიკული კულტურებით “NESTLÉ®”: „მშრალი რძიანი მულტიმარცვლოვანი ფაფა გარგარითა და თაფლით, ბიფიდობაქტერიებით, სწრაფად ხსნადი, გამდიდრებული ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით“, ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის. 9 თვიდან. წონა ნეტო 220გ. სურსათი დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტების, ხელოვნური საღებავებისა და კონსერვანტების  გამოყენების გარეშე.  პალმის ზეთის გარეშე.

9 თვიდან.

ბიფიდობაქტერიებით BL კომფორტული მონელებისთვის, iRON+ (რკინა, იოდი, ვიტამინები C და B1, ომეგა-3).

მნიშვნელოვანი შენიშვნა! ჩვილი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებს წარმოადგენს დედის რძე. ჯანმო რეკომენდაციას უწევს ექსკლუზიურ ბუნებრივ კვებას პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდგომ დამატებითი კვების შემოღებას დედის რძით კვების გაგრძელების ფონზე. კომპანია ნესტლე მხარს უჭერს ამ რეკომენდაციას. ამ ფაფის ბავშვის რაციონში შეყვანის დროსთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან.

კვებითი ღირებულება 100გ მზა სურსათში წყლით განზავებისას: ენერგეტიკული ღირებულება 98/411 კკალ/კჯ; საკვები ბოჭკოები 0,69 გ; ცილები 3,2 გ; ცხიმები 2,5გ; მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 0,3 გ;  ნახშირწყლები 15,2 გ; მათ შორის შაქრები 5,7 გ; მათ შორის საქაროზა5 0 გ; მარილი (ნატრიუმი x 2.5) 109,75მგ; ნატრიუმი 43,9 მგ; იოდი 13,9მკგ; რკინა 1,6 მგ; თუთია 0,6მგ; კალციუმი 102 მგ; ვიტამინი C 11,5მგ; ვიტამინი A 92,3 მკგ რეტ. ექვ.; ვიტამინი D 1,4მკგ; ვიტამინი E 1,4 მგ; ვიტამინი B1 0,1 მგ; ვიტამინი B2 0,12 მგ; ვიტამინი B5 0,32მგ; ვიტამინი B6 0,07მგ; ვიტამინი B9 13,9მკგ; ვიტამინი PP 1,1მგ; ომეგა-6 (ლინოლის მჟავა) 0,69 გ; ომეგა-3 (α-ლინოლენის მჟავა) 0,09გ; ბიფიდობაქტერიები არანაკლებ 1x106 კწე/გ. 5დამატებული.

ქიმიური ანალიზის შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს  ცხრილში მოცემული მნიშვნელობებისგან, რაც დამახასიათებელია ნატურალური ნედლეულისთვის.

მომზადების წესი: 1. დაიბანეთ ხელები და აიღეთ სუფთა ჭურჭელი. 2. ადუღეთ სასმელი წყალი 5 წთ-ის განმავლობაში, გააგრილეთ 40 C-მდე, დაასხით სუფთა თეფშზე 150 მლ წყალი. 3. ნელ-ნელა ამატეთ წყლიან თეფშში 45 გრ (5-6 სუფრის კოვზი) მშრალი ფაფა, განუწყვეტლივ ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

არ ხარშოთ! აჭამეთ ბავშვს სუფთა კოვზით. ფაფა უნდა მომზადდეს უშუალოდ ყოველი კვების წინ. არ დატოვოთ კვების შემდეგ მორჩენილი განზავებული ფაფა. ახალი პროდუქტის შეყვანა დაიწყეთ 1 ჩაის კოვზით და თანდათანობით გაზარდეთ ულუფა აუცილებელ მოცულობამდე.

შენახვის პირობები: გაუხსნელი კოლოფი შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არაუმეტეს 75%-ის პირობებში. ფაფის მომზადების შემდეგ კოლოფი დახურეთ  მჭიდროდ. გახსნის შემდეგ შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას, არაუმეტეს 2 კვირისა.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy