DrBrowns - დოქტორ ბრაუნი პლასტმასის ბოთლი 1816

36,90 ლ
მარაგშია
SKU
60747_1966
პლასტმასის განიერყელიანი ბოთლი Options+ 150 მლ.

„დოქტორ ბრაუნის" Option+ 150 მლ. პლასტმასის (BPA Free) განიერყელიანი ბოთლი მორგებულია ყველა ბავშვზე აწუხებს მას კვებასთან ასოცირებული პრობლემები თუ არა.
ინოვაციური ბოთლი მშობელს აძლევს არჩევანის თავისუფლებას. ჩვილობის დროს რეკომენდებულია ბოთლის გამოყენება დაპატენტებული გამწოვი მილით, რადგანაც იგი უზრუნველყოფს კვებასთან ასოცირებული პრობლემების, როგორიცაა ჭვალი, მუცლის შებერილობა, ამოქარვება და ბოყინი, თავიდან აცილებას და ინარჩუნებს საკვებში (ბუნებრივი რძე , ხელოვნური ნარევი) არსებულ ვიტამინებს. საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საკვების მონელებას და უზრუნველყოფს პატარის მშვიდ ძილს.
ახალი საწოვარის დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია მკერდის ფორმასთან უადვილებს პატარას ბუნებრივი კვებიდან ხელოვნურზე გადასვლას ან საჭიროების შემთხვევაში მათ მონაცვლეობას. ბავშვის ზრდასთან ერთად კუჭ-ნაწლავი მომძლავრებულია და თუ მას აღარ აქვს კვებასთან ასოცირებული პრობლემები, ზოგიერთი მშობელი ამჯობინებს რომ გამწოვი მილის გარეშე კვებოს ბავშვი.
არ შეიცავს ბისფენოლ-A-ს, ქლორვინილს, სპილენძს .
გამოიყენება 0+ თვიდან.
შეიძლება ბოთლის სტერილიზება და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
მომწოდებელი „ჰენდი-კრაფტ კომპანი“, აშშ
ყურადღება! ქალის რძე თქვენი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებია. თქვენი ბავშვისათვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. ზუსტად დაიცავით საკვების გამოყენებისა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy