DrBrowns - დოქტორ ბრაუნი ბავშვის ბოთლი + საწოვარა 6-9თ 1727
„დოქტორ ბრაუნის“ Options + გარდამავალი ნაკრები: 270 მლ-იანი პლასტმასის განიერყელიანი ვარდისფერი ბოთლი Options+ საწოვარით (6-9 თვე) და წყლის დასალევი თავით უადვილებს პატარას ბოთლიდან ჭიქაზე გადასვლას.
გარდამავალი ნაკრები გამოსადეგარია, როგორც ბოთლით ბავშვის გამოსაკვებად, ასევე წყლის დასალევად.
ინოვაციური ბოთლი მშობელს აძლევს არჩევანის თავისუფლებას. ჩვილობის დროს რეკომენდებულია ბოთლის გამოყენება დაპატენტებული გამწოვი მილით, რადგანაც იგი უზრუნველყოფს კვებასთან ასოცირებული პრობლემების, როგორიცაა ჭვალი, მუცლის შებერილობა, ამოქარვება და ბოყინი, თავიდან აცილებას და ინარჩუნებს საკვებში (ბუნებრივი რძე, ხელოვნური ნარევი) არსებულ ვიტამინებს. საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საკვების მონელებას და უზრუნველყოფს პატარის მშვიდ ძილს.
ბავშვის ზრდასთან ერთად კუჭ-ნაწლავი მომძლავრებულია და თუ მას აღარ აქვს კვებასთან ასოცირებული პრობლემები, ზოგიერთი მშობელი ამჯობინებს რომ გამწოვი მილის გარეშე კვებოს ბავშვი. როდესაც პატარა წლის დალევას სწავლობს, ამოიღეთ გამწოვი მილი და გაუკეთეთ წყლის დასალევი თავი.
არ შეიცავს ბისფენოლ-A-ს, ქლორვინილს, სპილენძს.
გამოიყენება 0+ თვიდან.
შეიძლება ბოთლის სტერილიზება და ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
მომწოდებელი „ჰენდი-კრაფტ კომპანი“, აშშ
ყურადღება!
ქალის რძე თქვენი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებია. თქვენი ბავშვისათვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. ზუსტად დაიცავით საკვების გამოყენებისა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account