Aclasta - აკლასტა ფლაკონი 5მგ/100მლ

252,54 ლ
მარაგშია
SKU
60009_3141

ჩვენება: აკლასტა, ბიფოსფონატების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის და ქვემოთ მოცემული პრობლემების დროს გამოიყენება: პოსტმენოპაუზაში (მენოპაუზის შემდგომი) მყოფ ქალებში ოსტეოპოროზის, მამაკაცებში- ხერხემლის და სხვა მოტეხილობების თავიდან აცილების მიზნით, ქალებსა და მამაკაცებში ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მენჯის ძვლების მოტეხილობის შემდეგ, კლინიკურად ახალი მოტეხილობების თავიდან აცილებაის მიზნით.

გამოყენების ინსტრუქცია

აკლასტაR 5 მგ/100 მლ

ი.ვ. საინფუზიო ხსნარი

განკუთვნილია ინტრავენური (ვენის შიგნით) გამოყენებისთვის

მოქმედი ნივთიერება: 100 მლ-იანი ფლაკონები 5,330 მგ ზოლედრონიკის მჟავას მონოჰიდრატის ექვივალენტური რაოდენობით 5 მგ ზოლედრონიკის მჟავას (უწყლო) შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებებია: მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი, აზოტი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

· აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

· დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

· აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

· აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

· წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება აკლასტა?
აკლასტას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება აკლასტა?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
აკლასტა შენახვა


რა არის და რისთვის გამოიყენება აკლასტა ?
აკლასტა, ინტრავენურად გამოყენებისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე, უფერო ფერის ხსნარია. პრეპარატი, ექიმის ანდა ექთნის მიერ ინტრავენურად ერთჯერადად შეიყვანება. აკლასტა, 100 მლ-იანი, გამოყენებისთვის მზა საინფუზიო ხსნარის შემცველი, პლასტიკურ ფლაკონში შეფუთული პრეპარატია. თითოეული 100 მლ-იანი ფლაკონი 5 მგ ზოლედრონიკის მჟავას შეიცავს.

აკლასტა, ბიფოსფონატების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის და ქვემოთ მოცემული პრობლემების დროს გამოიყენება:

პოსტმენოპაუზაში (მენოპაუზის შემდგომი) მყოფ ქალებში ოსტეოპოროზის, მამაკაცებში- ხერხემლის და სხვა მოტეხილობების თავიდან აცილების მიზნით,
ქალებსა და მამაკაცებში ოსტეოპოროზთან დაკავშირებული მენჯის ძვლების მოტეხილობის შემდეგ, კლინიკურად ახალი მოტეხილობების თავიდან აცილებაის მიზნით,
ქალებსა და მამაკაცებში კორტიკოსტეროიდების მიღებასთან დაკაშვირებული ოსტეოპოროზის მკურნალობის მიზნით- ორალური გზით ანდა ინექციის სახით გლუკოკორტიკოიდებით (თირკმელზედა ჯირკვლში გამომუშავებული სტეროიდული სტრუქტურის ჰორმონი) მკურნალობის დაწყების ანდა მკურნალობის გაგრძელების და 12 თვეზე მეტად გახანგრძლივებული მკურნალობისას (მაგ. რევმატიული დაავადებები, ჰორმონალური დაავადებები ტიპი-1 დიაბეტის ჩათვლით, ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებები (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები დროს (ფქოდ), სიმსივნის მკურნალობისას, ორგანოთა გადანერგვის მდგომარეობების დროს).
მამაკაცებსა და ქალებში ძვლის დაავადების-პეჯეტის დაავადების სამკურნალოდ
ოსტოპოროზი

ოსტეოპოროზი, ძვლების გათხელების და სიძლიერის დაკარგვით გამოვლენილი დაავადებაა და მენოპაუზის შემდეგ პერიოდში ქალებში ხშირად ვლინდება, თუმცა, მამაკაცებშიც შეიძლება გამოვლინდეს. მენოპაუზის დროს ქალების საკვერცხეებში ესტროგენების წარმოება წყდება, ესტროგენები კი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ძვლების ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებაში. მენოპაუზის შემდეგ ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვა, ძვლების სისუსტე და ადვილად მტვრევადობა ვლინდება. სტეროიდების (ჰორმონი) ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებისას, ქალებსა და მამაკაცებში ძვლის სიძლიერეზე მოქმედი ოსტეოპოროზი ვლინდება. ოსტეოპოროზის მქონე ავადმყოფების უმრავლესობაში სიმტომები არ ვლინდება, მაგრამ მოტეხილობის რისკის ქვეშ მაინც არიან, რადგანაც ოსტეოპოროზის დროს ძვლების სიძლიერე, სიმკვრივე შემცირებულია. სქესობრივი ჰორმონების, განსაკუთრებით კი ანდროგენებიდან გარდაქმნილი ესტროგენების სისხლის მიმოქცევაში შემცირებისას, მამაკაცებში ეტაპობრივად ვლინდება ძვლოვანი ქსოვილის შემცირება. აკლასტა, როგორვ მამაკაცებში, ასევე ქალებში ძვლოვან ქსოვილს აძლიერებს და ამ გზით მოტეხილობის ალბათობას ამცირებს. აკლასტა, ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატია, ამიტომ აკალსტას დოზის განმეორებით გამოყენება 1 წელზე უფრო ადრე ვადაში არ არის საჭირო.

ძვლის პეჯეტის დაავადება

ხანდაზმული ძვლოვანი ქსოვილის დაშლა და მის ნაცვლად ახლი ძვლოვანი ქსოვილის ჩანაცვლება ნორმალურია. ამ პროცესს ახლად აღდგენას (რემოდერინგი)უწოდებენ. პეჯეტის დაავადების დროს ძვლის კვლავ აღდგენის პროცესი ძალიან სწრაფად ხდება და ახალი ძვლოვანი ქსოვილის დაავადებული სახით იზრდება, ეს კი ძვლის ნორმაზე უფრო მეტ სისუსტეს განაპირობებეს. თუ, დაავადების მკურნალობა არ ჩატარდება, ძვლები დეფორმული და მტკივნეული ხდება, შეიძლება მოტეხილობა განვითარდეს. აკლასტა, ძვლის ფორმირების პროცესს ნორმას უბრუნებს და ძვლის ნორმალურ სტრუქტურას აბრუნებს, ეს კი ძვლისთვის ადრინდელი ძალის დაბრუნებას უზრუნველყოფს.

აკლასტას გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
სანამ აკლასტას ინექციას გაიკეთებთ, ექიმის მიერ მოცემული ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შეასრულეთ.

აკლასტა არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ,

ზოლედრონიკის მჟავის, სხვა ბიფოსფონატების ანდა აკლასტას შემადგენელი სხვა დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) გაქვთ.
ჰიპოკალცემია გაქვთ (სისხლში კალციუმის დაბალი დონე)
თირკმლების სერიოზული პრობლემები გაქვთ,
ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ,
ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
აკლასტა, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

სანამ აკლასტას გაიკეთებთ, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების შესახებ ექიმს აცნობეთ:

თუ, თირკმლების პრობლემები გაქვთ ანდა ადრე გქონდათ,
თუ, ხანდაზმული ხართ,
თუ, აკლასტას გამოყენებამდე ანდა აკლასტას მიღების შემდეგ სხეულში სითხის ნაკლებობა(დეჰიდრატაცია) გაქვთ,
თუ, კალციუმის ანდა ვიტ. D დეფიციტი გაქვთ,
თუ, დღიურად საჭირო კალციუმის და ვიტ. D საკმარის რაოდენობას ვერ ღებულობთ,
თუ, კისრის მიდამოში მდებარე თიროიდული და პარათიროიდული ჯირკვლები ნაწილობრივ ანდა სრულად ოპერაციის გზით ამოღებულია,
თუ, ნაწლავების ერთი ნაწილი ოპერაციის გზით ამოღებულია.
ავადმყოფების ნაწილში, რომლებიც აკლასტათი (ზოლედრონიკის მჟავა) მკურნალობას იტარებენ, შეიძლება გამოვლინდეს ყბის ოსტეონეკროზის (ყბის ძვლის ქსოვილის დაზიანება) სახელით ცნობილი გვერდითი ეფექტი. ყბის ძვლის ქსოვილის დაზიანება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც შეიძლება გამოვლინდეს. ყბის ძვლის ოსტეონეკროზი, მტკივნეული, სამკურნალოდ ძნელი პროცესია, ამიტომ მისი განვითარების თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია. ყბის ძვლის ოსტეონეკროზის განვითარების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ზოგიერთი ზომების (ღონისძიების )გატარება.

აკლასტათი მკურნალობის დაწყებამდე თუ, პირის ღრუს ანდა ღრძილების პრობლემები გაქვთ და ან

ადრე (ძვლების პრობლემების სამკურნალოდ ანდა თავიდან აცილების მიზნით) ბიფოსფონატებით მკურნალობა გაქვთ ჩატარებული,
თუ, ადრე კორტიკოსტეროიდების (პრედნიზოლონი ანდა დექსამეტაზონის მსგავსი) სახელით ცნობილი წამლები გამოგიყენებიათ,
თუ, სიგარეტის მწეველი ხართ (ამ დროს ღრძილების პრობლემების რიკი მაღალია),
თუ, სიმისვნის საწინაააღმდეგო მკურნალობას იტარებთ,
თუ, რუტინულ სტომატოლოგიურ მომსახურებას ვერ ღებულობთ ანდა დიდი ხანია სტომატოლოგთან არ ყოფილხართ,
თუ, კბილის (ექსტრაცია)ამოღება გაქვთ დაგეგმილი ანდა კბილებთან დაკაშირებული სხვა პრობლემა გაქვთ, ეს მდგომარეობა ექიმს აცნობეთ.
ექიმი, აკლასტათი მკურნალობის დაწყებამდე შეიძლება სტომატოლოგის კონსულტაციას მოითხოვს.

აკლასტათი მკურნალობის დროს (რეგულარულად კბილების გაწმენდის ჩათვლით) საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგის რუტინული კონსულტაციის გავლა. თუ, პროთეზს იყენებთ, დარწმუნდით, რომ პროთეზი ყბაზე კარგად მორგებულია. თუ, სტომატოლოგთან მკურნალობთ ანდა სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევა (მაგ.კბილის ექსტრაცია(ამოღება) გესაჭიროებათ, ექიმს უთხარით სტომატოლოგიური მკურნალობის შესახებ და სტომატოლოგსაც უთხარით, რომ აკლასტათი მკურნალობთ. თუ, კბილის მორყევა, ტკივილი, კბილის თავისით ჩამოვარდნა, შეშუპება ანდა მოუშუშუებელი ჭრილობა, გამონადენი ანდა კბილებთან დაკაშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა სტომატოლოგს აცნობეთ, რადგანაც აღნიშნული შეიძლება ყბის ძვლის ოსტეონეკროზის (ყბის ძვლის დაზიანება) მაჩვენებელი ნიშნები იყოს.

ოსტეოპოროზის ხანგრძლივი დროით მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყიოფებში ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს. თუ, ბარძაყის, მენჯის ანდა საზარდულის მიდამოში ტკივილი, სისუსტე ანდა დისკომფორტი გექნებათ, ექიმს აცნობეთ, რადგანაც ეს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

ოსტეოპოროზის ხანგრძლივი მკურნალობისას, განსაკუთრებით კი ყურის ქრონიკული ინფექციების დროს, ასევე შეიძლება გამოვლინდეს გარეთა სასმენი მილის ოსტეონეკროზი (ძვლის დაზიანება).

ამ დროს, წამლის ზიანის/სარგებელის თანაფარდობის მიხედვით პრეპარატის მიღება შეიძლება შეწყვეტილი იქნას.

აკლასტა,18 წლამდე ასაკის პირებში არ არის რეკომენდირებული. ბავშვებსა და მოზარდებში აკლასტას გამოყენება გამოკვლეული არ არის.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში ანდა ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

აკლასტას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

აკლასტათი მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ, ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად, საკმარისი რაოდენობით (სულ ცოტა 1 ანდა 2 ჭიქა) სითხე მიიღეთ. ამ გზით დეჰიდრატაციის თავიდან აცილება უზრუნველყოფილი იქნება. აკლასტათი მკურნალობის დღეს ნორმალურად შეგიძლიათ იკვებოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებისთვის და იმ ავადმყოფებისთვის, რომელიც შარდმდენებს (დიურეტიკებს) ღებულობენ.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, აკლასტა არ უნდა გამოიყენოთ.

თუ, მკურნალობის დროს ორსულობა გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აკლასტა არ უნდა გამოიყენოთ.

ნებისმიერი წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

აკლასტას გამოყენების დროს შეიძლება თავბრუსხვევა იგრძნოთ, სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

აკლასტას შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

ამ სამედიცინო პროდუქტის თითოეული ,,დოზა’’ <1 მმოლ (23 მგ) ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში ,, ნატრიუმს არ შეიცავს’’.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, ისეთ წამლებს ღებულობთ, რომელთაც თირკმლების მიმართ დამაზიანებელი ეფექტი აქვს (მაგ.ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მსგავსი), მაგ. შარდმდენები (დიურეტიკები), ეს ექიმმა უნდა იცოდეს, ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

როგორ გამოიყენება აკლასტა ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

ექიმი, აკლასტას ყოველი ინფუზიის გაკეთებამდე, ჯერ თირკმლების ფუნქციების გადამოწმების მიზნით სისხლის ანალიზებს აიღებს. თქვენი ექიმის ანდა ექთნის მითითებების შესაბამისად, აკლასტას ინფუზიის გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე, სულ ცოტა 1 ანდა 2 ჭიქა სითხის (სასურველია წყალი)მიღება, ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია.

ოსტეოპოროზი

აკლასტას ნორმალური დოზა 5 მგ-ია, რომლის ინფუზიაც სულ ცოტა 15 წუთი გრძელდება და რომელიც ექიმის ანდა ექთნის მიერ ინტრავენური გზით ინფუზიის სახით წელიწადში ერთხელ კეთდება.

თუ, ახლო პერიოდში მენჯის ძვლის მოტეხილობა გადაიტანეთ, აკლასტას გაკეთება რეკომენდირებულია მენჯის ძვლის რეკონსტრუქციული ქირურგიიდან 2 კვირის ანდა უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ.

ექიმის ანდა ექთნის მიერ მოცემული მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, კალციუმის და ვიტ. D დანამატების (მაგ. ტაბლეტების) ექიმის მიერ მოცემული მითითებების შესაბამისად მიღება.

აკლასტას ეფექტი ოსტეოპოროზის დროს 1 წელის გრძელდება. შემდეგი დოზა შეიძლება 1 წლის შემდეგ დაგჭირდეთ.

პეჯეტის დაავადება

აკლასტას ნორმალური დოზა 5 მგ-ია, რომლის საწყისი ინფუზიაც სულ ცოტა 15 წუთი გრძელდება და რომელიც ექიმის ანდა ექთნის მიერ ინტრავენური გზით ინფუზიის სახით წელიწადში ერთხელ კეთდება. აკლასტა ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატია, ამიტომ, 1 წლის ანდა მეტი დროის განმავლობაში შეიძლება საჭიროა არ გახდეს.

ექიმის ანდა ექთნის მიერ მოცემული მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ.

აკლასტას ინფუზიის შემდეგ სულ ცოტა 10 დღის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება D ვიტამინის და კალციუმის დანამატების (მაგ. ტაბლეტების)მიღება გთხოვოთ. ინფუზიის შემდგომ პერიოდში სისხლში კაცლიუმის ძალიან დაბალ დონეზე დაცემის თავიდან აცილების მიზნით, ამ რეკომენდაციის ზუსტი შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

პეჯეტის დაავადების დროს აკლასტას ეფექტი შეიძლება 1 წელზე მეტი დროით გაგრძელდეს. ამ დროს, ექიმი აკლასტათი მკურნალობის კვლავ განხორციელების ანდა შეწყვეტის საკითხს გადაწყვეტს.

თქვენი ექიმი, დაავადების შესაბამისად წამლის დოზას განსაზღვრავს და განახორციელებს.

თუ,ფიქრობთ, რომ აკლასტას ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ბავშვებსა და მოზარდებში აკლასტას გამოყენება რეკომენდირებული არ არის. ამ ასაკობრივ ჯგუფებში აკლასტას მოქმედება გამოკვლეული არ არის.

ხანდაზმულებში გამოყენება:

65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში დოზის განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენეთ.

თუ, თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ, არ გამოიყენოთ.

თუ, აკლასტას მიღება დაგავიწყდებათ:

განმეორებითი ვიზიტის დაგეგმვისთვის, თქვენს ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც აკლასტათი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თუ, აკლასტათი მკურნალობის შეწყვეტას გეგმავთ, გთხოვთ, ექიმთან ვიზიტის დროს ამ თემაზე გაესაუბრეთ.

ექიმი, რეკომენდაციებს მოგცემთ და აკლასტათი მკურბალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით და ასევე გადაწყვეტილებას მიიღებს.

რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, აკლასტას შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები. აღნიშნული, უმრავლეს შემთხვევებში სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებს.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, აკლასტას გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ალერგიული რეაქციაბი (მომატებული მგრძნობელობა), სახის და ხახის შეშუპება, სისხლის არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა და სუნთქვის გაძნელება.
ეს ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება. თუ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ აკლასტას მიმართ ალერგია გაქვთ, ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

პირველ ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები ხშირად ვლინდება (ავადმყოფთა >30%), თუმცა, გვერდითი ეფექტები მომდევნო ინფუზიების დროსაც ვლინდება, მაგრამ უფრო ნაკლები სიხშირით. აკლასტას ინფუზიიდან პირველი 3 დღის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს: ცხელება, კანკალი, კუნთების და სახსრების ტკივილი, თავის ტკივილის მსგავსი სიმპტომები. სიმპტომები ძირითადად მსუბუქი -საშუალო სიმძიმისაა და 3 დღეში ალაგდება. ექიმი, აღნიშნული გვერდითი ეფექტების შემცირების მიზნით იბუპროფენის ანდა პარაცეტამოლის მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენების რეკომენდაციას მოგცემთ. აღნიშნული გვერდითი ეფეტების გამოვლენის სიხშირე აკლასტას მომდევნო დოზების დროს მცირდება.

ძალიან გავრცელებული:

ცხელება,
გავრცელებული:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთების ტკივილი, ძვლის და/ანდა სახსრების ტკივილი, ზურგის, ხელების, ფეხების ტკივილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები (დაღლილობა, კანკალი, ძვლების და/ანდა სახსრების ტკივილი), კანკალი, დაღლილობის შეგრძნება, ყურადღების გაფანტვა, სისუტე, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, ინფუზიის მიდამოში სიწითლე, შეშუპება და/ანდა ტკივილის მსგავსი კანის რეაქციები.
ავადმყოფები, რომელთაც პეჯეტის დაავადება აქვთ: სისხლში კალციუმის დაბალ დონესთან დაკაშირებით სიმპტომები: მაგ. კუნთების სპაზმი ანდა დაბუჟება ანდა პირის კუთხეებში დაბუჟების შეგრძნება.

აკლასტას გამოყენებასთან დაკაშირებით, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის მქონე ავადმყოფებში გულის ცემის რითმის დარღვევა (ატრიალური ფიბრილაცია) შეიძლება გამოვლინდეს. გულის რითმის აღნიშნული დარღვევის გამომწვევი რომ აკლასტაა, საბოლოოდ დადასტურებული არ არის. თუ, აკლასტას მიღების შემდეგ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ნაკლებად გავრცელებული:

გრიპი, ზემო სასუნთქი გზების ინფექცია, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, მადის დაკარგვა, უძილობა, გონების და ყურადღების შემცირება, ძილიანობა, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ანდა დაბუჟების შეგრძნება, ძლიერი დაღლილობა, კანკალი, ცნობიერების გარდამავალი დაკარგვა, თვალების შეშუპება, სიწითლე, ტკივილი და ქავილი ანდა სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, კუჭის არეში დისკომფორტი, ქავილი, კანის სიწითლე, კისრის ტკივილი, კუნთების, ძვლების და ან სახსრების გამკვრივება, სახსრების შეშუპება, კუნთების სპაზმი (შეკუმშვა), მხრის ტკივილი, გულმკერდის კუნთების და გულმკერდის სარტყელის ტკივილი, სახსრების ანთება, კუნთების სისუსტე, თირკმლის ფუნქციების ანორმალური მაჩვენებელები, არარეგულარული შარდვა, ხელების, მაჯების და ფეხების შეშუპება, წყურვილი, კბილის ტკივილი, გემოს შეგრძნების დარღვევა, ჰიპერტენზია, სიწითლე.

იშვიათი:

ოსტეოპოროზის ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში, ბარძაყის ძვლის უჩვეულო მოტეხილობა შეიძლება გამოვლინდეს. თუ, მენჯის არეში, ბარძაყის ანდა საზარდულის მიდამოში ტკივილს, ძალის დაკარგვას ანდა შეუძლოდ ყოფნას იგრძნობთ, ექიმს გაესაუბრეთ, რადგანაც აღნიშნული შეიძლება მენჯის ძვლის მოტეხილობის მაჩვენებელი იყოს. სისხლშ ფოსფატების დაბალი დონე.

ძალიან იშვიათი:

თუ, ყურის ტკივილი, ყურიდან გამონადენი და /ანდა ყურის ინფექცია გაქვთ, ექიმს აცნობეთ. აღნიშნული, შეიძლება სასმენი მილის ძვლის დაზიანების მაჩვენებელი იყოს.

უცნობი:

პირის ღრუს ანდა ყბის არეში ტკივილის, პირის ღრუსა ანდა ყბის შეშუპების ანდა მოუშუშუებელი იარების, გამონადენის, ყბის დაბუჟების ანდა სიმძიმის შეგრძნებისას ანდა კბილის მორყევისას ექიმს აცნობეთ, რადგანაც, აღნიშნული შეიძლება ყბის ძვლის დაზიანების მაჩვენებელი ნიშნები იყოს. აკლასტათი მკურნალობის დროს და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა სტომატოლოგს აცნობეთ.

აკლასტათი მკურნალობის დროს, შეიძლება გამოვლინდეს თირკმლები პრობლემები (მაგ.შარდის გამოყოფის შემცირება). ექიმი, აკლასტას თითოეული დოზის ინფუზიამდე თირკმლების ფუნქციებს გადაამოწმებს, ამისთვის კი სისხლის ანალიზების აღებას მოითხოვს. აკლასტას ინფუზიამდე რამდენიმე საათით ადრე, სამედიცინო პერსონალი, რეკომენდაციების შესაბამისად სულ ცოტა 2 ჭიქა სითხის (მაგ. წყალი)მიღებას გთხოვთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სისხლის არტერიული წნევის დაცემა: ცხელების, ღებინების და დიარეის მსგავის სიმპტომების განვითრება, რომელიც აკლასტას დოზის შეყვანის შემდეგ ვლინდება, სითხის დაკარგვას იწვევს. ოსტეოპოროზის გამო ხანგრძლივი მკურნალობის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში, იშვიათად მენჯის(ბარძყის) ძვლის უჩვეულო მოტეხილობები ვლინდება. თუ, მენჯის არეში, ბარძაყში (ბარძყსა და მუხლს შორის) ანდა საზარდულის მიდამოში ტკივილი, ძალის დაკარგვა ანდა დისკომფროტი გექნებათ, ექიმს აცნობეთ, რადგანაც აღნიშნული შეიძლება მენჯის ძველბის მოტეხილობის ადრეული სიმპტომები იყოს.

გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

აკლსტას შენახვა
ექიმი, ექთანი ანდა ფარმაცევტი, აკლასტას შენახვის პირობების შესახებ ინფორმირებულია.

აკლასტა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

გაუხსნელი აკლასტა, <250 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.

მიკრობული კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით, ფლაკონი გახსნის შემდეგ მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას. თუ, პრეპარატი მაშინვე არ იქნება გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის ვადა და გამოყენებამდე პირობების დაცვის პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკუთვნის და ნორმაში ეს დრო 20 C - 80 C შორის 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. მაცივარში შენაული ხსნარი გამოყენებამდე ოთახის ტემპერატურამდე უნდა იქნას დაყვანილი.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აკლასტა არ გამოიყენოთ.

თუ, პროდუქტზე და/ ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, აკლასტა არ გამოიყენოთ.

..................................................................................................................................................

სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

ქვემოთ მოცემული მონაცემები, მხოლოდ ექიმების ანდა სამედიცინო პერსონალისთვისაა განკუთვნილი.

5 მგ-იანი აკლასტას დოზის ინფუზია, სულ ცოტა 15 წუთის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. აკლასტას ინფუზიამდე და ინფუზიის შემდეგ აუცილებლად საჭიროა სითხის მიღება, აღნიშნული, განსაკუთღებით გასათვალისწინებელია ავადმყოფებში, რომლებიც დიურეტიკულ მკურნალობას გადიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თირკმლების მხრივ გვერდით ეფექტების გამოვლინების რისკის შემცირების მიზნით გასათვალისინებელია ქვემოთ მოცემული ზომების გათვალისიწინება: თირკმლების მძიმე დაზიანების მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსი <35 მლ/წთ) თირმლების უკმარისობის რისკთან დაკავშირებით აკლასტას გამოყენება უკუნაჩვენებია. აკლასტას თითოეული დოზის შეყვანამდე სისხლის შრატში კრეატინინის დონე და კრეატინინის კლირენსი უნდა განისაზღვროს. აკლასტას და სხვა, თირკმლის ფუნქციებზე მოქმედი სამედიცინო პრეპარატების ერთად გამოყენებისას, აღნიშნული მომენტი გათვალისწინებული უნდა იქნას. ავადმყოფები, რომელთაც თირკმლის ფუნქციების დარღვევა ადრეც ჰქონდათ, სისხლის შრატში კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება შეიძლება უფრო მეტი იყოს, რისკის ქვეშ მყოფ ავადმყოფებში საჭიროა სისხლში კრეატინინის დონის შუალედური გადამოწმებაც. ავადმყოფები, რომლებიც დიურეტიკულ მკურნალობას გადიან, აკლასტას გამოყენებამდე საჭიროა შესაბამისი რაოდენობის სითხის მიღება (ჰიდრაცია). აკლასტას ერთი დოზა 5 მგ არ უნდა აღემატებოდეს და ინფუზიის დრო სულ ცოტა 15 წუთი უნდა იყოს.

ავადმყოფები, რომელბმაც ახლო პერიოდში, დაცემის გამო ტრავმა მიიღეს და მენჯის ძვლების მოტეხილობა აქვთ, აკლასტას ინფუზია, მენჯის ძვლის რეკონსტრუქციული ქირურგიიდან სულ ცოტა 2 კვირის შემდეგ ანდა უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

მანამდე არსებული ჰიპოკალცემიის შემთხვევაში, აკლასტათი მკრუბალობის დაწყებამდე საჭიროა საკმარისი რაოდენობით კალციუმის და ვიტ.D მხარდამჭერი თერაპია. სხვა მეტაბოლური დარღვევებიც (მაგ. პარათიროიდული რეზერვის უკმარისობა, კალციუმის ნაწლავებში ცუდად შეწოვა) ეფექტური გზებით უნდა დარეგულირდეს. ექიმებმა, ასეთი მდგომარეობის მქონე ავადმყოფებში, კლინიკური დაკვირვების საჭიროებაზე უნდა იფიქრონ.

ძვლოვანი ქსოვილის მომატება, ძვლის პეჯეტის დაავადების ტიპიური დამახასიათებელი ნიშანია. ზოლედრონიკის მჟავის ძვლის ქსოვილის მიმართ მოქმედება სწრაფად იწყება, ამიტომ ზოგჯერ სიმპტომური, გარდამავალი ჰიპოკალცემია შეძლება გამოვლინდეს , რომელიც აკლასტას ინფუზიიდან პირელი 10 დღის განამვლობაში მაქსიმალურ დონეს აღწევს.

აკლასტას გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდირებულია საკმარისი რაოდენობით კალციუმის და ვიტ. D მიღება. გარდა ამისა, პეჯეტის დაავადების მქონე ავადმყოფებში, აკლასტას ინფუზიის შემდეგ სულ ცოტა 10 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდირებულია სულ ცოტა 500 მგ ელემენტალური კალციუმის შესაბამისი ოდენობით კალციუმის დანამატის დღეში 2-ჯერ მიღება. ავადმყოფები, ჰიპოკალცემიის სიმპტომების შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ და რისკის პერიოდში კლინიკური დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. პეჯეტის დაავადების მქონე ავადმყოფებში, აკლასტას ინფუზიამდე რეკომენდირებულია სისხლში კალციუმის დონის განსაზღვრა.

ავადმყოფები, რომლებმაც ახლო პერიოდში დაცემის შედეგად ტრავმა მიიღეს და მენჯის ძვლების მოტეხილობა განუვითარდათ, აკლასტას პირველ ინფუზიამდე რეკომენდირებულია ორალური (პირის ) გზით ანდა ინტრამუსკულარულად 50.000 დ ან 125.000 სე ვიტ. D დარტყმითი დოზის მიცემა.

აკლასტას მომზადება და გამოყენება:

აკლასტა 5 მგ -გამოყენებისთვის მზა ხსნარია.
ერთჯერადი გამოყენებისთვისაა. გამოუყენებელი ხსნარი გადაგდებული უნდა იქნას. გამოყენებული უნდა იქნას ხსნარი, რომელიც არის გამჭვირვალე, ნაწილაკებს არ შეიცავს და ფერი შეცვლილი არ არის. აკლასტა, სხვა წამლებს არ უნდა შეურიოთ და ერთდროულად სხვა წამლებთან ერთად ინტრავენურად არ უნდა შეიყვანოთ. აკლასტას ინფუზია, ხვრელიანი საინფუზიო სისტემის გზით და ინფუზიის მყარი სიჩქარით უნდა განხორციელდეს. ინფუზიის დრო 15 წუთზე ნაკლები არ უნდა იყოს. აკლასტას, კალციუმის შემცველ ნებისმიერი ხსნართან კონტაქტი დაუშვებელია. თუ, მაცივარში ინახება, გამოყენებამდე ოთახის ტემპერატურამდე უნდა იქნას დაყვანილი. მომზადების დროს ასეპტიკური ტექნიკა დაცულიუნდა იყოს. ინფუზია აუცილებლად სამედიცინო სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს.

აკლასტას შენახვა:

აკლასტა, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
აკლასტა, პრეპარატის კოლოფის და ფლაკონის ზედაპირზე აღნიშნული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ არ გამოიყენოთ.
გაუხსნელი ფლაკონები <250 C ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.
მიკრობული კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით, ფლაკონი, გახსნის შემდეგ მაშინვე გამოყენებული უნდა იქნას. თუ, პრეპარატი მაშინვე არ იქნება გამოყენებული, გამოყენებისას შენახვის ვადა და გამოყენებამდე პირობების დაცვის პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკუთვნის და ნორმაში ეს დრო 20 C - 80 C შორის 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. მაცივარში შენახული ხსნარი გამოყენებამდე ოთახის ტემპერატურამდე უნდა იქნას დაყვანილი.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy