Axuridin - აქსურიდინი 30 კაფსულა
ჩვენებები: უზრუნველყოფს დაზიანებული ნერვული ბოჭკოების სწრაფი რეგენერაციის პროცესს, ნერვული გამტარობის აღდგენას.
აქსურიდინი
საკვები დანამატი
30 კაფსულა
სპეციალურად შერჩეული კომბინაცია ნეიროტროპული ნივთიერებების. B ჯგუფის ვიტამინები (B1, B6, B12), ფოლიუმის მჟავა და ნუკლეოტიდი (ურიდინ მონოფოსფატი) რომელიც მნიშვნელოვანია ნერვული ბოჭკოების აღდგენისთვის, ნერვული გამტარობის გასაუმჯობესებლად,
აქსურიდინი
ყოველი კაფსულა შეიცავს
ურიდინის მონოფოსფატი | 50 | მგ. | |
ვიტამინი B12 | 3 | მგ. | 120%* |
ვიტამინი B1 | 2 | მგ. | 182%* |
ვიტამინი B6 | 3 | მგ. | 214%* |
ფოლიუმის მჟავა | 300 | მგ. | 150%* |
აქსურიდინი-ს კომპონენტები ხელს უწყობენ პერიფერიული ნერვული ბოჭკოების აღდგენას და ნერვული სისტემის რეგენერირებას.
პროდუქტის თვისებები
განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით:
ურიდინის მონოფოსფატი - ყველაზე მნიშვნელოვანი ნუკლეოტიდი, რომელიც აუცილებელია ნერვულ ქსოვილში მეტაბოლური პროცესების შესანარჩუნებლად და ნერვული ღეროს მიელინური გარსის ფორმირებისთვის. უზრუნველყოფს ნერვულ უჯრედებში ფერმენტების ადექვატურ მიწოდებას, ასტიმულირებს უჯრედების გაყოფას, სასიცოცხლო აქტივობას. პერიფერიული ნერვების რეგენერაციას.
B ჯგუფის ვიტამინები
აქტიურ მონაწილეობას იღებს ბიოქიმიურ პროცესებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის სხვადასხვა სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B1 (თიამინი) ფუნდამენტურ როლს ასრულებს ორგანიზმში ენერგიის გამომუშავებაში, მონაწილეობს ნერვული უჯრედების მემბრანების მშენებლობაში. ეხმარება ნერვული ქსოვილის რეგენერაციის პროცესს.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. აჩქარებს რეგენერაციულ პროცესებს ნერვულ ქსოვილში.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების მეტაბოლიზმში, ნერვულ ფუნქციასა და დნმ-ის წარმოებაში. ვიტამინი B12 აუცილებელია ნეირონების მიელინის გარსის შესანარჩუნებლად.
ფოლიუმის მჟავა
გადამწყვეტია ტვინის სწორი ფუნქციონირებისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. B6 და B12 ვიტამინებთან ერთად აკონტროლებს ამინომჟავის ჰომოცისტეინის დონეს სისხლში.
აქსურიდინი უზრუნველყოფს:
დაზიანებული ნერვული ბოჭკოების სწრაფი რეგენერაციის პროცესს
ნერვული გამტარობის აღდგენას
კუნთოვანი დისკომფორტის შემცირება : ხერხემლის კისრის,გულმკერდის წელის არეში.
აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, თავის ტვინისა და პერიფერიულ ნერვულ ქსოვილში.
აუმჯობესებს თავის ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს (მეხსიერება, ყურადღება)
მიღების წესი და დოზირება:
კაფსულები
მოზრდილები : 1 კაფ. х 1 ჯერ დღეში . მკურნალობის კურსი შეადგენს 4-8 კვირას
გვერდითი მოვლენები:
არ არის აღწერილი. თუ შეამჩნევთ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ რაიმე ნიშანს, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
საკვებ დანამატში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
საკვები დანამატის მიღება ორსულ და მეძუძურ ქალებში წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა მისი მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა იმ შემთხვევაში, თუ დედის მკურნალობით მოსალოდნელი სარგებელი ჭარბობს ბავშვისადმი რისკს.
ჭარბი დოზირება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი.
შენახვის პირობები და ვადები:
საკვები დანამატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
UNIPRO Sp. z o.o.
Targowisko 553, 32-015 Kłaj, პოლონეთი
იმპორტირებულია საქართველოში IM PLUS PHARMA-ს მიერ
Units | 30 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account