Bonvinner Ca - ბონვინერი Ca 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 53,12 ლ რეგულარული ფასი 72,77 ლ
მარაგშია
SKU
78607_2212

ჩვენებები: კალციუმისა და D3-ის დეფიციტი, ოსტეოპოროზის და მისი გართულების  პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.

ბონვინერი Ca

 №60 საღეჭი ტაბლეტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

Caკალციუმი 400მგ (კალციუმის კარბონატის სახით 1000მგ)

Mg მაგნიუმი 150მგ (მაგნიუმის ჰიდროქსიდის სახით 372მგ)

Zn თუთია 5მგ (თუთიის სულფატის სახით 22მგ)

ვიტამინი D3 10 მკგ (ქოლეკალციფეროლის სახით 400IU)

ფარმაკოლოგიური თვისებები


ბონვინერი Ca წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაშიც არსებულიკალციუმის, მაგნიუმის, თუთიის და ვიტამინი D3 კომბინაცია უზრუნველყოფს კალციუმის მაქსიმალურ და სწორ ათვისებას.

კალციუმი, მაგნიუმი და თუთია ორგანიზმისთვის აუცილებელი 3 მინერალია. ისინი მოქმედებენ სინერგიულად. მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორივე ელემენტი მონაწილეობს კუნთის შეკუმშვასა და რელაქსაციაში.

კალციუმი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის და კბილის ემალის ფორმირებაში. მიუხედევად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის.

მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას. მაგნიუმი აუცილებელია ოსტეოპოროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისათვის. მაგნიუმი ამცირებს ქვების ფორმირებას თირკმლებში, ქონდროკალცინოზს და სახსარში კალციუმის დეპოზიტების რისკს.

მაგნიუმის დეფიციტი იწვევს პარათჰორმონის დონის შემცირებას, რაც თავის მხრივ კალციუმის დეფიციტის და ჰიპოკალცემიის მიზეზი შეიძლება გახდეს. მაგნიუმს ახასიათებს სტრესის საწინააღმდეგო, სედატიური ეფექტი, უზრუნველყოფს ძილის მოწესრიგებას, ხელს უწყობს სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურის აღდგენას, სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს, მაგნიუმის დეფიციტმა ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს თვითნებური აბორტი.

თუთია მნიშვნელოვანი ელემენტია ძვლის ფორმირებისთვის და ძვლის სტრუქტურის სიმტკიცისთვის. თუთია აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლისა და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია ცილების სინთეზისთვის და კოლაგენის ფორმირებისთვის, აუმჯობესებს იმუნური სისტემის დაცვით ფუნქციას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. თუთია წარმოადგენს ინსულინისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფერმენტების ძირითად კომპონენტს და აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.

თუთია მნიშვნელოვანი კოფაქტორია უჯრედების ზრდის, დაყოფის, მრავალი ფერმენტის სინთეზის პროცესში, ასევე იგი მონაწილეობს დნმ-ის და რნმ-ის სინთეზში. ორსულობის დროს  თუთიის დეფიციტს უკავშირდება ბევრი გართულება, მათ შორის ნაყოფის სიმახინჯეები და წონის დეფიციტი. თუთია აუცილებელია იმისათვის , რომ წარმოიქმნას ცილის მატრიცა, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში.

ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას  ნაწლავებიდან და რეაბსორბციას თირკმლებიდან.

ვიტამინი D3 ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციის პროცესს და ძვლოვანი მასის გაზრდას, სისხლში კალციუმის საკმარისი რაოდენობის შენარჩუნებას, ენდოკრინული, რეპროდუქციული და ნერვ-კუნთოვანი სისტემის გამართულ მუშაობას.

ჩვენებები:

სტეროიდებისა და სხვა ჰორმონალური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება
კალციუმისა და D3-ის დეფიციტი
ოსტეოპოროზის (მენოპაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი
ძვლოვანი ქსოვილის პოსტტრავმული რეგენერაცია
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა
 დოზირებადა მიღების წესი :

12 წლის ზემოთ და მოზრდილები:  1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ოსტეოპოროზის საპროფილაქტიკოდ: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 3 თვე,

წელიწადში 1-2-ჯერ.

ოსტეოპოროზის სამკურნალოდ: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, არანაკლებ 6 თვე.

ბავშვები (4-12წ) : 1 ტაბლეტი დღეში.

მიიღება ჭამის დროს ან შემდეგ.

თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში: თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობისას არ გამოიყენება.

აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: Aktif Farma, თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს ,,ჯორჯიან რემედი ლიმიტედ“

 

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy