Calmosine - კალმოზინი რძის მომყვანი სიროფი 14 საშეტი

განსაკუთრებული ფასი 36,19 ლ რეგულარული ფასი 50,26 ლ
მარაგშია
SKU
79547_3187

გამოყენების რეკომენდაციები: 

რძის ნაკლეობა მეძუძურ დედებში, ლაქტაციის სტიმულირების საჭიროება.

Calmosine Breastfeeding

კალმოზინი რძის მომყვანი

საკვები დანამატი

 

დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე!

არ შეიცავს ქიმიურ არომატიზატორებს!

არ შეიცავს კონსერვანტებს!

არ შეიცავს შაქარს!

 

შემადგენლობა: ერთი დოზა (ერთი 10 მლ._იანი პაკეტი) შეიცავს შემდეგ კომპონენტებს

ტრიგონელას თესლის ექსტრაქტი (Trigonella Foenum-Graecum) 1500 მგ., პასიფლორა (Passiflora Incarnata) 1000 მგ., ასკილის ვარდი (Rosa Canina) 500 მგ., ბიოტინი (ვიტამინი B8) 7,5 მკგ., მაგნიუმი 56,50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, მცენარეული გლიცერინი, გლიცეროფოსფატი, ლიმონმჟავა.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კალმოზინი რძის მომყვანი _ ეს არის უნიკალური, კომბინირებული, ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას მეძუძურ დედებში. ტრიგონელას ექსტრაქტი აძლიერებს რძის წარმოქმნას და ხელს უწყობს ლაქტაციის შენარჩუნებას. პასიფლორა გამოირჩევა ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედებით. ასკილის ვარდი მდიდარია C ვიტამინით, კაროტინით, ესენციური ეთერზეთებით. აუმჯობესებს რძის წარმოქმნას და უზრუნველყოფს ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას. ბიოტინი წყალში ხსნადი B8 ვიტამინია, რომელიც მეძუძურ დედას იცავს თმის ცვენისგან, ასევე, უნარჩუნებს კანს ჯანმრთელობას, ელასტიურობას, სიმკვრივეს. მაგნიუმი ეფექტურად ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს და ეხმარება მეძუძურ ქალს ენერგიის აღდგენაში.

გამოყენების რეკომენდაციები: რძის ნაკლეობა მეძუძურ დედებში, ლაქტაციის სტიმულირების საჭიროება.

გამოყენების წესი: მიიღება 2 საშეტი (პაკეტი) დღეში. რეკომენდებულია საშეტის შიგთავსის განზავება წყალში. მიიღება მთელი ლაქტაციის განმავლობაში, საჭიროებისამებრ.

პროდუქტის მიღების პარალელურად რეკომენდებულია წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები: პროდუქტი გახსნამდე ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გახსნის შემდგომ ინახება მაცივარში, +8 °C_დან  +15 °C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: სიროფი საშეტში (პაკეტში). შეფუთვაშია N14 საშეტი.

მწარმოებელი: Laboratories Laudavie, საფრანგეთი.

მეტი ინფორაცია
Units 14
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy