Coriva - კორივა საინჰალაციო ფხვნილი 18მკ და 30 კაფსულა
ჩვენება:კორივა ეხმარება ადამიანებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით ისუნთქონ უფრო ადვილად ,ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და აადვილებს ჰაერის შეღწევას და გამოსვლას ფილტვებში,
კორივა 18 მკგ კაფსულა საინჰალაციო ფხვნილით
ეს წამალი გამოიყენება საინჰალაციოდ
· აქტიური სუბსტანციები: თიოტროპიუმის ბრომიდი
კორივას საინჰალაციო ფხვნილის თითოეული კაფსულა შეიცავს 18მკგ თიოტროპიუმის ეკვივალენტურ 21,66 მიკროგრამ თიოტროპიუმის ბრომიდს.
ინჰალაციის დროს ინჰალატორის მონოდოზური საინჰალაციო მოწყობილობის მუნდშტუკიდან გამოიყოფა 10 მიკროგრამი თიოტროპიუმი.
· ექსციპიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძიდან)
ყურადღებით წაიკითხეთ ყველაფერი ამ ფურცელ–ჩანართში, სანამ ამ პრეპარატს მიიღებთ, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას თქვენთვის. · შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. · თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს. · ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. · ამ მედიკამენტის გამოყენების დროს შეატყობინეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს, როდესაც მიხვალთ ექიმთან ან საავადმყოფოში. · ზუსტად მიჰყევით იმას, რაც მოცემულია ამ ჩანართში. არ გამოიყენოთ უფრო მაღალი ან დაბალი დოზები, გარდა თქვენთვის რეკომენდებული დოზისა. |
რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში:
1. რა არის კორივა და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ კორივას გამოყენებამდე?
3. როგორ გამოიყენება კორივა?
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
5. როგორ ინახება კორივა?
1. რა არის კორივა და რისთვის გამოიყენება?
კორივა შეიცავს თიოტროპიუმის ბრომიდის მონოჰიდრატს, პერორალური ინჰალაციისთვის შესაფერისი ფხვნილის ნაწილაკების სახით.
კორივა ბაზარზე წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 30 კაფსულას და სპეციალურად შემუშავებულ მონოდოზურ ინჰალატორს, კაფსულების გამოყენებისთვის.
• თიოტროპიუმი არის ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორი, რომელსაც კლინიკურ მედიცინაში ხშირად უწოდებენ ანტიქოლინერგულს. ის ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და აადვილებს ჰაერის შეღწევას და გამოსვლას ფილტვებში.
მასში შემავალი ლაქტოზა მიღებულია ძროხის რძიდან.
• კორივა ეხმარება ადამიანებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ისუნთქონ უფრო ადვილად. ფქოდ არის ფილტვის ხანგრძლივი დაავადება, რომელიც იწვევს ქოშინს და ხველას. ტერმინი ფქოდ გამოიყენება ქრონიკულ ბრონქიტთან და ემფიზემასთან დაკავშირებული მოვლენის აღსანიშნად. ვინაიდან ფქოდ არის ხანგრძლივი დაავადება, კორივა თქვენ უნდა გამოიყენოთ რეგულარულად და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც გაქვთ ქოშინის პრობლემები ან ფქოდ-ის სხვა სიმპტომები.
კორივას რეგულარული გამოყენება ასევე სასარგებლოა ქოშინის გახანგრძლივებული პერიოდის დროს, თქვენი დაავადების მიხედვით. ეს გეხმარებათ იყოთ უფრო დიდხანს აქტიური. კორივას ყოველდღიური გამოყენება ასევე ხელს უწყობს ხანმოკლე გაუარესების თავიდან აცილებას (გამწვავება/შეტევა), რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში ფქოდ-ის სიმპტომების დროს.
როდესაც კორივა შეიყვანება ინჰალაციის გზით, მას აქვს ადგილობრივი შერჩევითი ეფექტი ბრონქებზე. თიოტროპიუმის ინჰალაციის შემდეგ გამოვლენილი ბრონქოდილაცია ძირითადად ძირითადად წარმოადგენს ლოკალურ (სასუნთქ გზებზე) და არა სისტემურ ეფექტს, რომელიც ეხება მთელ სხეულს.
რეგულარულად გამოყენებისას კორივა ამცირებს შეტევების სიხშირეს და აუმჯობესებს სიმპტომებს და ცხოვრების ხარისხს ზომიერი და მძიმე ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) შემთხვევებში.
ამ წამლის ეფექტი გრძელდება 24 საათი, ამიტომ საჭიროა მხოლოდ დღეში ერთხელ გამოყენება. კორივას სწორი გამოყენებისთვის, გთხოვთ, იხილოთ ნაწილი "3. როგორ გამოიყენება კორივა?" და გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია ამ პაციენტის საინფორმაციო ჩანართის უკანა გვერდზე.
2. რა უნდა იცოდეთ კორივას გამოყენებამდე?
არ გამოიყენოთ კორივა;
თუ;
· თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) თიოტროპიუმის ან ლაქტოზაზე; შეიცავს რძის ლაქტოზის პროტეინს;
· თქვენ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ატროპინის ან ატროპინის მსგავსი საშუალებების მიმართ, როგორიცაა იპრატროპიუმი ან ოქსიტროპიუმი.
· თქვენ ხართ 18 წელხე უმცროსი ასაკის.
ფრთხილად გამოიყენეთ კორივა შემდეგ შემთხვევებში
• კორივა არის თქვენი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) ხანგრძლივი შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის. ის არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამაშველო საშუალება უეცარი ქოშინისთვის ან ხიხინისტვის (მწვავე ბრონქოსპაზმის ეპიზოდები).
• უეცარი ალერგიული მოვლენები, როგორიცაა გამონაყარი, შეშუპება, კანის ქავილი, ხიხინი ან სუნთქვის შეუძლებლობა შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად კორივას მიღების შემდეგ. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• თუ გაქვთ ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (თვალის წნევის) ან თუ გიჭირთ შარდვა პროსტატის ან შარდის ბუშტის პრობლემების გამო, კორივამ შეიძლება გამოიწვიოს ამ გამოვლინების გაუარესება. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
• ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.
• ინჰალაციის დროს გამოყენებულმა პრეპარატებმა, როგორიცაა კორივა, შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდში შებოჭილობა, ხველა, ხიხინი ან სუნთქვის გაზნელება ინჰალაციის შემდეგ. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• ფრთხილად უნდა იყოთ, რომ საინჰალაციო ფხვნილი არ მოხვდეს თვალში. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ვიწროკუთხოვანი გლაუკომის (თვალის წნევა), თვალის დაავადების გაჩენას ან გამწვავებას, თუ ასეთი გამოვლინება არსებობს. თვალის ტკივილი ან დისკომფორტი თვალების სიწითლით, ბუნდოვანი მხედველობით, სინათლის ირგვლივ ორეოლებით ან ფერადი გამოსახულებით შეიძლება იყოს მწვავე ვიწროკუთხოვანი გლაუკომის სიმპტომები. თვალის ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება. თუ ვიწროკუთხოვანი გლაუკომის სიმპტომები გამოვლინდება, უნდა შეწყვიტოთ თიოტროპიუმის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, სასურველია ოფთალმოლოგს.
• ანტიქოლინერგული საშუალებებით მკურნალობისას გამოვლენილმა პირის ღრუს სიმშრალემ შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვიოს სტომატოლოგიური კარიესი. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ პირის ღრუს ჰიგიენას.
• გთხოვთ, გაესაუბრეთ ექიმს, თუ გქონდათ გულის შეტევა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ან თუ გქონდათ სიცოცხლისათვის საშიში/არასტაბილური გულისცემის რითმის დარღვევა, ან თუ გქონდათ გულის მძიმე უკმარისობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გადაწყვიტოთ შეგიძლიათ თუ არა კორივას გამოყენება.
• არ გამოიყენოთ კორივა დღეში ერთ ჯერზე მეტად.
• თქვენ უნდა ისწავლოთ კორივას სწორად გამოყენება.
• გამოიყენეთ კორივა მხოლოდ საკუთარი სპეციალური ინჰალატორით.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გავრცელდება თქვენზე, თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.
კორივას გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად
ვინაიდან კორივა არის ინჰალაციის გზით მისაღები პრეპარატი, მასზე გავლენას არ ახდენს საკვები და სასმელები. ამასთან, პრეპარატის გამოყენებისას არ შეიძლება ერთდროულად საკვების ან სასმელის მიღება.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ეს წამალი ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი სპეციალურად არ გირჩევთ. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ეს წამალი ბავშვის ძუძუთი კვების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი სპეციალურად გირჩევთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ისეთი ეფექტების გამოვლენამ, როგორიცაა თავბრუსხვევა, ბუნდოვანი მხედველობა და თავის ტკივილი, შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ასეთ შემთხვევაში, მოერიდეთ საქმიანობას, რომელიც მოითხოვს გონებრივ სიცხადეს, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმების გამოყენება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორივას ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
დღეში ერთი კაფსულის რეკომენდირებული დოზის სახით მიღებული ყოველი დოზა გამოყოფს 12,478 მგ-მდე ლაქტოზას (მიღებული ძროხის რძიდან). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (თქვენი ორგანიზმი ინტოლერანტულია) ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა მედიკამენტები და კორივა
თუ იყენებთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა იპრატროპიუმი ან ოქსიტროპიუმი თქვენი ფილტვის დაავადებისთვის, ან თუ იყენებდით მათ ცოტა ხნის წინ, აცნობეთ ექიმს.
არ არის მოხსენებული კონკრეტული გვერდითი ეფექტები კორივას გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება ფქოდ-ის სამკურნალოდ. ინჰალაციის გზით გამოყენებული სამაშველო მედიკამენტები (მაგ. სალბუტამოლი), მეთილქსანტინები (მაგ. თეოფილინი) და სტეროიდები, რომლებიც მიიიღება პერორალურად ან ინჰალაციის გზით (მაგ. პრედნიზოლონი) მიეკუთვნება ამ პრეპარატებს.
თუ ამჟამად იყენებთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, ან თუ იყენებდით მათ ახლახან, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ
3. როგორ გამოიყენება კორივა?
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისათვის და დოზის/მიღების სიხშირე:
მოზრდილები / ხანდაზმულები
გაითვალისწინეთ ექიმის მითითებები იმის შესახებ, თუ როდის და როგორ მიიღოთ თქვენი წამალი. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
იზრუნეთ, რომ გამოიყენოთ კაფსულა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კორივა ეფექტურია 24 საათის განმავლობაში.
მიღების გზა და მეთოდი:
რეკომენდებული დოზაა ორალური ინჰალაცია დღეში 1 კაფსულით (18 მიკროგრამი თიოტროპიუმი) შემცველობით. არ მიიღოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი.
არ გადაყლაპოთ კაფსულები.
ინჰალატორი, რომელშიც ჩაუშვებთ კორივას კაფსულას, წარმოქმნის ხვრელებს კაფსულაში და საშუალებას გაძლევთ შეისუნთქოთ ფხვნილი. არ გაიმეოროთ პირსინგი ერთზე მეტჯერ. ამან შეიძლება გამოიწვიოს კაფსულის გახეთქვა და მისი ინჰალაცია.
თქვენი ინჰალატორი უნდა იყოს თქვენთან და უნდა ისწავლოთ მისი სწორად გამოყენება. ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია პაციენტის ამ საინფორმაციო ჩანარტის უკანა მხარეს.
არ ჩაბეროთ ინჰალატორში.
თუ ინჰალატორის გამოყენებისას რაიმე პრობლემა შეგექმნათ, ჰკითხეთ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, გაჩვენონ თუ როგორ მუშაობს მოწყობილობა.
სიფრთხილეა საჭირო კორივას გამოყენებისას, რომ ფხვნილი არ მოხვდეს თვალებში. თუ ფხვნილი მოხვდება თვალებში, შესაძლებელია მხედველობის დაბინდვა, თვალების ტკივილი ან/და სიწითლე. ასეთ შემთხვევაში თვალები დაუყოვნებლად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ ექიმს, თუ კიდევ რა უნდა გააკეთოთ.
თუ გრძნობთ, რომ სუნთქვა უარესდება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში: კორივა არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში, რადგან არ არსებობს გამოცდილება.
გამოყენება ხანდაზმულებში: კორივა შეიძლება გამოყენებულ იქნას რეკომენდებული დოზებით ხანდაზმულებში ნორმალურად მომუშავე თირკმელებით.
გამოყენების სპეციალური პირობები:
თირკმლის უკმარისობა: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კორივა რეკომენდებული დოზებით. ამასთან, ისევე როგორც ყველა მედიკამენტი, რომლებიც გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით, საჭიროებს მკაცრ კონტროლს კორივას გამოყენებისას პაციენტებში თირკმლების საშუალო და მძიმე უკმარისობით.
ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებს შეუძლიათ გამოიყენონ კორივა რეკომენდებული დოზებით.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კორივას მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი კორივა, ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი კორივა, ვიდრე საჭიროა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დღეში ერთზე მეტი კაფსულა შეისუნთქეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, როგორიცაა პირის სიმშრალე, ყაბზობა, შარდვის გაძნელება, გულისცემის გახშირება ან მხედველობის დაბინდვა.
თუ დაგავიწყდათ კორივას გამოყენება
თუ თქვენ დაგავიწყდათ დოზის მიღება, გამოიყენეთ მედიკამენტი გახსენებისთანავე დღის განმავლობაში. ამასთან, არ მიიღოთ ორი დოზა ერთდროულად ერთსა და იმავე დროს ან ერთ დღეში. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს კორივათი მკურნალობის შეწყვეტისას
კორივას მიღების შეწყვეტამდე უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
თუ შეწყვეტთ კორივას მიღებას, ფქოდ–ის სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.
თუ ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაქვთ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები კორივაში შემავალი ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში. თუმცა, ეს არ ხდება ყველა პაციენტში.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოგივლინდათ, შეწყვიტეთ კორივას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ეწვიეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
კორივას მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რომლებსაც აქვთ სერიოზული გვერდითი ეფექტები და იწვევენ სახისა და ყელის შეშუპებას (ანგიოედემა) ან სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს (არტერიული წნევის უეცარი შემცირება ან თავბრუსხვევა), რომლებიც შეიძლება განვითარდეს ინდივიდუალურად ან მძიმე ალერგიული რეაქციის გამოვლინების შემადგენლობაში (ანაფილაქსიური რეაქცია). გარდა ამისა, როგორც ინჰალაციის დროს გამოყენებული ყველა პრეპარატის შემთხვევაში, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მოულოდნელი გულმკერდში მოჭერა, ხველა, ხიხინი ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი) ინჰალაციის შემდეგ დაუყიოვნებლივ.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ გვერდითი ეფექტებიდან, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგია კორივას მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათად ვლინდება.
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: ვლინდება 1-ზე მეტ პაციენტში 10-დან.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1 პაციენტში 10–დან.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 1 პაციენტში 100–დან.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1 პაციენტში 1.000–დან.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1 პაციენტში 10.000–დან.
უცნობი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით.
შემდეგი გვერდითი ეფექტები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ამ პრეპარატს და მოცემულია მათი სიხშირის მიხედვით:
ხშირი:
- პირის სიმშრალე
არახშირი:
- თავბრუსხვევა
- თავის ტკივილი
- გემოვნების დარღვევები
- დაბინდული მხედველობა
- გულისცემის არარეგულარული რიტმი (წინაგულების ფიბრილაცია)
- ყელის ანთება (ფარინგიტი)
- აფონია
- ხველა
- რეფლუქსი
- ყაბზობა
- სოკოვანი ინფექცია პირის ღრუსა და ყელში
- გამონაყარი
- შარდვის გაძნელება
- მტკივნეული შარდვა
იშვიათი:
- ძილის სირთულე
- თვალის სიწითლესთან დაკავშირებული შუქების გარშემო ორეოლების ან ფერადი გამოსახულებების დანახვა (გლაუკომა)
- მაღალი მაჩვენებლები თვალის წნევის გაზომვისას
- გულის რითმის დარღვევა (პარკუჭოვანი ტაქიკარდია)
- არარეგულარული გულისცემა (ტაქიკარდია)
- გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია)
- ხველა, ხიხინი ან სუნთქვის შეუძლებლობა, გულმკერდში მოჭერა უშუალოდ ინჰალაციის შემდეგ (ბრონქოსპაზმი)
- ცხვირიდან სისხლდენა
- ხორხის ანთება (ლარინგიტი)
- წიაღების ანთება (სინუსიტი)
- ნაწლავის გაუვალობა ან დეფეკაციის არარსებობა
- ღრძილების ანთება
- ენის ანთება
- ყლაპვის სირთულე
- პირის ღრუს ანთება
- გულისრევა
- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის მოულოდნელად განვითარებული
- სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანგიოედემა), რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას
- ჭინჭრის ციება
- ქავილი
- საშარდე გზების ინფექცია
უცნობი:
- სხეულიდან წყლის გამოდევნა
- კბილისკარიესი
- მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია)
- ინფექციები ან წყლულები კანზე
- კანის სიმშრალე
- სახსრების შეშუპება
თუ გამოვლინდება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც ჩამოთვლილია ან არ არის გამოყენების ინსტრუქციაში.
5. როგორ ინახება კორივა
შეინახეთ კორივა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°С ქვემოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ კორივა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
„არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას“.
ვადის გასვლის თარიღი ეხება თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ ის მედიკამენტები, რომლებიც აღარ არის საჭირო. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
თუ შეამჩნევთ პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე დეფექტს, არ გამოიყენოთ კორივა.
მონოდოზური ინჰალატორის გამოყენების ინსტრუქცია
გამოყენებამდე წაიკითხეთ ეს ჩანართი და მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ტექსტებსა და მითითებებს სურათებში. თქვენი ექიმი, ფარმაცევტი ან მედდა გაჩვენებთ, თუ როგორ გამოიყენოთ კორივა სწორად.
1- მოხსენით თავსახური ინჰალატორს
2- ერთი ხელით ინჰალატორის ფუძის დაჭერისას მეორე ხელით გახსენით მუნდშტუკი მისი მოტრიალებით ისრის მიმართულებით.
3- დარწმუნდით, რომ თქვენი თითები მთლიანად მშრალია. ამოიღეთ კაფსულა შეფუთვიდან და მოათავსეთ იგი კაფსულის განყოფილებაში მოწყობილობის ძირში. მნიშვნელოვანია კაფსულების ამოღება მათი შეფუთვიდან გამოყენებამდე.
მნიშვნელოვანია: არ ჩადოთ კაფსულა მუნდშტუკში.
4- დააბრუნეთ მუნდშტუკი დახურულ მდგომარეობაში, სანამ არ გაიგონებთ "დაწკაპუნების" ხმას.
5- ფხვნილის კაფსულიდან გასათავისუფლებლად:
• დაიჭირეთ მოწყობილობა ვერტიკალურად (მუნდშტუკით ზემოთ)
• დააჭირეთ და აუშვით ორ გვერდით ჩამკეტს (ღილაკბს) ერთდროულად და მხოლოდ ერთხელ. ამგვარად, თქვენ გახვრიტეთ კაფსულა მოწყობილობაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ამ ეტაპზე ჟელატინის კაფსულა შეიძლება დაიშალოს და ინჰალაციის დროს ჟელატინის პატარა ნაჭრები შეიძლება მოხვდეს პირში ან ყელში. მაგრამ რადგან ჟელატინი საკვებად ვარგისია, ის უვნებელია.
6- ღრმად ამოისუნთქეთ.
7- ჩაიდეთ პირში მუნდშტუკი და თავი ოდნავ უკან გადახარეთ. მჭიდროდ მოუჭირეთ მუნდშტუკს ტუჩები. ისუნთქეთ რაც შეიძლება სწრაფად, უყოყმანოდ და რაც შეიძლება ღრმად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ინჰალაციის დროს კაფსულა ვიბრირებს კაფსულის კამერაში და წარმოიქმნება ხმა (ზუზუნი). თუ ეს ხმა არ გესმით, შეამოწმეთ, ხომ არ არის კაფსულა გაჩხერილი კაფსულის განყოფილებაში. ამ შემთხვევაში გახსენით მოწყობილობა და გაგაანთავისუფლეთ კაფსულა მის განყოფილებაში გადაადგილებით. შემდეგ გაიმეორეთ ნაბიჯი 7. არ დააჭიროთ ღილაკებს განმეორებით კაფსულის გათავისუფლების მიზნით.
8- მოწყობილობით შესუნთქვის შემდეგ რაც შეიძლება დიდხანს შეიკავეთ სუნთქვა და გამოიღეთ მოწყობილობა პირიდან. შემდეგ ამოისუნთქეთ ცხვირით. გახსენით კაფსულის განყოფილება და შეამოწმეთ, დარჩა თუ არა კაფსულაში ფხვნილი. თუ კი, გაიმეორეთ ნაბიჯები 6-8.
9- გამოყენების შემდეგ, ამოიღეთ და გადააგდეთ ცარიელი კაფსულა. გაიმეორეთ იგივე პროცედურა სხვა კაფსულისთვის თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
მოწყობილობის გაწმენდა
გაწმინდეთ მუნდშტუკი და კამერა მშრალი, სუფთა ქსოვილით, ფხვნილის ნარჩენების მოსაშორებლად. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნას სუფთა რბილი ჯაგრისიც.
არ გამოიყენოთ წყალი მოწყობილობის გასაწმენდად.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account