Jelly Vit - ჟელი-ვიტი 250მგ 50 საღეჭი ტაბლეტი GMP

განსაკუთრებული ფასი 29,10 ლ რეგულარული ფასი 41,95 ლ
მარაგშია
SKU
54371_2090

ჩვენება:ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, დაღლილობა, მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება

დანიშნულება:

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი სპეციალურად ბავშვებისათვის. სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით.

დაგიცავთ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტისაგან
მოგიხსნით დაღლილობასა და გაგიუმჯობესებთ გუნება-განწყობას
გაგიძლიერებთ იმუნიტეტს
გაგიუმჯობესებთ მეხსიერებასა და კონცენტრაციის უნარს

შემადგენლობა:

C ვიტამინი (40 მგ) - ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

D ვიტამინი (2.5 მკგ) - არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, იცავს ძვლოვან ქსოვილებს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობებისაგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას

A ვიტამინი (400 მკგ) - მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას

ვიტამინი B 6 (0.7 მგ), B 12 (0.5 მკგ) და ნიკოტინის მჟავა (8 მგ) - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მადის გაუმჯობესებას, ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს კონცენტრაციასა და მეხსიერებას

E ვიტამინი 6 მილიგრამი - აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია

ბიოტინი (25 მკგ) - ხელს უწყობს თმის, კანისა და ფრჩხილების სილამაზეს

პანტოთენის მჟავა (3 მგ) და ფოლის მჟავა (100 მკგ) - ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას და გონებრივ განვითარებას

ცინკი (1.5 მგ) - მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაში. აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის

სელენი (27.5 მკგ) - დაკავშირებულია ყველა ორგანოს, ქსოვილების და სისტემების ნორმალურ ცხოველქმედებასთან.

რა დროს მივიღოთ?

ჰიპოვიტამინოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს
ბავშვებში გადაღლა, მაღალი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა
გადატანილი დაავადებების შემდეგ რეკონვალესცენციის მდგომარეობები
უმადობა, არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება
მომატებული ფიზიკური დატვირთვა
ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ
კომპლექსურ თერაპიაში

დოზირება:

4- 6 წელი - 1 ჟელიბონი დღეში

7-12 წელი - 2 ჟელიბონი დღეში

12 წლის ზევით - 2-8 ჟელიბონი დღეში.

მეტი ინფორაცია
Units 50
Form კაფ TEMP
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy