Lidocaine - ლიდოკაინი 2% 2მლ 50 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 5,64 ლ რეგულარული ფასი 7,99 ლ
მარაგშია
SKU
79929_1554

ჩვენება: პრეპარატს იყენებენ ინფილტრაციული ანესთეზიისათვის ქირურგიაში; გამტარი და ტერმინალური ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში, ბრონქოსკოპიაში და სხვა ქირურგიული პროცედურების დროს. 

ATC კოდი: N01BB02 C01BB01
INN: Lidocain hydrochloride
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო, ანტიარითმული საშუალება.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: საინექციო ხსნარი ამპულებში. 1 მლ პრეპარატი შეიცავს 20მგ ლიდოკაინის ჰ/ქ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: წარმოადგენს ძლიერ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეებს, როგორიცაა: ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი ანესთეზია. გააჩნია გამოხატული ანტიარითმული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა: კუნთში შეყვანისას ხდება პრეპარატის პრაქტიკულად სრული ადსორბირება სწრაფი გადანაწილებით. პლაზმის ცილებთან დაკავშირება შეადგენს 60-80%. მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, აქტრიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. გამოიყოფა თირკმელებიდან ძირითადად მეტაბოლიტების სახით, 10% უცვლელი ფორმით.
ჩვენება: პრეპარატს იყენებენ ინფილტრაციული ანესთეზიისათვის ქირურგიაში; გამტარი და ტერმინალური ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში, ბრონქოსკოპიაში და სხვა ქირურგიული პროცედურების დროს. ანტიარითმული საშუალების სახით-სხვადასხვა გენეზის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის და პაროქსიზმული ტაქიკარდიის სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება: ინტრამუსკულური (ი/მ) ინექციები ადგილობრივი ანესთეზიისთვის. მაქსიმალური დოზა 300მგ/სთ (დაახლოებით 4,5 მგ/სთ კგ წონაზე). ქირურგიულ და სამეანო პრაქტიკაში, სტომატოლოგიაში, ყელ-ყურის პრაქტიკაში დოზირების რეჟიმს ადგენენ ინდივიდუალურად.
ინტრავენური (ი/ვ) ინექციების გზით გამოიყენება როგორც ანტიარითმიული საშუალება. საშუალო ერთჯერადი დოზა 1მგ/კგ წონაზე.
წინააღმდეგჩვენება: სინუსური კვანძის სისუსტე, ატრიოვენრტიკულური ბლოკადა, ძლიერი ბრადიკარდია, ღვიძლის მძიმე დაავადებები, მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, ტრემორი, იშვიათ შემთვევებში კრუნჩხვები, ენის დაბუჟება (სტომატოლოგიაში გამოყენების დროს).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტერიული წნევის აწევა ან დაწევა, ტაქიკარდია. ალერგიული რექციები: კანის გამონაყარი, დაფოთვლა, იშვიათ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის დაავადებების, დასუსტებული და ხანდაზმული ავადმყოფების შემთხვევებში.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებისას. ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ბარბიტურატები ამცირებენ, ხოლო ბეტა-ადრენობლოკატორები და მაო-ინჰიბიტორები აძლიერებენ ლიდოკაინის თერაპიულ ეფექტს.
საძილე და სედატიური პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე. მორფინთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს უკანასკნელის ანალგეზიურ ეფექტს.
პრენილამიდთან ერთდროული გამოყენება ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 2მლ 2% საინექციო ხსნარი ამპულაში. შეფუთვაში 50 ამპულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მეტი ინფორაცია
Units 50
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy