Meropenem - მეროპენემი 1გ 1 ფლაკონი
მეროპენემი 500 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
მეროპენემი 1 გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
მეროპენემი
პრეპარატის გამოყენებამდე ინსტრუქცია წაიკითხეთ ყურადღებით რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ჩანართში:
- რას წარმოადგენს მეროპენემი და რისთვის გამოიყენება იგი
- რა უნდა იცოდეთ მეროპენემის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება მეროპენემი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ შევინახოთ მეროპენემი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
- რას წარმოადგენს მეროპენემი და რისთვის გამოიყენება იგი.
მეროპენემი მიეკუთვნება კარბაპენემის ჯგუფის ანტიბიოტიკებს. იგი კლავს ბაქტერიებს, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული ინფექციების გამოწვევა.
- ინფექცია რომელიც გავლენას ახდენს ფილტვებზე (პნევმონია)
- ფილტვის და ბრონქიალური ინფექციები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კისტური ფიბროზი
- საშარდე გზების გართულებული ინეფქციები
- გართულებული ინფექცები მუცლის ღრუში
- ინფექციები რომლებიც შეიძლება შეგხვდეთ მშობიარობის დროს ან შემდეგ
- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები
- თავის ტვინის მწვავე ბაქტერიული ინფექცია (მენინგიტი).
მეროპენემის გამოყენება შეიძლება ნეიტროპენული ცხელების მქონე პაციენტებში, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.
მეროპენემის გამოყენება შეიძლება სისხლის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ზემოაღნიშნული ინფექციის ტიპთან.
- რა უნდა იცოდეთ მეროპენემის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ მეროპენემი თუ:
- ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) მეროპენემის ან მეროპენემის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია პუნქტში 6 სხვა ინფორმაცია).
- ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) სხვა ანტიბიოტიკების მიმართ როგორიც არის პენიცილინები, ცეფალოსპორინები ან კარბაპენემები, რადგან თქვენ ასევე შესაძლოა ალერგიული იყოთ მეროპენემის მიმართ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მეროპენემის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ:
- გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიც არის ღვიძლის ან თიკმლის პრობლემები.
- სხვა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ გქონდათ ძლიერი დიარეა.
ტესტი შეიძლება დადებითი იყოს (კუმბსის ტესტი), რაც მიუთითებს ანტისხეულების არსებობაზე და რამაც შეიძლება გაანადგუროს ერითროციტები. თქვენი ექიმი ამას თქვენთან ერთად განიხილავს.
მეროპენემის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ექთანს თუ არ ხართ დარწმუნებული აღგენიშნებათ თუ არა რომელიმე ჩამოთვლილთაგანი.
სხვა პრეპარატები და მეროპენემი
უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლებელია რომ მიიღოთ სხვა პრეპარატები.
ეს იმიტომ რომ მეროპენემმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე და ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მეროპენემზე.
კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს ან ექთანს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
- პრობენეციდი (გამოიყენება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ)
- ვალპროის მჟავა/ნატრიუმის ვალპროატი/ვალპრომიდი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).
მეროპენემი არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მან შეიძლება შეამციროს ნატრიუმის ვალპროატის მოქედება.
- პერორალური ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას. სასურველია რომ ორსულობის დროს მოერიდოთ მეროპენემის გამოყენებას. თქვენი ექიმი გადაწყვეტს გამოიყენოთ თუ არა მეროპენემი.
მეროპენემის მიღებამდე მნიშვნელოვანია რომ უთხრათ ექიმს თუ ხართ მეძუძური ან თუ აპირებთ ძუძუთი კვებას. ეს პრეპარატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. აქედან გამომდინარე, თქვენი ექიმი გადაწყვეტს გამოიყენოთ თუ არა მეროპენემი ძუძუთი კვების დროს.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება
კვლევები არ ჩატარებულა თუ რა გავლენას ახდენს ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, მეროპენემის გამოყენებასთან დაკავშირებულია თავის ტკივილი, კანზე ჩხვლეტა (პარესთეზია) და კუნთების უნებლიე მოძრაობა, რასაც მოჰყვება ადამიანის სხეულის სწრაფი და უკონტროლო კანკალი (კონვულსიები), რასაც ჩვეულებრივ ახლავს ცნობიერების დაკარგვა და ყოველივე მათგანმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომანქანის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
მეროპენემი შეიცავს ნატრიუმს.
მეროპენემი 500 მგ: ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 2.0 მ ნატრიუმის ექვივალენტს ყოველ 500 მგ დოზაზე, რაც გათვალსიწინებული უნდა იყოს პრეპარტის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე.
მეროპენემი 1.0 გ: ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 4.0 მ ნატრიუმის ექვივალენტს ყოველ 1.0 გ დოზაზე, რაც გათვალსიწინებული უნდა იყოს პრეპარტის დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე.
აცნობეთ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ გაქვთ ისეთი მდგომარეობა რაც საჭიროებს დაკვირვებას ნატრიუმის მიღებისას.
- როგორ გამოიყენება მეროპენემი
პრეპარატი გამოიყენეთ ყოველთვის თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
გამოყენება მოზრდილებში
- დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე რაც თქვენ გაქვთ, სხეულის რომელ ნაწილშია ინფექცია და რამდენად სერიოზულია ინფექცია. თქვენი ექიმი გადაწყვეტს რა დოზა გესაჭიროებათ.
- მოზრდილების ჩვეულებრივი დოზა არის 500 მგ-დან (მილიგრამი) 2 გ-მდე (გრამი). დოზა უნდა მიიღოთ ყოველ 8 საათში. თუმცა, თუ თქვენი თირკმელები ძალიან კარგად არ ფუნქციონირებენ, შეიძლება დოზა ნაკლები სიხშირით მიიღოთ.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
3 თვეზე მეტი ასაკის და 12 წლამდე ბავშვებისათვის დოზა განისაზღვრება ბავშვის ასაკის და წონის მიხედვით. მეროპენემის ჩვეულებრივი დოზა არის 10 მგ-დან 40 მგ-მდე ყოველ კილოგრამზე (კგ) რასაც ბავშვი იწონის. დოზა ჩვეულებრივ მიიღება ყოველ 8 საათში. 50 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში მიიღება მოზრდილების დოზა.
როგორ გამოიყენება მეროპენემი
- მეროპენემი გამოიყენება ინექციის ან ინფუზიის სახით დიდ ვენაში.
- თქვენი ექიმი ან ექთანი ჩვეულებრივად გაგიკეთებთ მეროპენემს.
- თუმცა, ზოგიერთ პაციენტს, მშობლებს ან მომვლელებს ასწავლიან სახლის პირობებში მეროპენემის გამოყენებას. ამ ჩანართში მოცემულია გამოყენების ინსტრუქცია (პუნტში „სახლის პირობებში მეროპენემის გამოყენება თქვენს მიერ ან სხვის მიერ“). მეროპენემი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.
- ინექციის შერევა ან დამატება არ უნდა მოხდეს სხვა პრეპარატების შემცველ ხსნარებთან.
- ინექციის გაკეთებას სჭირდება დაახლოებით 5 წუთი ან 15-დან 30 წუთამდე. ექიმი გეტყვით თუ როგორ გამოიყენოთ მეროპენემი.
- ინექცია უნდა გაიკეთოთ ერთი და იგივე დროს ყოველდღე.
თუ იყენებთ მეროპენემს საჭიროზე მეტ დოზას
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს თუ შემთხვევით იყენებთ დანიშნულ დოზაზე მეტს.
თუ დაგავიწყდათ მეროპენემის მიღება
ინექციის გამოტოვების შემთხვევაში, გაიკეთეთ ინექცია როგორც კი შესაძლებელი იქნება. თუმცა, თუ უკვე მომდევნო ინექციის დროა, მაშინ გამოტოვეთ გამორჩენილი დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი ინექცია ერთსა და იმავე დროს) გამოტოვებული დოზის შესავსებად.
თუ შეწყვეტთ მეროპენემის გამოყენებას
ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ შეწყვიტოთ მეროპენემის გამოყენება. ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
მსგავსად ყველა პრეპარატისა, მეროპენემმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
თუ შენიშნავთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან თუ მიიღებს სერიოზულ ხასიათს მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.
მძიმე ალერგიული რეაქციები
მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ მეროპენემის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგი მოვლენების უეცარ გამოვლენას:
- ძლიერი გამონაყარი, ქავილი ან გამონაყარი კანზე.
- სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება.
- ქოშინი, ხრიალი ან სუნთქვის გაძნელება.
ერითროციტების დაზიანება (უცნობია)
ნიშნები მოიცავს:
- ქოშინი როდესაც არ ელოდებით.
- წითელი ან ყავისფერი შარდი.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ ზემოაღნიშნულთაგან რომელიმეს.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ხშირი (შესაძლოა გავლენა იქონიოს 10 პაციენტიდან 1-მდე პაციენტში)
- მუცლის ტკივილი (კუჭი)
- გულისრევის შეგრძნება (გულისრევა)
- გულისრევა (ღებინება)
- დიარეა
- თავის ტკივილი
- გამონაყარი კანზე, კანის ქავილი
- ტკივილი და ანთება
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის მომატება (ვლინდება სისხლის ანალიზში)
- ცვლილება სისხლის ანალიზებში, მათ შორის ანალიზში, სადაც სჩანს ღვიძლის მუშაობა.
არახშირი (შესაძლოა გავლენა იქონიოს 100 პაციენტიდან 1-მდე პაციენტში)
- ცვლილება სისხლში. თრომბოციტების რაოდენობის შემცირების ჩათვლით (რის გამოც შესაძლოა სისხლჩაქცევები უფრო მარტივად გაჩნდეს), ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა, სხვა ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება და სუბსტანციის რაოდენობის მომატება სახელწოდებით „ბილირუბინი“. ექიმმა დრო და დროს შეიძლება გაგაკეთებინოთ სისხლის ანალიზები.
- ცვლილება სისხლის ანალიზებში, მათ შორის ის ანალიზები რომლებიც აჩვენებენ თუ რამდენად კარგად ფუნქიონირებს თქვენი თირკმელები.
- ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია).
- სოკოთი გამოწვეული (კანდიდოზური სტომატიტი) პირის ღრუს ან ვაგინალური ინფექციები.
- ნაწლავის ანთება დიარეათი.
- მეროპენემის ინექციის ადგილზე ვენების დაწყლულება.
- სხვა ცვლილებები სისხლში. სიმპტომებია: ხშირი ინფექციები, მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი. ექიმმა დრო და დროს შეიძლება გაგაკეთებინოთ სისხლის ანალიზები.
- უეცარი ძლიერი გამონაყარი კანზე, ბუშტუკები ან კანის აქერცვლა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მაღალ ტემპერატურასთან და სახსრების ტკივილთან.
იშვიათი (შესაძლოა გავლენა იქონიოს 1000 პაციენტიდან 1-მდე პაციენტში)
- კრუნჩხვები (კონვულსიები).
სიხშირე არ არის ცნობილი (არსებული მონაცემებით ვერ ხდება შეფასება)
მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, მათ შორის ცხელება, გამონაყარი კანზე და ცვლილება სისხლის ანალიზებში, რისი საშუალებითაც მოწმდება ღვიძლის ფუნქციონირება (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება) და ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია), ასევე ლიმფური კვანძების გადიდება. ეს ნიშნები შეიძლება იყოს მრავალ-ორგანული მგრძნობელობის დარღვევა, წამლით ინდუცირებული ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი (DRESS).
გვერდითი მოვლენების მოხსენება
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ვრცელდება ასევე იმ შესაძლო გვერდით მოვლენებზე რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ ქვემოთ მოცემულ ეროვნული ანგარიშგების სისტემას. გვერდითი მოვლენების მოხსენებით თქვენ უზრუნველყოფთ ინფორმაციის მიწოდებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
გაერთიანებული სამეფო
ყვითელი ბარათის სქემა Yellow Card Scheme
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard
- როგორ შევინახოთ მეროპენემი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მეროპენემი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ფლაკონზე, ეტიკეტზე და მუყაოს გარე შეფუთვაზე. ვადის ამოწურვა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს. შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.
განზავების შემდეგ: განზავებული ინტრავენური საინექციო ან საინფუზიო ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. დროის ინტერვალი განზავების დაწყებიდან და ინტრავენური ინექციის ან ინფუზიის დასრულებას შორის არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. არ გაყინოთ განზავებული ხსნარი. განზავებული ხსნარი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერ.
განზავებული ხსნარი უნდა იყოს სუფთა, ოდნავ მოყვითალო გამჭვირვალე და არ უნდა შეიცავდეს ხილულ ნაწილაკებს. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ გახსნის/განზავების/შერევის მეთოდი გამორიცხავს მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკს, მაშინ პროდუქტი გამოყენებული უნდა იქნას დაუყოვნებლივ.
თუ არ გამოიყენებთ დაუყოვნებლივ, მის შენახვის დროზე და პირობებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. მედიკამენტის გადაგდება არ შეიძლება ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ წამალი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს მეროპენემი
აქტიური ნივთიერება არის მეროპენემი. ყოველი ფლაკონი შეიცავს 500 მგ უწყლო მეროპენემს, მეროპენემის ტრიჰიდრატის სახით.
აქტიური ნივთიერება არის მეროპენემი. ყოველი ფლაკონი შეიცავს 1 გ უწყლო მეროპენემს, მეროპენემის ტრიჰიდრატის სახით.
სხვა ინგრედიენტია უწყლო ნატრიუმის კარბონატი.
როგორ გამოიყურება მეროპენემი და შეფუთვის შითავსი
მეროპენემი ფლაკონში არის თეთრი ოდნავ მოყვითალო ფერის ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.
შეფუთვის ზომა: 10 ფლაკონი კოლოფში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Venus Pharma GmbH,
Am Bahnhof 1-3, Werne, D 59368 გერმანია
ეს ჩანართი ბოლოს შემოწმდა 2017 წლის მარტის თვეში.
რჩევა/სამედიცინო განათლება ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. მათ არ აქვთ მოქმედება ვირუსებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ. ზოგჯერ ბაქტერიით გამოწველი ინფექცია არ რეაგირებს ანტიბიოტიკით მკურნალობის კურსზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ის რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერია რეზისტენტულია იმ ანტიბიოტიკის მიმართ რომელსაც თქვენ ღებულობთ. ეს გულისხმობს, რომ მიუხედავად ანტიბიოტიკის მიღებისა მათ შეუძლიათ გადარჩენა და გამრავლება. ბაქტერია, მრავალი მიზეზის გამო შეიძლება რეზისტენტული გახდეს ანტიბიოტიკების მიმართ. ანტიბიოტიკების სიფრთხილით გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს მათ მიმართ ბაქტერიის რეზისტენტობის შანსი. როდესაც თქვენი ექიმი გინიშნავთ ანტიბიოტიკით მკურნალობის კურსს, იგი გამიზნულია მხოლოდ მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ. რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში თავიდან აიცილებთ რეზისტენტული ბაქტერიების წარმოქმნას რამაც შესაძლოა შეაჩეროს ანტიბიოტიკების მოქმედება. 1. ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის სწორი დოზით მიღება, სწორ დროს და შესაფერისი დღეების რაოდენობით. წაიკითხეთ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია და თუ რაიმეს ვერ გაიგებთ ახსნა-განმარტებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 2. არ მიიღოთ ანტიბიოტიკი თუ არ არის დანიშნული კონკრეტულად თქვენთვის და უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ რისთვისაც დაგენიშნათ. 3. არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკები რომლებიც დაუნიშნეს სხვა ადამიანებს, მიუხედავად იმისა თუ მათ აქვთ მსგავსი ინფექცია რაც თქვენ. 4. არ მისცეთ თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკები სხვა ადამიანებს. 5. თუ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ დაგრჩათ ანტიბიოტიკი, მიიტანეთ იგი აფთიაქში სადაც მოხდება მისი განკარგვა სათანადოდ. |
მეროპენემი 500 მგ: PL 34985/0003
მეროპენემი 1 გ: PL 34985/0004 C14/MM1000/5087-05, C14/MM500/5086-05
შემდეგი ინფორმაცია მოცემულია მხოლოდ მედიცინის პროფესიონალებისთვის:
მეროპენემის გამოყენების ინსტრუქცია სახლის პირობებში თქვენს მიერ ან სხვის მიერ.
ზოგ პაციენტს, მშობლებს და მომვლელებს ასწავლიან თუ როგორ გამოიყენონ მეროპენემი სახლში.
გაფრთხილება - თქვენ შეგიძლიათ ამ პრეპარატის სახლში გამოყენება თქვენ თვითონ ან სხვის მიერ, მას შემდეგ რაც ექიმი ან ექთანი გასწავლით მის გამოყენებას.
- ეს პრეპარატი უნდა შეერიოს სხვა სითხესთან (გამხსნელი). თქვენი ექიმი გეტყვით თუ რამდენი გამხსნელი უნდა გამოიყენოთ.
- მომზადების შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ დაუყოვნებლივ. არ გაყინოთ.
როგორ მოვამზადოთ ეს პრეპარატი
- დაიბანეთ ხელები და კარგად გაიმშრალეთ. მომზადეთ სუფთა სამუშაო გარემო.
- მეროპენემის ბოთლი (ფლაკონი) ამოიღეთ შეფუთვიდან. შეამოწმეთ ფლაკონი და ვარგისიანობის ვადა. შეამოწმეთ რომ ფლაკონი იყოს მთელი არ იყოს დაზიანებული.
- მოხსენით ფერადი ხუფი და სპირტიანი საფენით გაწმინდეთ რუხი ფერის რეზინის საცობი. მოიცადეთ სანამ გაშრება რეზინის საცობი.
- ახალი სტერილური ნემსი შეუერთეთ ახალი სტერილურ შპრიცს ისე რომ არ შეეხოთ ნემსის წვერს.
- შპრიცში ამოიღეთ საჭირო რაოდენობის სტერილური „საინექციო წყალი“. სითხის საჭირო რაოდენობა მოცემულია ქვემოთ:
მეროპენემი 500 მგ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონის ზომა არის 10 მლ და განზავება შეიძლება 10 მლ საინექციო წყალთან.
მეროპენემის დოზა |
განზავებითვის საჭირო „საინექციო წყლის“ რაოდენობა |
500 მგ (მილიგრამი) |
10 მლ (მილილიტრი) |
1 გ (გრამი) |
20 მლ |
1.5 გ |
30 მლ |
2გ |
40 მლ |
მეროპენემი 1გ ფხვნილი საინექციო ან საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, ფლაკონის ზომა არის 20 მლ და განზავება შეიძლება 20 მლ საინექციო წყალთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ თქვენთვის დანიშნული მეროპემენის დოზა აღემატება 1 გრამს, თქვენ დაგჭირდებათ 1 ფლაკონზე მეტი მეროპენემის გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ ფლაკონიდან სითხის გადატანა ერთ შპრიცში.
- შპრიცის ნემსი ჩაარჭეთ რუხი ფერის რეზინის საცობის ცენტრში და საჭირო რაოდენობის საინექციო წყალი ჩაუშვით ფლაკონში ან მეროპემენის ფლაკონებში.
- ამოიღეთ ნემსი ფლაკონიდან და კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი 5 წამის განმავლობაში, ან მანამდე სანამ ფხვნილი არ გაიხსნება. კიდევ ერთხელ გაწმინდეთ რეზინის საცობი სპირტიანი საფენით და მოიცადეთ სანამ რეზინის საცობი გაშრება.
- ბოლომდე მიაწექით შპრიცის დგუშს, ნემსი ჩაარჭეთ რუხი ფერის რეზინის საცობში. შემდეგ უნდა გეჭიროთ ორივე, ფლაკონიც და შპრიციც და ფლაკონი ამოძრაოთ ზემოთ ქვემოთ.
- ნემსის დაბოლოება უნდა იყოს სითხეში და დგუშის ამოწევით სითხე ფლაკონიდან უნდა გადმოიტანოთ შპრიცში.
- შპრიცი და ნემსი ამოიღეთ ფლაკონიდან და ცარიელი ფლაკონი გადააგდეთ უსაფრთხო ადგილზე.
- შპრიცი დაიჭირეთ ვერტიკალურად, ისე რომ ნემსის წვერი იყოს ზევით. შპრიცზე მიარტყით მსუბუქად რათა სითხეში არსებული ბუშტუკები მოექცეს შპრიცის თავში.
- დგუშზე ნაზად მიწოლით აირები გამოუშვით შპრიციდან, მანამდე სანამ აირები მთლიანად არ გამოვა.
- თუ მეროპემენს იყენებთ სახლში, გამოყენებული ნემსები და საინფუზიო მილი განკარგეთ შესაბამისად. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის შეწყვეტას, გამოუყენებელი მეროპენემი განკარგეთ შესაბამისად.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
მეროპენემის ინტრავენური ინფუზიის მომზადება შეიძლება პირდაპირ ფლაკონის შიგთავსის განზავებით 0.9 % ნატრიუმქლორიდთან ან 5% გლუკოზას საინფუზიო ხსნარებთან. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
მეროპენემი 500 მგ-ს დაუმატეთ 10 მლ საინფუზიო გამხსნელი, შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ რომ გაიხსნას და ამის შემდეგ იგი დაუმატეთ გამხსნელ საინფუზიო პაკეტს.
მეროპენემი 1 გრამს დაუმატეთ 20 მლ საინფუზიო გამხსნელი, შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ რომ გაიხსნას და ამის შემდეგ იგი დაუმატეთ გამხსნელ საინფუზიო პაკეტს.
შემდეგი კონცენტრაცია მიიღწევა საინფუზიო პაკეტში, როდესაც მომზადდება ინფუზია:
მეროპენემის დოზა |
საინფუზიო გამხსნელი |
ინფუნზიის კონცენტრაციის შედეგი |
500 მგ |
100 მლ 0.9 % ნატრიუმქლორიდი |
5 მგ/მლ |
500მგ |
100 მლ 5% გლუკოზა |
5 მგ/მლ |
1 გრამი |
100 მლ 0.9 % ნატრიუმქლორიდი |
10 მგ/მლ |
1 გრამი |
100 მლ 5% გლუკოზა |
10 მგ/მლ |
ინექციის გაკეთება
ამ პრეპარატის მიღება შეიძლება მოკლე კანულას ან ვენის კათეტერის საშუალებით, ან პორტის ან ცენტრალური ხაზის საშუალებით.
მეროპენემის გამოყენება მოკლე კანულას ან ვენის კათეტერის საშუალებით
- მოხსენით შპრიცს ნემსი და ნემსი გადააგდეთ ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ ნაგვის ყუთში.
- მოკლე კანულას ან ვენის კათეტერის დაბოლოება გაწმინდეთ სპირტიანი საფენით და მოიცადეთ სანამ გაშრება. გახსენით კანულას ხუფი და შეაერთეთ შპრიცთან.
- ნელა მიაწექით შპრიცის დგუშს რათა 5 წუთის განმავლობაში უწყვეტად შეიყვანოთ ანტიბიოტიკი.
- ანტიბიოტიკის შეყვანის და შპრიცის დაცარიელების შემდეგ, მოხსენით შპრიცი და გამოიყენეთ გამორეცხვა თქვენი ექიმის ან ექთნის რეკომენდაციის შესაბამისად.
- დახურეთ კანულას ხუფი და ფრთხილად გადააგდეთ შპრიცი ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ ნაგვის ყუთში.
მეროპენემის გამოყენება პორტის ან ცენტრალური ხაზის საშუალებით
- პორტს ან მილს მოხსენით ხუფი, დაბოლოება გაწმინდეთ სპირტიანი საფენით და მოიცადეთ სანამ გაშრება.
- შეაერთეთ შპრიცი და ნელა მიაწექით შპრიცის დგუშს რათა 5 წუთის განმავლობაში უწყვეტად შეიყვანოთ ანტიბიოტიკი.
- ანტიბიოტიკის შეყვანის შემდეგ, მოხსენით შპრიცი და გამოიყენეთ გამორეცხვა თქვენი ექიმის ან ექთნის რეკომენდაციის შესაბამისად.
- ახალი სუფთა ხუფი მოათავსეთ ცენტრალურ ხაზში და ფრთხილად გადააგდეთ შპრიცი ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ ნაგვის ყუთში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account