Multifolico DHA - მულტიფოლიკო DHA 30+30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 52,56 ლ რეგულარული ფასი 57,76 ლ
მარაგშია
SKU
82280_366

ჩვენებები: გამოიყენება მასში შემავალი ნივთიერებების გაზრდილი საჭიროების ან ნაკლებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

 მულტიფოლიკო DHA

საკვები დანამატი DHA და ლუთეინის მაღალი შემცველობით.

Multifolico DHA არის საკვები  დანამატი, რომელიც განკუთვნილია ორსული და მეძუძური ქალებისთვის. ამ დროს იცვლება ქალის კვებითი საჭიროება და იზრდება ყოველდღიური მოთხოვნილება მრავალი ვიტამინისა და მინერალისთვის.

Multifolico DHA-ს ფორმულირება სრულდება პრობიოტიკური ლაქტური ფერმენტების არსებობით და DHA-ს მაღალი შემცველობით (315 მგ). ორსულობის დროს, სასარგებლო ეფექტი მიიღწევა 200 მგ DHA-ს დღიური მიღებით,

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების საჭიროება  მოზრდილებში არის   250 მგ DHA და EPA.

წითელი კაფსულა :

DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა)  არის ომეგა 3-ის  ცხიმოვანი მჟავა, უჯრედული მემბრანების აუცილებელი კომპონენტი. დედის მიერ DHA-ს მიღება ხელს უწყობს ტვინის და  მხედველობის ფუნქციის  ბუნებრივ განვითარებას  ნაყოფში და ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში.

ლუთეინი მიეკუთვნება კაროტინოიდების ოჯახს და მონაწილეობს ბადურის ფუნქციონირებასა და  ნორმალური მხედველობის შენარჩუნებაში.

იასამნისფერი კაფსულა:
ფოლიუმის მჟავა   მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზსა და უჯრედების გაყოფის ნორმალურ პროცესში. ორსულობის დროს დედის სისხლში ფოლიუმის მჟავის დაბალი კონცენტრაცია რისკის ფაქტორია ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარებისთვის.

B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში, უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას  და ამცირებენ დაღლილობის შეგრძნებას.

ვიტამინები B6 და B12 მონაწილეობენ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესში.

ვიტამინი D3 არეგულირებს  სისხლში კალციუმის დონეს, ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას და იმუნური სისტემის გაუმჯობესებას.

ვიტამინი C: ხელს უწყობს რკინის შეწოვას და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, E ვიტამინთან ერთად კომბინაციაში იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

რკინა არის მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის წარმოქმნაში, მონაწილეობს უჯრედების გაყოფის პროცესში.  იოდი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის, კოგნიტური და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მანგანუმი, სპილენძი და თუთია მონაწილეობენ უჯრედების დაცვაში ოქსიდაციური სტრესისგან. გარდა ამისა, ხელს უწყობენ  იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

დამატებითი ინგრედიენტები:
წითელი კაფსულა შეიცავს: ლიმნის არომატის  DHA -  თევზის ზეთს, მზესუმზირის ზეთს, 20% ლუთეინის ზეთს (Tagetes Erecta-დან).
გარსი: საკვები ჟელატინი,
გამამკვრივებელი საშუალება: გლიცერინი,
ფერები: E172, E120.

იასამნისფერი კაფსულა შეიცავს: მზესუმზირის ზეთს, რკინის პიროფოსფატს 24%, ასკორბინის მჟავას, ნიკოტინამიდს,: მზესუმზირის ლეციტინს, დ-ალფა-ტოკოფეროლს 67%, თუთიის ოქსიდს, მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატს, კალციუმის პანტოთენატის მონოჰიდრატს, კალციუმის პანტოთენატის მონოჰიდრატს, 92% მცენარეულ კოგლიცერს, ფუტკრის ცვილს, ციანოკობალამინს,  , პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს 81.9%, რიბოფლავინს, თიამინის ჰიდროქლორიდს 86.29%, ქოლეკალციფეროლს 106 Ul/g, ფოლიუმის მჟავს, ბიოტინს, იოდს,
გარსი: საკვები ჟელატინი,
გამამკვრივებელი საშუალებები: სორბიტოლი, გლიცერინი,
ფერები: E172, E120, E133.

ჩვენებები:  მულტიფოლიკო DHA გამოიყენება მასში შემავალი ნივთიერებების გაზრდილი საჭიროების ან ნაკლებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

რეკომენდირებული დოზები და გამოყენების მეთოდი: 1 წითელი და 1 იასამნისფერი კაფსულა დღეში,  ჭიქა წყალთან ერთად.

შეფუთვა: თითოეული მუყაო შეიცავს ორ ბლისტერს 30 კაფსულისგან.
თითოეული ბლისტერი შეიცავს 15 წითელ და 15 იასამნისფერ კაფსულას.

შენახვის მეთოდები:  ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე; მოარიდეთ ლოკალიზებული სითბოს წყაროების ზემოქმედებას, მზის სხივებს და წყალთან კონტაქტს.

გაფრთხილებები: საკვები დანამატები არ არის განკუთვნილი, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. სასურველია მოხმარებული იყოს შეფუთვის გვერდზე მითითებულ მინიმალური შენახვის ვადის ფარგლებში.. შეინახეთ პროდუქტი სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

მწარმოებელი: Farmitalia S.r.l. Viale A. De Gasperi, 165/B-95127 Catania

 

მეტი ინფორაცია
Units 60
Form სპრეი
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy