Raid - რაიდი კოღოსა და ბუზის საწინააღმდეგო აეროზოლი - 300მლ.
კოღოების საწინააღმდეგო აეროზოლის გამოყენება შესაძლებელია როგორც საცხოვრებელ ოთახებში, ასევე სამზარეულოში. მყისიერად ანადგურებს კოღოებსა და ბუზებს. აქვს სასიამოვნო მსუბუქი სურნელი.
შემადგენლობა: ტეტრამეტრინი - 0,35%, ც-ფენოტრინი 0,125%, ბ-ალეტრინი, წყალი, იზობუტანი/პროპანი/ბუტანი, ნახშირწყალბადის გამხსნელი, ემულგატორები, ანტიკოროზიული დანამატები, სუნამო, მჟავიანობის რეგულატორი.
მოხმარების წესი: გამოყენებამდე ქილა კარგად შეანჯღრიეთ. დახურეთ ფანჯრები და კარები, მიმართეთ აეროზოლი ჰაერში, ფანჯრებიდან კარისკენ გადაადგილებით. შეასხურეთ კედლებიდან და ავეჯიდან 1 მ მანძილზე. პროდუქტის მოხმარების მაჩვენებელია 7-8 შესხურება 12 მ2 ოთახზე. ოთახში შემოვარდნილი კოღოს გასანადგურებლად შეასხურეთ 1-2 წამი პირდაპირ მწერზე. გარდერობში პეპლების მოსაკლავად: შეასხურეთ პროდუქტი 1-2 წამის განმავლობაში გარდერობის 2 მ3 მოცულობისთვის. არ დაამუშავოთ ტანსაცმელი! 15 წუთის შემდეგ, ოთახის გაანიავეთ ოტახი 30 წუთის განმავლობაში.
გაფრთხილება: შეინახეთ -5°C-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე, საკვების, სასმელებისა და ცხოველების საკვებისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! გამოყენების შემდეგ ცარიელი კონტეინერი საყოფაცხოვრებო ნარჩენად გადააგდეთ.
მოცულობა: 300 მლ
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account