Tadreta - ტადრეტა 5მგ 20 ტაბლეტი
ჩვენება: შეშუპების სინდრომი გულის ქრონიკული უკმარისობის, ფილტვების, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების შედეგად, ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ტადრეტა
მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): ტორასემიდი
სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი უწყლო BP 5 მგ და 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები - ლაქტოზა BP, მიკროკრისტალური ცელულოზა BP, პრეჟელატინიზირებული სახამებელი BP, ტალკი გასუფთავებული BP, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო BP, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი (A ტიპი) BP, მაგნიუმის სტეარატი BP.
აღწერილობა: თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები, ნაჭდევით და ნაზოლით, გარსის გარეშე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზულები. მარყუჟოვანი დიურეზულები. სულფანილამიდური დიურეზულები.
ათქ კოდი: С03СА04
ფარმაკოლოდიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ტორასემიდი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება, შრატში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (ჩმახ) აღწევს პიკს პერორალური მიღებიდან 1-2 საათის განმავლობაში.
შეკავშირება ცილებთან
ტორასემიდის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს.
განაწილება
ტორასემიდის განაწილების მოცულობა შეადგენს 16 ლიტრს ნორმალურ ზრდასრულ პირებში და პაციენტებში თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით ან გულის შეგუბებითი უკმარისობით.
მეტაბოლიზმი
ტორასემიდი მეტაბოლიზდება საფეხურებრივი ჟანგვის, ჰიდროქსილირების და
რგოლური ჰიდროქსილირების გზით სამი მეტაბოლიტის М1, М3 და М5. წარმოქმნით. შემდგომი მეტაბოლიტები (M2 და M4) აღმოჩენილია ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, მაგრამ არა ადამიანებში.
გამოყოფა
ჯანმრთელ მოხალისეებში ტორასემიდის და მისი მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 საათს. ტორასემიდის საერთო კლირენსი შეადგენს 40 მლ/წთ. თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 10 მლ/წთ. მიღებული დოზის დაახლოებით 80% გამოიყოფა ტორასემიდისა და მეტაბოლიტების სახით თირკმლის მილაკში - ტორასემიდი - 24%, M1 - 12%, M3 - 3%, M5 - 41%.
გულის შეგუბებითი უკმარისობის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ტორასემიდისა და მისი M5 მეტაბოლიტის ნახევარგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით უმნიშვნელოდ იზრდება. შარდში გამოყოფილი ტორასემიდისა და მეტაბოლიტების რაოდენობა მსგავსია ჯანმრთელ ადამიანებში გამოყოფილი რაოდენობისა; ამიტომ დაგროვება არ არის მოსალოდნელი.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ტორასემიდის თირკმლისმიერი კლირენსი საგრძნობლად შემცირებულია, მაგრამ ეს დიდად არ მოქმედებს პრეპარატის საერთო კლირენსზე. სისხლში მოხვედრილი პრეპარატის მცირე რაოდენობა თავის მოქმედების ადგილს აღწევს მილაკის სანათურში, ამიტომ დიურეზულის ნატრიურეზული მოქმედება მცირდება. თირკმლის უკმარისობის დროს დიურეზული მოქმედება შეიძლება მიღწეულ იქნას პრეპარატის დიდი დოზების დანიშვნის გზით. ტორასემიდის საერთო კლირენსი და მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი ნორმალური რჩება თირკმელების ფუნქციის შემცირების შემთხვევაში, ღვიძლში ნივთიერების მეტაბოლიზმის გამო.
პაციენტებში ღვიძლის ციროზით, პრეპარატის განაწილების მოცულობა, ნახევარგამოყოფის პერიოდი და თირკმლისმიერი კლირენსი იზრდება, მაგრამ საერთო კლირენსი უცვლელი რჩება.
ფარმაკოკინეტიკა
მოქმედების მექანიზმი
ტორასემიდი არის “მარყუჟოვანი” დიურეზული. ტორასემიდი მოქმედებს ჰენლეს მარყუჟის აღმავალი მუხლის სქელი სეგმენტის შიდა ზედაპირზე, სადაც იგი აფერხებს Nა+ / K+ / 2ჩლ- ტრანსპორტის სისტემას. პრეპარატი აძლიერებს ნატრიუმის, ქლორისა და წყლის გამოყოფას, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე, თირკმლის სისხლის მიმოქცევაზე ან მჟავა-ტუტოვან ბალანსზე მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
პრეპარატის ტადრეტა პერორალური მიღებისას დიურეზი მაქსიმუმს აღწევს 2-3 საათში, ეფექტი გრძელდება 12 საათამდე. ჯანმრთელ პირებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ტადრეტას ერთჯერად დოზას, დოზაზე პასუხის დამოკიდებულება, ნატრიუმის გამოყოფასთან მიმართებაში, იყო წრფივი 5-დან 100 მგ-მდე დოზირებისას.
პაციენტებში თირკმლის არაანურიული უკმარისობით, რომლებიც იღებდნენ ტორასემიდის ერთჯერად დოზას, განისაზღვრა წყლისა და ნატრიუმის გამოყოფის მნიშვნელოვანი ზრდა, ხოლო ჰემოდიალიზისთვის შესაფერისი პაციენტებისთვის არ ყოფილა აღინიშნული, რომ ტორასემიდით დღიური დოზით ხანგრძლივი მკურნალობა გავლენას არ ახდენს სითხის ბალანსის შენარჩუნებაზე.
ჯანმრთელ ადამიანებში დოზის გაზრდა იწვევს შარდის გამოყოფის ხაზოვან ზრდას, რომელიც შეესაბამება დოზის ლოგარითმს (მაღალი ზღვრული აქტივობა) დოზების დიაპაზონში 5-დან 100 მგ-მდე. დიურეზის გაზრდას ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს, თუ სხვა დიურეზულები აღარ არიან აქტიურები, მაგალითად, თირკმლის ფუნქციის დარღვევის არსებობის შემთხვევაში.
თირკმლის უკმარისობის დროს ენდოგენური ორგანული მჟავები კონკურენციას უწევენ მარყუჟოვან შარდმდენებს პროქსიმალურ მილაკში მჟავის გამოყოფის მექანიზმისთვის.
ამიტომ, აუცილებელია ტორასემიდის დოზის ადეკვატურად გაზრდა, სამკურნალო საშუალების ეფექტური რაოდენობის მისაღწევად მოქმედების ადგილზე.
ტორასემიდი იწვევს შეშუპების მსუბუქ მოხსნას და განსაკუთრებით გულის უკმარისობის მუშა მდგომარეობის გაუმჯობესებას პრე- და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე. პაციენტებში თირკმლის მწვავედან ბოლო სტადიამდე ქრონიკული უკმარისობით, ხდება არტერიული წნების დაწევა, შეშუპების მოხსნისა და ნარჩენი დიურეზის შენარჩუნების დამატებად.
გამოყენების ჩვენებები
- შეშუპების სინდრომი გულის ქრონიკული უკმარისობის, ფილტვების, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების შედეგად
- ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია მონოთერაპიის ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან კომბინაციის სახით
გამოყენების წესი და დოზირება
ტადრეტა, ტაბლეტები ინიშნება შიგნით დღეში 1-ჯერ, საკვების მიღების მიუხედავად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით სითხის დაყოლებით.
შეშუპების დროს:
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5 მგ დღეში ერთხელ. აუცილებელი შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, დოზა იზრდება 20 მგ-მდე დღეში ერთხელ, ზოგიერთ შემთხვევაში 40 მგ-მდე.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ. აუცილებელი შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, დოზა დაახლოებით ორჯერ იზრდება, სანამ ადექვატური შარდმდენი რეაქცია არ მიიღება.
არტერიული ჰიპერტენზია
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 2,5 მგ-დან 5 მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება თორმეტი კვირის უწყვეტი მკურნალობის შემდეგ.
თუ 4-6 კვირაში არ არის მიღწეული არტერიული წნევის საჭირო დაწევა, დოზა უნდა გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში ერთხელ, ხოლო თუ ეს დოზა არ იძლევა სასურველ ეფექტს, მკურნალობის სქემას უნდა დაემატოს სხვა ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები არ საჭიროებენ დოზის სპეციალურ შერჩევას.
ბავშვები
უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვრა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია.
ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
- მეტაბოლური ალკალოზი, სითხისა და ელექტროლიტების დისბალანსი (მაგალითად, ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემია)
-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები (მაგალითად, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი ზედა ნაწილში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა)
- კუნთის სპაზმი
- დაღლილობა, ასთენია.
არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე)
- ღვიძლის ფერმენტების დონის (გამაგლუტამილტრანსპეპტიდაზას ჩათვლით), სისხლში შარდმჟავას, სისხლში გლუკოზას, ლიპიდების (მაგალითად, ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) კონცენტრაციების მომატება
- შარდის შეკავება, შარდის ბუშტის გადიდება.
იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე)
- შარდოვანას, სისხლის კრეატინინის მომატება.
ძალიან იშვიათად (<1/10000)
- ქავილი, გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა.
სიხშირე უცნობია
- ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
- ცერებრალური იშემია, ცნობიერების არევა, პარესთეზია
- მხედველობის დარღვევა
- კანის სერიოზული რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მიოკარდიუმის იშემია, სტენოკარდია, გულისწასვლა, ჰიპოტენზია
- თრომბოემბოლიური გართულებები (გულის და ცენტრალური ნერვული სისტემა)
-სიმშრალე პირში, პანკრეატიტი
-მიალგია
- პოდაგრა
- ექსტრასისტოლია, ტაქიკარდია, გულისცემა
- სახის სიწითლე
- ცხვირიდან სისხლდენა
-პოლიდიფსია, მეტეორიზმი
- მომატებული დაღლილობა, ჰიპერაქტიურობა, ნერვოზულობა, ძილიანობა, სისუსტე
- ხშირი შარდვა, პოლიურია, ნიქტურია, მოშარდვის სურვილი
- იმპოტენცია და დისპეფსია
-კუჭის ტკივილი, საყლაპავიდან სისხლდენა, რექტალური სისხლდენა, სისხლჩაქცევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
გასათვალისწინებელია სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში: წინაგულების ფიბრილაცია, ტკივილი გულმკერდის არეში, დიარეა, დიგიტალისური ინტოქსიკაცია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოტენზია, ჰიპოვოლემია, არტერიული ჰიპოტენზია, შუნტის თრომბოზი, გამონაყარი, გულისწასვლა და პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
ასევე იყო შეტყობინებები ანგიოდისტროფიის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტორასემიდს (შემდგომში მათ გამოუვლინდათ ალერგია სულფონამიდებზე).
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტორასემიდის, სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ
- პაციენტები ანურიით
- პაციენტები ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაპა-ლაქტაზას ფერმენტის დეფიციტით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით
- ღვიძლის კომა, პრეკომატოზური მდგომარეობა
- თირკმლის უკმარისობა მზარდი აზოტემიით
- არითმიები
- ჰიპოტონია
- ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია
- საშარდე გზების გამოხატული დისფუნქცია (მაგალითად, განვითარებადი პროსტატის ჰიპერტროფიის დროს)
- თირკმლის უკმარისობა სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ, რომლებიც იწვევენ თირკმელების დაზიანებას
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
- ბავშვთა და მოზარდობის ასაკი 18 წლამდე
მედიკამენტური ურთიერთქმედებები
ჰიპერტენზია
პაციენტებში ჰიპერტენზიით ტორასემიდი ინიშნებოდა ბეტა-ბლოკატორებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებთან კომბინაციაში.
გულის შეგუბებითი უკმარისობა
პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, ტორასემიდი ინიშნებოდა ფუტკარას გლიკოზიდებთან (გულის გლიკოზიდები), აგფ ინჰიბიტორებთან და ორგანულ ნიტრატებთან ერთად. არცერთი ამ კომბინირებული გამოყენებიდან არ იყო დაკავშირებული ახალ ან მოულოდნელ გვერდით მოვლენებთან.
ტორასემიდი არ მოქმედებს ვარფარინის ან გლიბენკამიდის ცილებთან შეკავშირებაზე, ან ფენპროკუმონის (კუმარინის ახლო წარმოებული) ანტიკოაგულაციურ ეფექტზე ან დიგოქსინის ან კარვედილოლის (ვაზოდილატატორი/ბეტა-ბლოკატორი) ფარმაკოკინეტიკაზე. ჯანმრთელ პაციენტებში ტორასემიდის კომბინირებული დანიშვნა იწვევს სპირონოლაქტონის კლირენსის მნიშვნელოვან შემცირებას მრუდის ქვეშ ფართობის (AUჩ) შესაბამისი ზრდით. ამასთან, კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ არის საჭირო რომელიმე ამ პრეპარატის დოზირების შეცვლა.
სალიცილატები: რადგანაც ტორასემიდი და სალიცილატები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს თირკმლის მილაკებით გამოყოფაზე, პაციენტებში, რომლებიც იღებენ სალიცილატების მაღალ დოზებს, შეიძლება გამოვლინდეს ტოქსიკურობა ტორასემიდის ერთდროულად დანიშვნისას. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ტორასემიდის ურთიერთქმედება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით) არ არის შესწავლილი, ამ მედიკამენტების კომბინირებული დანიშვნა სხვა მარყუჟოვან შარდმდენებთან (ფუროსემიდთან) ზოგჯერ თირკმლის უკმარისობას იწვევს.
ინდომეტაცინი: ტორასემიდის ნატრიურეზული მოქმედება (ისევე როგორც მრავალი სხვა შარდმდენი საშუალებებისა) ნაწილობრივ ითრგუნება ინდომეტაცინის თანმხლები შეყვანით. ეს ეფექტი აღინიშნა ტორასემიდის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ დიეტაზე მარილის შეზღუდული მოხმარებით (არაუმეტეს 50 მგ/ ნატრიუმის ეკვ დღეში), მაგრამ ეს ეფექტი არ აღნიშნულა პაციენტების მეირ მარილის ნორმალური მოხმარებისას (150 მგ/ნატრიუმი ეკვ. დღეში).
ციმეტიდინი და სპირონოლაქტონი: არ მოქმედებს ტორასემიდის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებსა და დიურეზულ აქტივობაზე.
დიგოქსინი: არსებობს მონაცემები, რომ კომბინირებული დანიშვნა დიგოქსინთან ზრდის AUჩ-ს 50%-ით, თუმცა, ეს არ საჭიროებს დანიშნული პრეპარატების დოზების შეცვლას.
ქოლესტირამინი: ამცირებს შიგნით მისაღები ტორასემიდის შეწოვას. თუ ტორასემიდი და ქოლესტირამინი ენიშნება ერთად ერთ პაციენტს, არ არის რეკომენდირებული მათი პერორალურად მიღება ერთდროულად.
პრობენეციდი: კომბინირებული გამოყენება პრობენეციდთან ამცირებს ტორასემიდის სეკრეციას ნეფრონის პროქსიმალურ მილაკებში, ამცირებს რა ამით, პრეპარატის შარდმდენ აქტივობას.
ლითიუმი: ცნობილია, რომ შარდმდენები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი კონცენტრაციის ტოქსიკურამდე მომატება. ამ მიზეზით, ლითიუმის და შარდმდენი საშუალების ერთდროული გამოყენება, თუ დანიშნულია, უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით. ლითიუმის და ტორასემიდის კომბინირებული გამოყენება შესწავლილი არ არის.
ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები და ეთაკრინის მჟავა: არსებობს მონაცემები, რომ ტორასემიდს განსაკუთრებით დიდ დოზებში შეუძლია გაზარდოს ამინოგლიკოზიდების ოტო- და ნეფროტოქსიკურობა, პლატინის წარმოებულების ტოქსიკურობა და ცეფალოსპორინების ნეფროტოქსიკური მოქმედება, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროული მიღება არ არის რეკომენდირებული.
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის დაავადებები, გართულებული ციროზითა და ასციტით
ტადრეტა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში, რადგან წყალ-ლექტროლიტური ბალანსის მოულოდნელი ცვლილები შეიძლება გახდეს ღვიძლის კომის მიზეზი.
სისხლის მოცულობა და ელექტროლიტური დარღვევები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ შარდმდენებს, უნდა ჩატარდეს ელექტროლიტური დისბალანსის, ჰიპოვოლემიის, პრერენალური აზოტემიის კლინიკური ნიშნების და შემდეგი სიმპტომებით დარღვევების მონიტორინგი: პირის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, მოთენთილობა, ძილიანობა, აგზნება, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები, მიასთენია, არტერიული ჰიპოტენზია, ოლიგურია, ტაქიკარდია, გულისრევა და ღებინება. გადაჭარბებული დიურეზი შეიძლება გახდეს გაუწყლოების, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების, ასევე თრომბოზისა და ემბოლიის მიზეზი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტებში განვითარებული ელექტროლიტური დარღვევებით, ჰიპოვოლემიით ან პრერენალური აზოტემიით ლაბორატორიული ანალიზები შეიძლება მოიცავდეს: ჰიპერ- ან ჰიპონატრიემიას, ჰიპერ- ან ჰიპოქლორემიას, ჰიპერ- ან ჰიპოკალიემიას, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევებს და სისხლში შარდოვანას აზოტის დონის მომატებას. ამ დარღვევების აღნიშვნის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატ ტადრეტას მიღების შეწყვეტა, ელექტროლიტების ნორმალური მაჩვენებლების აღდგენის მიღწევა, შემდეგ კი მკურნალობის განახლება ნაკლები დოზით.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს, შარდმდენებით გამოწვეული ჰიპოკალიემია შეიძლება გახდეს არითმიების განვითარების მიზეზი. ჰიპოკალიემიის ყველაზე დიდი რისკი არსებობს პაციენტებში ღვიძლის ციროზით, გამოხატული დიურეზით, საკვებიდან ელექტროლიტების არასაკმარისი მიღებისას, აგრეთვე კორტიკოსტეროიდებით ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით ერთდროული მკურნალობის დროს. პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ ტადრეტას, რეგულარულად უნდა შემოწმდეს სისხლში კალიუმის და სხვა ელექტროლიტების დონე.
სხვა: ხანგრძლივი მკურნალობის დროს პაციენტებში ჰიპერტონიული დაავადებით, ტორასემიდი იწვევდა ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის და ერითროციტების, აგრეთვე ლეიკოციტების, თრომბოციტების და შრატისმიერი ტუტე ფოსფატების მცირე საშუალო ზრდას. თუმცა ეს მონაცემები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, მათ არ გააჩნიათ სამედიცინო შედეგები. ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნულა, გარდა ტუტე ფოსფატაზისა.
დამხმარე ნივთიერებები
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით, ლაპა-ლაქტაზას უკმარისობით, გლუკოზას ან გალაქტოზას შეწოვის დარღვევებით, არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გაძლიერებული დიურეზი სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვის საშიშროებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი და ჰემოკონცენტრაციის დარღვევა), ძილიანობა, ცნობიერების არევა, ჰიპოვოლემია, ჰიპოტენზია, კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
მკურნალობა: სპეციალური ანტიდოტი არ არის ცნობილი. დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ნიშნები მოითხოვს დოზის შემცირებას ან პრეპარატის მოხსნას და სითხისა და ელექტროლიტების დაკარგული მოცულობის ერთდროულად შევსებას.
არ არსებობს მონაცემები ფიზიოლოგიური მექანიზმების შესახებ (მაგალითად, შარდის პH-ის ცვლილებები), რაც ხელს შეუწყობს ტორასემიდისა და მისი მეტაბოლიტების ორგანიზმიდან დაჩქარებულ გამოყოფას. ტორასემიდი არ ექვემდებარება დიალიზს, მაშასადამე, ჰემოდიალიზი არ დააჩქარებს მის გამოყოფას.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში ალუმინის ბლისტერში.
2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად სახელმწიფო და რუსულ ენებზე მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account