Yaz - ჯესი 20მკგ/3მგ 28 ტაბლეტი
ჩვენება:კონტრაცეფცია და ფერიმჭამელების ზომიერი ფორმის მურნალობა.კონტრაცეპცია და პრემენსტრუალური სინდრომის მძიმე ფორმის მკურნალობა.
სავაჭრო დასახელება : ჯეს
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება : ეთინილესტრადიოლი +დროსპირენონი
სამკურნალწამლო ფორმა : აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ყოველი აქტიური ტაბლეტი შეიცავს :
ტაბლეტის ბირთვი :
აქტიური ნივთიერებები
ეთინილესტრადიოლი
( ბეტადექს კლატრატის სახით ) 0.02 მგ
დროსპირენონი 3,00 მგ
დამხმარე ნივთიერებები
ლაქტოზას მონოჰიდრატი , სიმინდის სახამებელი , მაგნიუმის სტეარატი .
ტაბლეტის გარსი : ჰიპრომელოზა , ტალკი , ტიტანის დიოქსიდი , საღებავი - რკინის წითელიოქსიდი .
აპკიანი გარსით დაფარული ყოველი პლაცებო ტაბლეტი შეიცავს :
ტაბლეტის ბირთვი :
აქტიური ნივთიერებები :
ლაქტოზას მონოჰიდრატი , სიმინდის სახამებელი , პოვიდონი , მაგნიუმის სტეარატი .
ტაბლეტის გარსი : ჰიპრომელოზა , ტალკი , ტიტანის დიოქსიდი .
აღწერა
აპკიანი გარსით დაფარული აქტიური ტაბლეტები : მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ,დაფარული თხელი გარსით , ღია ვარდისფერი . ტაბლეტის ერთ მხარეს სწორ ექვსკუთხედში გრავირება “DS”. განაკვეთზე : ბირთვი თეთრი - ან თითქმის თეთრი ფერის , გარსი - ღია ვარდისფერი .
აპკიანი გარსით დაფარული პლაცებო ტაბლეტები : მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ,დაფარული თხელი თეთრი გარსით . ტაბლეტის ერთ მხარეს სწორ ექვსკუთხედში გრავირება “ DS”.განაკვეთზე : ბირთვი თეთრი - ან თითქმის თეთრი ფერის , გარსი - თეთრი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კომბინირებული კონტრაცეფციული საშუალება ( ესტროგენი + გესტაგენი )
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჯესი - ჰორმონული კონტრაცეპტივი ანტიმინერალოკორტიკოიდული და ანტიანდროგენური მოქმედებით .
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების კონტრაცეფციული ეფექტი დაფუძნებულია სხვადასხვაფაქტორების ურთიერთქმედებაზე , რომელთაგან მნიშვნელოვნადად ოვულაციის დათრგუნვა დაცერვიკალური სეკრეტის თვისებების შეცვლა , რის შედეგადაც იგი სპერმატოზოიდებისთვის ხდებანაკლებად განვლადი .
სწორი გამოყენებისას პერლეს ინდექსი ( ორსულობის რიცხვი 100 ქალზე ) შეადგენს 1- ზე ნაკლებს .ტაბლეტების გამოტოვების ან არასწორი მიღებისას პერლეს ინდექსი შეიძლება გაიზარდოს .
ქალებში , რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს , მენსტრუალური ციკლიუფრო რეგულარული ხდება , იშვიათად აღინიშნება მტკივნეული მენსტრუაცია , მცირდება სისხლდენისინტენსივობა , რაც აქვეითებს ანემიის განვითარების რისკს . ამას გარდა , არსებული ეპიდემიოლოგიურიმონაცემების მიხედვით , კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას ქვეითდებაენდომეტრიუმისა და საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკი .
პრეპარატ ჯესის შემადგენლობაში შემავალ დროსპირენონს , გააჩნია ანტიმინერალოკორტიკოიდულიმოქმედება . ხელს უშლის სხეულის მასის მომატებას და შეშუპების განვითარებას , რაც დაკავშირებულიაესტროგენებით გამოწვეულ სითხის შეკავებასთან და უზრუნველყოფს პრეპარატის კარგ ამტანობას .დროსპირენონი დადებით მოქმედებას ახდენს პრემენსტრუალურ სინდრომზე ( პმს ). ნაჩვენებია ჯესისკლინიკური ეფექტურობა პმს - ის მძიმე ფორმების სიმპტომების შემსუბუქებაში , როგორიცაა გამოხატულიფსიქოემოციური დარღვევები , სარძევე ჯირკვლების გაუხეშება , თავის ტკივილი , ტკივილი კუნთებსა დასახსრებში , წონის მომატება და სხვა სიმპტომები , რაც დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან . აშშ -ში პმს - ის მძიმე ფორმა აღინიშნება ტერმინით “ პრემენსტრუალური დისფორიული სინდრომი ”.
დროსპირენონს აგრეთვე ახასიათებს ანტიანდროგენური აქტივობა . იგი ხელს უწყობს აკნეს (ფერიმჭამელები ) სიმპტომების , კანისა და თმის ცხიმიანობის შემცირებას . დროსპირენონის ეს მოქმედებაბუნებრივი პროგესტერონის მოქმედების მსგავსია , რომელიც ორგანიზმში გამომუშავდება .
დროსპერინონს არ ახასიათებს ანდროგენური , ესტროგენური , გლუკოკორტიკოიდული დაანტიგლუკოკორტიკოიდული მოქმედება . ყველაფერი ეს ანტიმინერალკორტიკოიდულ დაანტიანდროგენურ მოქმედებასთან ერთად , უზრუნველყოფს დროსპირენონის ბიოქიმიურ დაფარმაკოლოგიურ პროფილს , რომელიც ბუნებრივი პროგესტერონის მსგავსია .
ეთილენესტრადიოლთან ერთად დროსპირენონი ავლენს სასარგებლო ეფექტს ლიპიდურ პროფილზე , რაცხასიათდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების მომატებით .
ჩვენება
კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია და ფერიმჭამელების ზომიერი ფორმის (acne vulgaris) მურნალობა
კონტრაცეპცია და პრემენსტრუალური სინდრომის ( პმს ) მძიმე ფორმის მკურნალობა
უკუჩვენება
პრეპარატი ჯესი არ უნდა გამოიყენონ ქვემოჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის არსებობისას .თრომბოზები ( ვენური და არტერიული ) და თრომბოემბოლიები აწმყოში ან ანამნეზში ( მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი , ფილტვის არტერიისთრომბოემბოლია , მიოკარდიუმს ინფარქტი ), ცერებროვასკულური დარღვევები .
მდგომარეობები , რომლებიც წინ უსწრებს თრომბოზს ( მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევები , სტენოკარდია ) ახლანდელ დროში ანანამნეზში .
შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით ახლანდელ დროში ან ანამნეზში .
შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით .
ვენური ან არტერიული თრომბოზის რისკის მრავლობითი ან გამოხატული ფაქტორები მათ შორის გულის სარქვლოვანი აპარატის გართულებულიდაზიანებები ; წინაგულების ფიბრილაცია ; თავის ტვინის სისხლძარღვების ან კორონარული არტერიების დაავადებები . არაკონტროლირებადიარტერიული ჰიპერტენზია ; სერიოზული ქირურგიული ჩარევები ხანგრძლივი ემბოლიზაციით ; მოწევა 35 წელზე უფროს ასაკში .
პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერინემიით აწმყოში ან ანამნეზში .
ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის მძიმე დაავადებები ( სანამ ღვიძლის ტესტები ნორმაში არ მოვა ).
ღვიძლის სიმსივნეები ( კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ) აწმყოში ან ანამნეზში .
თირკმლის მძიმე უკმარისობა , თირკმლის მწვავე უკმარისობა .
თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა .
ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებების გამოვლენა ( მათ შორის სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების ) ან მათზე ეჭვი .
გაურკვეველი გენეზის ვაგინური სისხლდენა .
ორსულობა ან მასზე ეჭვი .
ძუძუთი კვების პერიოდი .
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატ ჯესის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .
თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე ვლინდება ჯესის პირველი მიღებისას , პრეპარატის მიღება მაშინვეუნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია . პრეპარატის მიღების შეწყვეტის პერიოდში ექიმთანკონსულტაციამდე უნდა გამოიყენონ არაჰორმონური კონტრაცეფციული საშუალებები . იხ . აგრეთვე “განსაკუთრებული მითითებები ”.
მიღება სიფრთხილით
თუ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება წარმოება ქვემოჩამოთვლილი რომელიმემდგომარეობის არსებობისას , პაციენტს შესაძლოა ესაჭიროებოდეს ინტენსიური დაკვირვება , თუ UUრატომ ამას მას ექიმი აუხსნის . პრეპარატ ჯესის მიღების დაწყებამდე ექიმს უნდა შეატყობინონ ქვემოთჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობის ან დაავადების შესახებ .
თრომბოზისა და თრომბოემბოლიის განვითარების რისკ ფაქტორები : მოწევა ; თრომბოზები , მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში უახლოეს ნათესავებში ; სიმსუქნე ; დისლიპოპროტეინემია ; არტერიული ჰიპერტენზია ; შაკიკი ; გულისსარქველების დაავადებები ; გულის რიტმის დარღვევა ; ხანგრძლივი იმობილიზაცია ; სერიოზული ქირურგიული ჩარევები ; დიდი მოცულობის ტრავმა .
სხვა დაავადებები , რომელთა დროსაც შეიძლება აღინიშნოს პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევები : შაქრიანი დიაბეტი ; სისტემური წითელიმგლურა ; ჰემოლიზური ურემიული სინდრომი ; კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი ; ნამგლისებრი ანემია ; ასევეზედაპირული ვენების ფლებიტი
თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპება
ჰიპერტრიგლიცერიდემია
ღვიძლის დაავადებები
დაავადებები , პირველად აღმოცენებული ან გართულებული ორსულობის დროს ან სასქესო ჰორმონების ადრე მიღებისას ( მაგალითად სიყვითლე ,ქოლესტაზი , ქოლელითიაზი , ოტოსკლეროზი სმენის გაუარესებით , პორფირია , ორსულთა ჰერპესი , სიდენგამის ქორეა ).
მშობიარობის შემდგომი პერიოდი
ორსულობა და ლაქტაცია
ჯესის გამოყენება არ შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში . თუ ორსულობა ვლინდებაან ეჭვის ქვეშ დგას პრეპარატ ჯესის მიღებისას , პრეპარატი მაშინვე უნდა მოიხსნას და პაციენტმამიმართოს ექიმს . თუმცა ფართო ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა არ გამოავლინა დეფექტებისგანვითარების მომატებული რისკი იმ ბავშვებში , რომელთა დედებიც იღებდნენ სასქესო სტეროიდებს (მათ შორის კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები ) ორსულობამდე ან ტერატოგენურიმოქმედება , როდესაც სასქესო სტეროიდების მიღება ხდებოდა გაუფრთხილებლობის გამო ორსულობისადრეულ პერიოდში .
როგორ და როდის უნდა მიიღონ დრაჟე
ტაბლეტები უნდა მიიღონ ყოველდღიურად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს , აუცილებლობისასწყალთან ერთად . უნდა მიყვნენ ისრის მიმართულებას , სანამ არ დალევენ ყველა - 28 ტაბლეტს . როგორცწესი , მენსტრუაცია იწყება ჯესის ბოლო აქტიური ტაბლეტის მიღებიდან 2-3- ე დღეს ( ე . ი იმ პერიოდში ,როდესაც პაციენტი მიიღებს ბოლო 4 ტაბლეტს შეფუთვის ბოლო რიგიდან ). შეფუთვებს შორის შესვენებაარ უნდა გაკეთდეს , ახალი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს მას შემდეგ , რაცდამთავრდება მიმდინარე შეფუთვა , მაშინაც კი თუ მენსტრუაცია არ დამთავრებულა . ეს ნიშნავს , რომახალი შეფუთვის მიღება ყოველთვის იწყება კვირის ერთსა და იმავე დღეს და რომ პრეპარატის მოხსნისასსისხლდენა მოხდება ყოველი თვის დაახლოებით ერთსა და იმავე რიცხვში .
ჯესის პირველი შეფუთვის მიღება
როდესაც წინა თვეში არ გამოყენებულა არანაირი ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები .
ჯესის მიღება უნდა დაიწყოს ციკლის პირველ დღეს , ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს .უნდა მიიღონ ტაბლეტი , რომელიც მონიშნულია კვირის შესაბამისი დღით . შემდეგ უნდა მიიღონტაბლეტები რიგის მიხედვით . შეიძლება ტაბლეტების მიღება დაიწყოს მენსტრუალური ციკლის 2-5- ედღეს , მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდისგამოყენება ( მაგალითად , პრეზერვატივი ) პირველი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღისგანმავლობაში .
სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან , ვაგინური რგოლის ან კონტრაცეფციული ფირფიტიდან გადასვლისას
ჯესის მიღების დაწყება შეიძლება იმ დღის შემდეგ , როდესაც მიიღებენ ჰორმონული კონტრაცეპტივებისმიმდინარე შეფუთვიდან ბოლო ტაბლეტს ( რაც ნიშნავს , რომ ტაბლეტების მიღებისას შესვენება არწარმოებს ). თუ ადრინდელ კონტრაცეპტივში აგრეთვე იგულისხმება ტაბლეტები აქტიური ნივთიერებებისგარეშე , შეიძლება ჯესის მიღება დაიწყოს უკანასკნელი აქტიური ტაბლეტის მიღების მეორე დღეს ( ეჭვისშემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს ). მიღების დაწყება შეიძლება უფრო გვიან ,მაგრამ არაუგვიანეს იმ დღისა , რომელიც მოსდევს დაგეგმილ 7 დღიან შესვენებას კონტრაცეპტივებისმიღებისას , ( ან არაუგვიანეს უკანასკნელი არააქტიური ტაბლეტის მიღებისას გამოყენებულიკონტრაცეპტივების შეფუთვიდან ).
თუ ადრე პაციენტი იყენებდა ვაგინურ რგოლს ან ტრანსდერმულ ფირფიტას , პრეპარატის მიღებისდაწყება უმჯობესია რგოლის / ფირფიტის მოცილების დღეს , მაგრამ არაუგვიანეს იმ დღისა , როცადაგეგმილი იყო რგოლის / ფირფიტის შეცვლა . ამ წესების დაცვის შემთხვევაში , კონტრაცეფციისდამატებითი ზომების მიღება აუცილებელი არ არის .
მხოლოდ გესტაგენის ( მინი - პილი ) შემცველი კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას
შეიძლება მინი - პილის მიღება შეწყდეს ნებისმიერ დღეს და დაიწყოს ჯესის მიღება შემდეგ დღეს , იმავედროს . ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში აგრეთვე აუცილებელია კონტრაცეფციისდამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება ( მაგალითად , პრეზერვატივი )..
საინექციო კონტრაცეპტივიდან , იმპლანტიდან ან გესტაგენის გამომათავისუფლებელი საშვილოსნოსშიდა კოპნტრაცეპტივიდან (‘ მირენა ”) გადასვლისას
ჯესის მიღება უნდა დაიწყოს იმავე დღეს , როდესაც უნდა გაკეთებულიყო შემდეგი ინექცია ან იმპლანტისდა საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის მოცილების დღეს . ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღისგანმავლობაში აგრეთვე აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდების გამოყენება
მშობიარობის შემდეგ
თუ პაციენტი ახალნამშობიარევია , ჯესის მიღების დაწყებამდე ექიმმა მას შეიძლება ურჩიოს პირველინორმალური მენსტრუალური ციკლის დამთავრებამდე დაცდა . ზოგჯერ , ექიმის რეკომენდაციით ,შეიძლება პრეპარატის მიღება უფრო ადრე დაიწყოს . თუ პაციენტი ბავშვს ძუძუთი კვებავს და სურს ჯესისაპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება , აუცილებელია ამ საკითხის ექიმთან განხილვა .
თვითნებური აბორტის ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტის შემთხვევაში
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია .
ჯესის შეფუთვასთან მოპყრობა
ჯესის შეფუთვაში ჩაწებებულია ბლისტერი , რომელიც შეიცავს 24 აქტიურ ტაბლეტს და 4 პლაცებოტაბლეტს ( ბოლო რიგი ). შეფუთვაში ასევე ჩადებულია მიღების წებვადი კალენდარი , რომელიც შედგება7 ზოლისგან , რომლებზეც აღნიშნულია კვირის დღეების დასახელება . პაციენტმა უნდა ამოირჩიოს ზოლი, სადაც პირველი მითითებულია კვირის ის დღე , რომელშიც ის იწყებს ტაბლეტების მიღებას .მაგალითად , თუ პაციენტი ტაბლეტების მიღებას იწყებს ოთხშაბათს , უნდა გამოიყენოს ზოლი , რომელიციწყება აღნიშვნით -“ ოთხშ ” ( იხ . სურ .1).
ზოლი უნდა დააკრან შეფუთვის ზედა ნაწილზე , ისე , რომ პირველი დღის აღნიშვნა იყოს იმ ტაბლეტზე ,რომლისკენაც მიმართულია ისარი წარწერით “ სტარტი ” ( სურ .2). ამის შემდეგ პაციენტი დაინახავს ,კვირის რომელ დღეს უნდა მიიღოს ყოველი ტაბლეტი ( სურ .3).
ჯესის მიღების შეწყვეტა
მიღების შეწყვეტა შეიძლება ნებისმიერ დროს . თუ პაციენტი კონტრაცეფციაზე უარს ამბობს იმიტომ , რომგეგმავს ორსულობას , ჩვეულებრივ რეკომენდებულია ბუნებრივ მენსტრუალურ სისლხდენამდე დაცდა დაამის შემდეგ დაორსულება . ამით შეიძლება გათვალონ ბავშვის დაბადების დრო .
თუ პაციენტი ორსულობას არ გეგმავს , კონტრაცეპციის სხვა მეთოდების შესახებ ინფორმაციისთვის უნდამიმართოს ექიმს .
გამოტოვებული ტაბლეტების მიღება
არააქტიური ტაბლეტების გამოტოვება იგნორირდება . მიუხედავად ამისა , არააქტიური გამოტოვებულიტაბლეტები უნდა გადააგდონ , რათა შემთხევვით არ გაახანგრძლივონ მათი მიღების დრო .
შემდეგი რეკომენდაციები ეხება მხოლოდ აქტიური ტაბლეტების გამოტოვებას ( ტაბლეტები 1-24შეფუთვაში ):
თუ ტაბლეტის მიღების დაგვიანების დრო შეადგენს 12 საათზე ნაკლებს ( ბოლო ტაბლეტის მიღებიდანგავიდა 36 საათზე ნაკლები ), კონტრაცეპტული ეფექტის დასუსტება არ ხდება . პაციენტმა გამოტოვებულიტაბლეტი უდნა მიიღოს მაშინვე როდესაც გაახსენდება , დანარჩენი ტაბლეტები კი მიიღოს ჩვეულებრივდროს .
თუ ტაბლეტის მიღების დაგვიანების დრო შეადგენს 12 საათზე მეტს , ( ბოლო ტაბლეტის მიღებიდანგავიდა 36 საათზე მეტი ) კონტრაცეპტული ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს . რაც უფრო მეტი ტაბლეტიაგამოტოვებული და რაც უფრო ახლოა ტაბლეტების გამოტოვება არააქტიური ტაბლეტების მიღებისფაზასთან , მით მეტია ორსულობის შესაძლებლობა .
ერთი ტაბლეტი გამოტოვებულია 1-7 დღის პერიოდში :
პაციენტმა ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი უნდა მიიღოს მაშინვე , როგორც კი გაახსენდება , მაშინაც კი, თუ ეს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას ნიშნავს . ამის შემდეგ მან უნდა გააგრძელოს ტაბლეტების ჩვეულდროს მიღება . ამას გარდა შემდგომი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითიბარიერული მეთოდის გამოყენება ( მაგალითად , პრეზერვატივი ). თუ პაციენტს სქესობრივი კონტაქტიჰქონდა კვირის განმავლობაში ტაბლეტის გამოტოვებამდე , დაორსულობის შესაძლებლობა იზრდება .სასწრაფოდ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია .
ერთი ტაბლეტი გამოტოვებულია 8-14- ე დღის პერიოდში
პაციენტმა ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი უნდა მიიღოს მაშინვე , როგორც კი გაახსენდება , მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთად მიღებას . ამის შემდეგ მან უნდა გააგრძელოს ტაბლეტების ჩვეულდროს მიღება . კონტრაცეპციის რაიმე დამატებითი ზომების მიღება აუცილებელი არ არის , თუ პაციენტიტაბლეტების სწორად იღებდა 7 დღის განმავლობაში , რომელიც წინ უძღოდა გამოტოვებას . თუმცა თუტაბლეტების მიღებაში იყო დარღვევები , ან გამოტოვებული იყო ერთ ტაბლეტზე მეტი , საჭიროაკონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება ( მაგალითად , პრეზერვატივი ) 7 დღისგანმავლობაში .
ერთი ტაბლეტი გამოტოვებულია 15-24- ე დღის პერიოდში .
არააქტიური ტაბლეტების მიღების ფაზის მოახლოებასთან დაკავშირებით იზრდება კონტრაცეპციულისაიმედოობის დაქვეითების რისკი . ამის მიუხედავად კონტრაცეპციული დაცვის დასუსტების შეჩერებაშესაძლებელია ტაბლეტების მიღების გრაფიკის კორექტირებით . შესაბამისად , ქვემოთ მოყვანილი ორისქემიდან ერთის გამოყენებით შეიძლება საჭირო არ გახდეს კონტრაცეპციის დამატებითი ზომების მიღებაიმ შემთხვევაში , თუ პირველი ტაბლეტის გამოტოვებამდე 7 დღის განმავლობაში პაციენტი ტაბლეტებსსწორად იღებდა . წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტმა უნდა გამოიყენოს შემდეგი სქემებიდან პირველი დაამასთან ერთად გამოიყენოს კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდები პირველი 7 დღის განმავლობაში .
პაციენტმა ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი უნდა მიიღოს მაშინვე , როგორც კი გაახსენდება , მაშინაც კი , თუ ეს ნიშნავს ორი ტაბლეტის ერთადმიღებას . ამის შემდეგ მან უნდა გააგრძელოს ტაბლეტების ჩვეულ დროს მიღება სანამ არ დამთავრდება აქტიური ტაბლეტები . 4 არააქტიური ტაბლეტიუნდა გადააგდონ და უნდა დაიწყონ ტაბლეტების მიღება შემდეგი შეფუთვიდან . ნაკლებად სავარაუდოა , რომ პრეპარატის მოხსნისას სისხლდენადადგება მანამდე , სანამ დამთავრდება მეორე შეფუთვის აქტიური ტაბლეტები , მაგრამ მათი მიღების დროს შეიძლება იყოს ლორწოვანი გამონადენი ანსისხლდენა .
პაციენტს აგრეთვე შეუძლია მიმდინარე შეფუთვის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა . ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს შესვენება არაუმეტეს 4 დღე , იმდღეების ჩათვლით , როდესაც ტაბლეტები გამოტოვა , ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს შემდეგი შეფუთვის მიღება .
თუ პაციენტმა ტაბლეტები გამოტოვა და არააქტიური ტაბლეტების მიღების პერიოდში სისხლდენა არაღინიშნა , შესაძლოა ის ორსულად იყოს . ახალი შეფუთვის ტაბლეტების მიღების გაგრძელებამდეპაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .
გამოტოვებულია ციკლში
ერთ აქტიურ ტაბლეტზე ------------------------------ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს
მეტი
დიახ
გამოტოვებულია მხოლოდ
ერთი აქტიური ტაბლეტი
( მიღების დაგვიანება 12--------1-7 დღემდე ------------- გამოტოვებამდე ერთი კვირით ად -
თვეზე მეტად ) რე იყო სქესობრივი კონტაქტი .
¯
არა
უნდა მიიღონ გამოტოვებული ტაბლეტი
უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის დამა -
ტებითი მეთოდები კვირის განმავლობა -
ში და
დაამთავროს შეფუთვა
-------8-14 დღე --------- უნდა მიიღონ გამოტოვებული ტაბლეტი
უნდა დაამთავრონ შეფუთვა
--------15-24 დღე ------- უნდა მიიღონ გამოტოვებული ტაბლეტი
უნდა დაამთავრონ აქტიური ტაბლეტების მიღება
უნდა გამოტოვონ არააქტიური ტაბლეტები 4- რიგში
უნდა დაიწყონ შემდეგი შეფუთვა
ან
უნდა შეწყვიტონ მიმდინარე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება
უნდა გაკეთდეს შესვენება ( მაგრამ არაუმეტეს 4 დღე , გამოტოვებული ტაბლეტებისჩათვლით )
უნდა დაიწყონ შემდეგი შეფუთვა
რეკომენდაციები ღებინებისა და დიარეის შემთხვევაში
კუჭ - ნაწლავის მძიმე დარღვევებისას შეწოვა შეიძლება არასრული იყოს , ამიტომ უნდა მიიღონკონტრაცეპციის დამატებითი ზომები .
თუ აქტიური ტაბლეტის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში მოხდება ღებინება ან დიარეა , ამ შემთხვევაშიმოქმედებენ რეკომენდაციები , რომლებიც ეხება გამოტოვებულ ტაბლეტებს , რომლებიც მითითებულიაპარაგრაფში “ გამოტოვებული ტაბლეტების მიღება ”. თუ პაციენტს არ სურს თავისი მიღების ჩვეულებრივისქემის შეცვლა , მან აუცილებლად უნდა დალიოს დამატებითი ტაბლეტები სხვა შეფუთვიდან .
მენსტრუაციის დაწყების გადადებამენსტრუაციის გადადებისთვის , პაციენტმა უნდა გააგრძელოს ჯესის შემდგომი შეფუთვიდან ტაბლეტებისმიღება , მიმდინარე შეფუთვიდან უნდა გამოტოვოს არააქტიური ტაბლეტები . ამგვარად , ციკლიშეიძლება გახანგრძლივდეს , სურვილის მიხედვით , ნებისმიერი ვადით , სანამ არ დამთავრდება აქტიურიტაბლეტები მეორე შეფუთვიდან . ციკლის ამ დამატებითი დღეების მიმდინარეობისას პაციენტს შეიძლებადაეწყოს სისხლდენა , ან შეიძლება აღინიშნოს გამონადენი . ჯესის რეგულარული მიღება შემდეგგაახლდება არააქტიური ტაბლეტების მიღების ფაზის დამთავრებისას .
მენსტრუაციის დაწყების დღის შეცვლა
მენსტუაციის დაწყების გადასატანად კვირის სხვა დღისთვის , პაციენტს შეუძლია შეამციროს არააქტიურიტაბლეტების მიღების შემდეგი ფაზა დღეების სასურველი რაოდენობით . რაც უფრო მოკლეა ესინტერვალი , მით უფრო მაღალია იმის რისკი , რომ უახლოესი მენსტრუაცია პაციენტს არ ექნება , მეორეშეფუთვის ტაბლეტების მიღებისას კი შეიძლება აღინიშნოს სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენები (ისევე როგორც მენსტრუაციის გადავადებისას ).
გვერდითი მოქმედება
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს არარეგულარულისისხლდენები ( სისხლიანი გამონადენი ან სისხლდენები ), განსაკუთრებით მიღების პირველ თვეებში .
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღების ფონზე ქალებში აღინიშნა სხვა არასასურველიეფექტებიც , რომელთა კავშირიც პრეპარატის მიღებასთან არ დასტურდება , მაგრამ არც უარყოფილია .
ორგანოთასისტემა |
ხშირი ( ³ 1/100) |
არახშირი ( ³ 1/1000 და<1/100) |
იშვიათი (<1/1000) |
მხედველობისორგანო | კონტაქტურილინზებისაუტანლობა (არასასიამოვნოშეგრძნებები მათიტარებისას ) | ||
კუჭ - ნაწლავისტრაქტი | გულისრევა ,ტკივილიმუცელში | ღებინება , დიარეა | |
იმუნური სისტემა | მომატებულიმგრძნობელობისრეაქციები | ||
ზოგადისიმპტომები | წონის მომატება | წონის დაქვეითება | |
მეტაბოლიზმი | სითხის შეკავება | ||
ნერვული სისტემა | თავის ტკივილი ,ასთენიურისინდრომი | შაკიკი | |
ფსიქიატრიულიდარღვევები | განწყობისდაქვეითება ,ხასიათისცვლილებები ,ნევროზულობა | ლიბიდოსდაქვეითება | ლიბიდოს გაზრდა |
რეპროდუქციულისისტემა დასარძევეჯირკვლები | ტკივილი სარძევეჯირკვლებში ,სარძევეჯირკვლებისგაუხეშება ,მენსტრუალურიციკლისდარღვევები ,საშოს კანდიდოზი, საშვილოსნოდანსისხლდენები | სარძევეჯირკვლებისჰიპერტროფია | ვაგინალურიგამონადენი ,გამონადენისარძევეჯირკვლებიდან |
კანი და კანქვეშაქსოვილი | აკნე | გამონაყარი ,ჭინჭრის ციება | კვანძოვანიერითემა ,მულტიფორმულიერითემა |
ისევე როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას იშვიათადშესაძლებელია თრომბოზის და თრომბოემბოლიის განვითარება . ( იხ . აგრეთვე “ განსაკუთრებულიმითითებები ”).
ქალებში თანდაყოლილი ანგიონევროზული შეშუპებით ესტროგენების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ანგააღრმავოს მათი სიმპტომები .
* კონკრეტული გვერდითი რეაქციის აღსანიშნავად გამოიყენება მეტ - ნაკლებად შესაბამისი ტერმინი .სინონიმები ან თანმხლები მდგომარეობები არ აღინიშნება , მაგრამ საჭიროა მათი გათვალისწინებაც .
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას სერიოზულ დარღვეებზე ინფორმაცია არ არის . კლინიკამდელ კვლევებში ასევე არაღინიშნა სერიოზული არასასურველი ეფექტები ჭარბი დოზირების შედეგად .
სიმპტომები , რომლებიც შეიძლება აღინიშნოს ჭარბი დოზირებისას : გულისრევა , ღებინება , საშოდანლორწოვანი სისხლიანი გამონადენები ან საშოდან სისხლდენები .
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ზოგიერთმა სამკურნალწამლო საშუალებამ შეიძლება დააქვეითოს ჯესის ეფექტურობა . მათ მიეკუთვნებაპრეპარატები , რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ ( მაგალითად , პრიმიდონი ,ფენიტოინი , ბარბიტურატები , კარბამაზეპინი , ოკსკარბაზეპინი , ტოპირამატი , ფელბამატი ),ტუბერკულოზის სამკურნალოდ ( მაგალითად , რიფამპიცინი , რიფაბუტინი ) და აივ - ინფექციისსამკურნალოდ ( მაგალითად რიტონავირი , ნევირაპინი ); ანტიბიოტიკები ზოგიერთი სხვა ინფექციურიდაავადების სამკურნალოდ ( მაგალითად პენიცილინი , ტეტრაციკლინები , გრიზეოფულვინი ), ასევესამკურნალწამლო საშუალებები კრაზანას ფუძეზე . ( გამოიყენება ძირითადად დაქვეითებული განწყობისსამკურნალოდ ).
პერორალური კომბინირებული კონტრაცეპტივები შეიძლება გავლენას ახდენდეს სხვა პრეპარატებისმეტაბოლიზმზე ( მაგალითად , ციკლოსპორინი და ლამოტრიჯინი ).
არსებობს თეორიული შესაძლებლობა შრატში კალიუმის მომატებისა იმ ქალებში , რომლებიც ჯესს იღებენერთდროულად პრეპარატებთან , რომლებიც შეიძლება ზრდიდნენ A შრატში კალიუმის დონეს . ამპრეპარატებს მიეკუთვნება ანგიოტენზინ II- ის რეცეპტორების ანტაგონისტები , ზოგიერთი ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ( მაგალითად ინდომეტაცინი ), კალიუმის დამზოგველი დიურეზულები დაალდოსტერონის ანტაგონისტები . თუმცა , კვლევებში , რომლებიც აფასებდა დროსპირენონისურთიერთქმედებას ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებთან ან ინდომეტაცინთან ,შრატში კალიუმის კონცენტრაციაში პლაცებოსთან შედარებით არ გამოვლენილა სარწმუნო განსხვავება .
პაციენტმა ყოველთვის უნდა შეატყობინოს ექიმს , რომელმაც მას ჯესი დაუნიშნა , თუ როგორ წამლებსიღებს . აგრეთვე უნდა შეატყობინოს ნებისმიერ ექიმს ან სტომატოლოგს , რომლებიც ნიშნავენ სხვაპრეპარატებს , ასევე ფარმაცევტს , რომელიც ყიდის წამლებს აფთიაქში , რომ იგი ჯესს იღებს .
ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდებისგამოყენება ( პრეზერვატივი ).
განსაკუთრებული მითითებები
შემდგომი გაფრთხილებები , რომლებიც ეხება სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებისგამოყენებას , უნდა გაითვალისწინონ ჯესის მიღებისას .
თრომბოზი
თრომბოზი - სისხლის კოლტის წარმოქმნა ( თრომბის ), რომელმაც შეიძლება დაახშოს სისხლძარღვი .თრომბის მოწყვეტისას ვითარდება თრომბოებმბოლია . ზოგჯერ თრომბოზი ვითარდება ქვემო კიდურებისღრმა ვენებში ( ღრმა ვენების თრომბოზი ), გულის გვირგვინოვან სისხლძარღვებში ( მიოკარდიუმისინფარქტი ), თავის ტვინის სისხლძარღვებში ( ინსულტი ), ძალიან იშვიათად - სხვა ორგანოებისსისხლძარღვებში .
ღრმა ვენების თრომბოზის რისკი იმ ქალებში , რომლებიც კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებსიღებენ უფრო მაღალია , ვიდრე მათში , ვინც მათ არ იყენებს , მაგრამ არა იმდენად მაღალია როგორცორსულობის დროს .
თრომბოზის განვითარების რისკი იზრდება ასაკთან ერთად , ასევე იმატებს სიგარეტის მოწევის გაზრდისას. ჯესის მიღებისას თამბაქოს მოწევა უნდა შეწყდეს განასკუთრებით მაშინ , თუ პაცინეტის ასაკი 35 წელსაჭარბებს .
ღრმა ვენების თრომბოზის რისკი დროებით იმატებს ოპერაციისას ან ხანგრძლივი იმობილიზაციისას (უმოძრაობისას ), მაგალითად , ფეხზე თაბაშირის დადებისას , ხანგრძლივი წოლითი რეჟიმისას .დაგეგმილი ოპერაციისას ან ჰოსპიტალიზაციისას პაციენტმა ადრე უნდა გააფრთხილოს ექიმი , რომ იგიიღებს კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს . ექიმმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს პრეპარატისმიღების შეწყვეტა ( ოპერაციის დაგეგმვისას , უკიდურეს შემთხვევაში ოპერაციამდე 4 კვირით ადრე ) დაარ განაახლოს მიღება იმობილიზაციის დამთავრებიდან ორი კვირის განმავლობაში .
არტერიული წნევის მომატების გამოვლინებისას ექიმმა შეიძლება პაციენტს ურჩიოს კომბინირებულიპერორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტა .
სიმსივნეები
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებასა და სარძევე ჯირკვლის კიბოს შორის კავშირიდამტკიცებული არ არის , თუმცა იმ ქალებში , რომლებიც კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებსიღებენ იგი ვლინდება რამდენადმე ხშირად , ვიდრე იმავე ასაკის იმ ქალებში , რომლებიც მათ არ იყენებენ. შესაძლებელია ეს განსხვავება გამოწვეულია იმით , რომ პრეპარატის მიღებისას ქალები უფრო ხშირადიტარებენ გამოკვლევას და ამიტომ სარძევე ჯირკვლის კიბო ვლინდება ადრეულ სტადიაზე .
იშვიათ შემთხვევებში სასქესო სტეროიდების მიღების ფონზე აღინიშნა ღვიძლის კეთილთვისებიანი ,უკიდურესად იშვიათად - ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება , რომელმაც შეიძლება გამოიწვიოსსიცოცხლისთვის საშიში მუცლის შიდა სისხლდენა . პრეპარატების მიღებასთან კავშირი დამტკიცებული არარის . მუცელში ძლიერი ტკივილის მოულოდელად გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან სასწრაფოკონსულტაცია .
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის მეტ - ნაკლებად არსებითი ფაქტორია პერსისტირებადიპაპილომა - ვირუსული ინფექცია . საშვილოსნოს ყელის კიბო რამდენადმე უფრო ხშირად ვლინდებაქალებში , რომლებიც იყენებენ კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივებს ხანგრძლივი დროისგანმავლობაში . კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებთან კავშირი დამტკიცებული არ არის . ესშეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო ხშირ გინეკოლოგიურ გამოკვლევებთან საშვილოსნოს ყელისდაავადების გამოსავლენად ან სასქესო ქცევის თავისებურებებით ( კონტრაცეფციის ბარიერულიმეთოდების უფრო იშვიათი გამოყენება ).
ეფექტურობის დაქვეითება
კომბინირებული პერორალური კონტრაცეფციული პრეპარატების ეფექტურობა შეიძლება დაქვეითდესშემდეგ შემთხვევებში : ტაბლეტების გამოტოვებისას , გულისრევის , დიარეის და წამლისმიერიურთიერთქმედების შედეგად .
ქლოაზმისადმი მიდრეკილი ქალები კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისპერიოდში უნდა მოერიდონ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას და ულტრაიისფერი გამოსხივების მოქმედებას .
ანგიონევროზული შეშუპების თანდაყოლილი ფორმის მქონე ქალებში ეგზოგენურმა ესტროგენებმაშეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები .
მენსტრუაციათა შორის სისხლდენები
ისევე როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას , ჯესის მიღებისასპირველი რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული სისხლდენები საშოდან (ლორწოვანი სისხლიანი გამონადენი და უეცარი სისხლდენები ) მენსტრუაციის შორის პერიოდში .პაციენტმა უნდა გამოიყენოს ჰიგიენური საშუალებები და გააგრძელოს ტაბლეტების მიღება ჩვეულებრივად. მენსტრუაციის შორის საშოდან სისხლდენები ჩვეულებრივ წყდება ჯესისადმი პაციენტის ორგანიზმისადაპტაციის შემდეგ ( ჩვეულებრივ ტაბლეტების მიღების 3 ციკლის შემდეგ ). თუ ისინი გრძელდება ,მძიმე ხდება ან გაახლდება პრეპარატის შეწყვწტის შეწყვეტის შემდეგ , პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .
რიგითი მენსტრუაციის არარსებობა
თუ პაციენტი ყველა ტაბლეტს სწორად იღებდა და ტაბლეტებისა და სხვა სამკურნალწამლო საშუალებებისერთდროული მიღებისას არ ჰქონდა ღებინება , ორსულობის შესაძლებლობა დაბალია . მან ჯესის მიღებაუნდა გააგრძელოს ჩვეულებრივად .
თუ ორი მენსტრუაცია მიყოლებით არ განვითარდა , სასწრაფოდ საჭიროა ექიმთან მიმართვა . ორსულობისგამორიცხვამდე პაციენტმა არ უნდა დაიწყოს შემდგომი შეფუთვის მიღება .
გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვაზე
გამოვლენილი არ არის .
როდის არის აუცილებელი ექიმთან კონსულტაცია
რეგულარული კვლევები
თუ პაციენტი იღებს ჯესს , ექიმი შეატყობინებს რეგულარული კვლევების ჩატარების შესახებ , რომლებიცქალმა უნდა გაიაროს მინიმუმ წელიწადში ერთხელ .
ექიმთან კონსულტაცია საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად :
ჯანმრთელობის რაიმე სახის ცვლილებისას , განსაკუთრებით ბროშურაში ჩამოთვლილი ნებისმიერი მდგომარეობისას ( იხ . აგრეთვე “ უკუჩვენება ” და “სიფრთხილით მიღება ”);
სარძევე ჯირკვალში ლოკალური გამაგრებისას ;
თუ პაციენტი აპირებს სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას ( იხ . აგრეთვე “ ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ”);
თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა ( მაგალითად , ფეხზე დადებულია თაბაშირი ), იგეგმება ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია ( ექიმთანკონსულტაცია საჭიროა მინიმუმ ოპერაციამდე 4-6 კვირით ადრე );
საშოდან უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის აღმოცენებისას ;
თუ პაციენტს დაავიწყდა ტაბლეტის მირება პრეპარატის მიღების პირველ კვირაში ( ტაბლეტი შეფუთვის პირველი რიგიდან ) და ჰქონდა სქესობრივიკონტაქტი მანამდე 7 ან ნაკლები დღით ადრე );
თუ პაციენტს ორჯერ ზედიზედ არ ჰქონდა რიგითი მენსტრუაცია ან თუ ეჭვობს , რომ ორსულადაა ( ექიმთან კონსულტაციამდე არ უნდა დაიწყოსშემდეგი შეფუთვის მიღება ).
პაციენტმა ტაბლეტების მიღება უნდა შეწყვიტოს და სასწრაფოდ მიმართოს ექიმს , თუ შეამჩნიათრომბოზის , მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის შესაძლო ნიშნები : უჩვეულო ხველა ; უჩვეულოძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან , რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელში ; მოულოდნელადაღმოცენებული ქოშინი ; უჩვეულო , ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევა ;მხედველობის ნაწილობრივი ან მთლიანი დაკარგვა და თვალებში გაორება : მეტყველების დარღვევა ;სმენის , მხედველობის ან გემოვნების მოულოდნელი ცვლილება ; თავბრუსხვევა ან კომატოზურიმდგომარეობა ; სხეულის ნებისმიერ ნაწილში მგრძნობელობის სისუსტე ან სრული დაკარგვა ; მუცელშიძლიერი ტკივილი ; ძლიერი ტკივილი ფეხში ან ფეხის ნებისმიერი მოულოდნელი შეშუპება .
ჯესი არ იცავს აივ - ინფექციისგან ( შიდსი ) ან ნებისმიერი სხვა დაავადებისგან , რომელიც სქესობრივიგზით გადაეცემა .
პრეპარატი ჯესი რეკომენდებულია ექიმის მიერ პირადად პაციენტისთვის , იგი არ უნდა გადაეცეს სხვებს !
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები . 28 ტაბლეტი (24 აქტიური ტაბლეტი და 4 პლაცებო ტაბლეტი )ბლისტერში . 1 ბლისტერი ჩაწებებულია მუყაოს წინგში . 1 ან 3 გასაშლელი წიგნი წებვადი კალენდრითდა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ჩადებულია გამჭვირვალე აპკში .
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ადგილას , არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე .
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
Units | 28 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account