Espumisan - ესპუმიზანი ბეიბი წვეთები 100მგ 30მლ
ესპუმიზანი® ბები
100 მგ/მლ, შიგნით მისაღები წვეთები, ემულსია
მოქმედი ნივთიერება: სიმეთიკონი
ESPUMISAN ®BABY
ყურადღებით გაეცანით ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
აღნიშნული პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა, მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად, პრეპარატი ესპუმიზანი® ბები უნდა მიიღოთ სიფრთხილის ზომების დაცვით.
- შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
- დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად, მიმართეთ ფარმაცევტს.
- იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება სიმპტომების გაღრმავებას, ან მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 3 დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს. იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
1. ესპუმიზანი® ბების აღწერა და გამოყენება
2. ესპუმიზანი® ბების მიღებამდე
3. ესპუმიზანი® ბების მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. ესპუმიზანი® ბების შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
1. ესპუმიზანი® ბების აღწერა და გამოყენება
ესპუმიზანი® ბები ხსნის მეტეორიზმის (აირები და მუცლის შებერილობა) სიმპტომებს და განკუთვნილია ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ. მისი მოქმედება იწვევს საკვებ მასებში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოში არსებული აირის ბუშტუკების დაშლას. ამ გზით გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედელში, ასევე გამოთავისუფლდება მისი პერისტალტიკური მოძრაობების დროს.
გამოყენების სფერო
ესპუმიზანი® ბები გამოიყენება:
- სიმპტომური მკურნალობისთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების დროს, რომლებიც გამოწვეულია აირების წარმოქმნით, როგორიცაა ნაწლავში აირების დაგროვება (მეტეორიზმი), მუცლის შებერილობა, კოლიკა ახალშობილებში (სამთვიანთა კოლიკა) ან აირების მომატებული წარმოქმნა ოპერაციის შემდეგ;
- მუცლის ღრუს ორგანოების მოსამზადებლად დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის (მაგალითად, რენტგენოგრაფია, უბგ, ენდოსკოპიური კვლევა, ასევე კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით).
2. ესპუმიზანი® ბების მიღებამდე
არ მიიღოთ ესპუმიზანი® ბები შემდეგ შემთხვევებში:
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების სიმეთიკონის ან პრეპარატ ესპუმიზანი® ბების ნებისმიერი სხვა კომპონენტების მიმართ. გახსოვდეთ აღნიშნულის შესახებ, თუ ურჩევთ ესპუმიზანი® ბების სხვა პირებს, რადგან მათაც შეიძლება ჰქონდეთ ალერგია მის კომპონენტებზე.
ესპუმიზანი® ბების მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება შემდეგ სიმპტომებზე
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ახალი ჩივილების გამოვლენის ან/და არსებული ჩივილების 14 დღის განმავლობაში გაგრძელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ექიმი დაადგენს, არის თუ არა აღნიშნული სიმპტომები დაავადების ნიშნები (ეგრედ წოდებული ძირითადი დაავადება), რომელიც საჭიროებს სხვა მკურნალობას.
ჩვილებსა და ბავშვებში პრეპარატის გამოყენებამდე, პირველ რიგში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.
ესპუმიზანი® ბების მიღება საკვებთან და სასმელებთან
თავისებურებების გარეშე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ესპუმიზანი® ბები არ არის განკუთვნილი მოზრდილებისთვის.
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ესპუმიზანი® ბების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ესპუმიზანი® ბები არ არის განკუთვნილი მოზრდილებისთვის.
სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს არ საჭიროებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესპუმიზანი® ბების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტს. თუ მკურნალი ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
3. ესპუმიზანი® ბების მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ ესპუმიზანი® ბები მოცემულ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის მკაცრად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
არსებობს ესპუმიზანი® ბების დოზის განსაზღვრის ორი მეთოდი:
იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია დოზა, მისი განსაზღვრა შეიძლება:
- პიპეტით:
- მილილიტრებით გრადუირებული (მლ) საზომი ხუფით.
საზომი ხელსაწყოების გამოყენების დეტალური ინფორმაცია იხილეთ დოზირების ცხრილის ქვემოთ.
დოზირება
ესპუმიზანი® ბების დოზა განისზღვრება სიმპტომების გამოხატულობის მიხედვით.
როგორც წესი, გამოიყენება შემდეგი დოზები:
• კუჭ-ნაწლავში აირების წარმოქმნითYგამოწვეული სიმპტომების კუპირებისთვის
ასაკობრივი ჯგუფი დოზირება წვეთებში
(პიპეტი)
1 წლამდე ერთჯერად დოზას 5-10 წვეთს ყოველი კვების დროს უმატებენ ბავშვის საკვების ბოთლში ან აძლევენ პატარა კოვზით უშუალოდ ძუძუთი კვების წინ
1-6 წელი 10 წვეთი 3-5 ჯერ დღე-ღამეში
6-14 წელი 10-20 წვეთი 3-5 ჯერ დღე-ღამეში
მოზარდები 20 წვეთი 3-5 ჯერ დღე-ღამეში
გარდა ამისა, ესპუმიზანი® ბების მიღება შეიძლება ოპერაციის შემდეგ.
ესპუმიზანი® ბების ღებულობენ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში - აგრეთვე ძილის წინ.
ესპუმიზანი® ბების ღებულობენ სიმპტომების არსებობამდე.
ესპუმიზანი® ბების ხანგრძილვად მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ისილეთ, ასევე პარაგრაფი 2 ~ესპუმიზანი® ბების მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება შემდეგ სიმპტომებზე~.
დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მოსამზადებლად:
დოზა მლ-ში (საზომი ხუფი)
პროცედურამდე ერთი დღით ადრე – 1 მლ 3 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, პროცედურის ჩატარების დღეს – 1 მლ
კონტრასტული ნივთიერებების სუსპენზიაზე დანამატის სახით:
დოზა მლ-ში (საზომი ხუფი)
2-4 მლ კონტრასტული საშუალების 1 ლ ~ფაფაზე~ ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად
კუჭისა და წვრილი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევისას მოსამზადებლად:
დოზა მლ-ში (საზომი ხუფი)
2-3 მლ ენდოსკოპიის ჩატარებამდე
საჭიროების შემთხვევაში, თუ პროცედურას ხელს უშლის ქაფის ბუშტუკები, მათი გაქრობა შეიძლება რამდენიმე მილილიტრი ემულსიის შეყვანით ენდოსკოპის ინსტრუმენტულ არხში, პროცედურის ჩატარების დროს
გამოყენების წესი
გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ!
პიპეტის გამოყენება (10-25 წვეთი)
ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად თავით ქვევით.
25 წვეთი შეესაბამება 1 მლ ემულსიას (რაც შეესაბამება 100 მგ სიმეთიკონს).
საზომი ხუფის გამოყენება
საზომი ხუფი არის დოზირების ხელსაწყო, რომელზეც აღნიშნულია გრადუირების ხაზები მილილიტრებში. ის დამაგრებულია 30 მლ და 50 მლ ტევადობის ფლაკონი-საწვეთურის ხრახნიან თავსახურზე. საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, თუ საჭიროა 25 წვეთი ან მეტი), შეიძლება მისი ამოღება და გამოყენება დოზის გასაზომად პიპეტის ნაცვლად.
მითითება. გადაყლაპვის საშიშროების გამო საზომი ხუფი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
თუ თქვენ მიიღეთ ესპუმიზანი® ბების საჭიროზე მეტი დოზა
ნაკლებსავარაუდოა, რომ ესპუმიზანი® ბების ძალიან დიდი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სახის არასასურველი მოვლენა. ესპუმიზანი® ბების დიდი რაოდენობის მიღებასაც კი არ ახლავს რაიმე პრობლემები.
პრეპარატ ესპუმიზანი® ბების მოქმედი ნივთიერება, სიმეთიკონი, შლის ქაფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მხოლოდ ფიზიკური მექანიზმების საშუალებით. ნაწლავში გავლისას სიმეთიკონი არ შეიწოვება და არ ხდება მისი ქიმიური ან ფერმენტული გარდაქმნა.
თუ დაგავიწყდათ ესპუმიზანი® ბების მიღება
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა.
თუ შეწყვიტეთ ესპუმიზანი® ბების მიღება
ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ჩივილები განახლდეს.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ესპუმიზანი® ბების მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე არ აღნიშნულა.
იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოქმედებას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. ესპუმიზანი® ბების შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25˚ჩ ტემპერატურაზე. ნუ გაყინავთ!
სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ესპუმიზანი® ბები არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
ესპუმიზანი® ბების გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
6. დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ესპუმიზანი® ბების შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი.
1 მლ შიგნით მისაღები ემულსია შეიცავს 100 მგ სიმეთიკონს.
სხვა კომპონენტებია:
მაკროგოლის სტეარატი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, სორბინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი PH მნიშვნელობის დასარეგულირებლად, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის ქლორიდი, სორბიტის ხსნარი (არაკრისტალური, E 420), კარბომერები, ნატრიუმის ციტრატი, ბანანის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.
ესპუმიზანი® ბების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ესპუმიზანი® ბები არის რძისფერი-თეთრი დაბალი სიბლანტის ემულსია, 30 მლ ან 50 მლ ტევადობის ყავისფერი მინის ფლაკონებში ეტიკეტით, პიპეტით, ხრახნიანი თავსახურით და მიმაგრებული საზომი ხუფით.
შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
ბერლინ-ხემი აგ
(მენარინი გრუპ)
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
მწარმოებელი
ბერლინ-ხემი აგ
(მენარინი გრუპ)
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
მოცემული ჩანართის ბოლო დამტკიცების თარიღი: 05.2010 წ.
ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account