როგორ გავუმკლავდეთ შებერილობას?
ნაწლავებში დიდი რაოდენობით წარმოქმნილი აირები ქმნიან დისკომფორტს მუცლის ღრუს არეში სიმძიმის, ტკივილის, მომატებული სიმკვრივის სახით.
იცოდით, რომ ყველა ადამიანისთვის ნაცნობი, ერთი შეხედვით უწყინარი მდგომარეობა - შებერილობა, რეალურად საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომი შესაძლოა იყოს?!
ნაწლავებში დიდი რაოდენობით გარსიანი აირების წარმოქმნა მეტეორიზმის მიზეზი შესაძლოა გახდეს. ნაწლავში აირის გაადგილებას თან ახლავს ყრუ ან მკვეთრი ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, მუცლის ნორმალურზე მეტად გამკვრივება, ხმაური და დაგროვილი აირების სხვადასხვა სახით გამოთავისუფლება.
შებერილობა ერთ-ერთ დამახასიათებელი სიმპტომს წარმოადგენს შემდეგი პათოლოგიებისთვის:
· საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებები;
· ენტერიტი;
· კოლიტი;
· გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
· ქრონიკული ქოლეცისტიტი;
· აეროფაგია;
· ლაქტოზის აუტანლობა;
· გასტრიტი;
· ნაწლავების ანთებითი დაავადებები;
· ნევროზი
· და სხვა
რა თქმა უნდა, შებერილობა გამოხატულია ჩვილებში და მათ პრაქტიკულად ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანებიც განიცდიან, თუმცა პრობლემის უგულებელყოფითა და თვითმკურნალობით შესაძლოა ზემოთ აღნიშნული, სერიოზული პათოლოგია გამოგვეპაროს ან მისი გართულება გამოვიწვიოთ.
ექიმი-გასტროენტეროლოგი გიგა სორდია მოგიყვებათ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ შებერილობის შესახებ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account