ოლიგოკრინ-T 1მლ. 10 ამპულა
შემადგენლობა :
1 მლ ხსნარი შეიცავს :
აქტიური ნივთიერებები : ოლიგოკრინ -100% თხევადი სუბსტანცია – 0.5 მლ
დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის ქლორიდი 9.0 მგ, საინექციო წყალი 1 მლ - მდე
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
მცენარეული წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო , რეგენერაციისა და რეპარაციის პროცესებისმასტიმულირებელის საშუალება , იმუნომოდულატორი .
ათქ - კოდი : G02CX
ფარმაკოლოგიური თვისებები :
ფარმაკოდინამიკა :
ოლიგოკრინი - T მცენარეული წარმოშობის კომბინირებული საინექციო პრეპარატია ( თხევადისუბსტანცია ოლიგოკრინი - 100% შედგება მაყვლის ფოთლების , კომშის ფოთლების , ასკილისფოთლებისა და ფითრის ყლორტების სპირტიანი ექსტრაქტებისაგან ), რომელიც შეიცავს ბიოლოგიურადაქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს – ორგანული მჟავები ( ნაჯერი მონოკარბონმჟავები – პროპიონის მჟავა ,იზოვალერიანის მჟავა ; ცხიმოვანი მჟავები , მათ შორის უჯერი ცხიმოვანი მჟავა – ოლეინის მჟავა ;ალიფატური და არომატული ჰიდროქსიმჟავები – რძემჟავა , ვაშლის მჟავა , ლინომჟავა , სალიცილის მჟავა; ტრიტერპენული მჟავა – ურსოლის მჟავა ), ფლავონოიდები , მთრიმლავი ნივთიერებები , სტეროიდები ,ალკალოიდები ( მათ შორის პურინული ალკალოიდი - კოფეინი ), შაქრები ( გლუკოზა , ფრუქტოზა დასხვ .), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები ( კაროტინები ( A პროვიტამინები ), ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი ), ქოლინი ( ვიტამინი B4 ), რიბოფლავინი ( ვიტამინი B2 ), ფილოქინონი ( K ვიტამინი ), Pვიტამინი , E ვიტამინი ) და მინერალური ნივთიერებები ( მიკროელემენტები : Se, Cu, Zn, Fe ;მაკროელემენტები : K, Mg ). პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება , რომელიც გამოიხატებამამაკაცებში სერტოლისა და ლეიდეგის უჯრედების ფუნქციის აქტივაციით , სპერმატოგენეზისსტიმულაციით , ეაკულატში სპერმატოზოიდების კონცენტრაციისა და სიჩქარის მომატებით , ლიბიდოსგაძლიერებით , ქალებში მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბებით , ლიპიდების ცვლისა დაქოლესტერინის დონის მოწესრიგებით , ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტური და იმუნომამოდულირებელიმოქმედებით , რომელიც მყარი თერაპიული მოქმედებით ხასიათდება , განპირობებულია პრეპარატისშემადგენლობაში შემავალი უნიკალური ნივთიერებათა კომპლექსით .
ფარმაკოკინეტიკა :
პრეპარატ ოლიგოკრინ - T - ს მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ურთიერთშერწყმულიქმედებით , ამიტომაც ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების ჩატარება არ არის შესაძლებელი .
ჩვენება :
ოლიგოკრინ - T - ს გამოიყენება მამაკაცებში ოლიგოსპერმიის სხვადასხვა ფორმების სამკურნალოდ , მათშორის ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი პათოლოგიით გამოწვეული სპერმატოგენეზის დარღვევის დროს. დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობისას . პრეპარატიინიშნება მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების სამკურნალოდ .
ქალებში პრეპარატი ინიშნება ოვულაციის სტიმულირებისათვის , პრემენსტრუალური სინდრომის დროს ,საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესების სამკურნალოდ .
ოლიგოკრინ - T გამოიყენება ASA - ანტისპერმული ანტისხეულების მომატებით გამოწვეულიიმუნოლოგიური უნაყოფობის ( შეუთავსებლობის ) დროს .
ოლიგოკრინ - T ინიშნება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება სხვადასხვა ინფექციურიდაავადებების ( ქლამიდიოზი , ციტომეგალოვირუსი , ჰერპეს ვირუსი და სხვ .) მკურნალობისასანტიბიოტიკებთან ერთად .
უკუჩვენება :
უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს .
გაფრთხილება :
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ .
გვერდითი ეფექტი :
არ არის დადგენილი .
გამოყენება და დოზები :
მამაკაცებში : სპერმატოგენეზის დარღვევისა და სქესობრივი დისფუნქციის დროს ინიშნება თითო ამპულა(1.0 მლ ) კუნთებში კვირაში 1 - 2- ჯერ 2 – 6 კვირის განმავლობაში ; ეფექტის შენარჩუნების მიზნითმკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს იმავე დოზით სპერმოგრამის მაჩვენებლებსა და კლინიკურ ეფექტზედაკვირვებით .
ქალებში : ოლიგოკრინ - T ინიშნება პრემენსტრუალური სინდრომის შემთხვევაში მენსტრუალურიციკლის მე -12, მე -14 და მე -16 დღიდან , ციკლის ხანგრძლივობის შესაბამისად ( ლუთეინური ფაზისდასაწყისიდან ), თითო ინექცია (1.0 მლ ) კუნთებში ხუთი დღის განმავლობაში .
ინფექციურ - ანთებითი პროცესებისა და იმუნოლოგიური უნაყოფობის შემთხვევებში , როგორცმამაკაცებში , ასევე ქალებში ინიშნება თითო ამპულა (1.0 მლ ) კუნთებში კვირაში 1 – 2- ჯერ ან მეტჯერ2 – 6 კვირის განმავლობაში ; შემდგომი ეფექტის შესანარჩუნებლად თითო ამპულა (1.0 მლ ) კვირაში 1-ჯერ ოთხი კვირის განმავლობაში .
ჭარბი დოზირება :
პრეპარატის დოზირება ინდივიდუალური ხასიათისაა .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :
პრეპარატი ავლენს სინერგისტულ ეფექტს ანდროგენულ , ანტიესტროგენულ , ანტიჰისტამინურ დაგლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან , ასევე ანტიბიოტიკებთან და იმ პრეპარატებთან , რომელიცგამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორეგირებისათვის .
გამოშვების ფორმა :
#10 1.0 მლ ამპულა , მუყაოს კოლოფში , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .
შენახვის პირობები :
პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისაგან დაცულ ადგილზე , 15 - 20 ° C ტემპერატურაზე .
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი .
გაცემის პირობა : ექიმის რეცეპტით .
მწარმოებელი : შ . პ . ს . ,, გეომედი ”
მისამართი : ქ . თბილისი , გოთუას ქ . #3
Units | 10 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account