ოლიგოკრინ-T 1მლ. 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 79,08 ლ რეგულარული ფასი 112,00 ლ
მარაგშია
SKU
33504_900
ჩვენება : ოლიგოკრინ - T - ს გამოიყენება მამაკაცებში ოლიგოსპერმიის სხვადასხვა ფორმების სამკურნალოდ , მათშორის ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი პათოლოგიით გამოწვეული სპერმატოგენეზის დარღვევის დროს.

შემადგენლობა :

1 მლ ხსნარი შეიცავს :

აქტიური ნივთიერებები : ოლიგოკრინ -100% თხევადი სუბსტანცია – 0.5 მლ

დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის ქლორიდი    9.0 მგ, საინექციო წყალი         1 მლ - მდე   

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

მცენარეული წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო , რეგენერაციისა და რეპარაციის პროცესებისმასტიმულირებელის საშუალება , იმუნომოდულატორი .

ათქ - კოდი : G02CX

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ფარმაკოდინამიკა :

ოლიგოკრინი - T მცენარეული წარმოშობის კომბინირებული საინექციო პრეპარატია ( თხევადისუბსტანცია ოლიგოკრინი - 100% შედგება მაყვლის ფოთლების , კომშის ფოთლების , ასკილისფოთლებისა და   ფითრის ყლორტების სპირტიანი ექსტრაქტებისაგან ), რომელიც შეიცავს ბიოლოგიურადაქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს – ორგანული მჟავები ( ნაჯერი მონოკარბონმჟავები – პროპიონის მჟავა ,იზოვალერიანის მჟავა ; ცხიმოვანი მჟავები , მათ შორის უჯერი ცხიმოვანი მჟავა – ოლეინის მჟავა ;ალიფატური და არომატული ჰიდროქსიმჟავები – რძემჟავა , ვაშლის მჟავა , ლინომჟავა , სალიცილის მჟავა; ტრიტერპენული მჟავა – ურსოლის მჟავა ), ფლავონოიდები , მთრიმლავი ნივთიერებები , სტეროიდები ,ალკალოიდები ( მათ შორის პურინული ალკალოიდი - კოფეინი ), შაქრები ( გლუკოზა , ფრუქტოზა დასხვ .), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები ( კაროტინები ( A პროვიტამინები ), ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი ), ქოლინი ( ვიტამინი B4 ), რიბოფლავინი ( ვიტამინი B2 ), ფილოქინონი ( K ვიტამინი ), Pვიტამინი , E ვიტამინი ) და მინერალური ნივთიერებები ( მიკროელემენტები : Se, Cu, Zn, Fe ;მაკროელემენტები : K, Mg ). პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება , რომელიც გამოიხატებამამაკაცებში სერტოლისა და ლეიდეგის უჯრედების ფუნქციის აქტივაციით , სპერმატოგენეზისსტიმულაციით , ეაკულატში სპერმატოზოიდების კონცენტრაციისა და სიჩქარის მომატებით , ლიბიდოსგაძლიერებით , ქალებში მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბებით , ლიპიდების ცვლისა დაქოლესტერინის დონის მოწესრიგებით , ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტური და იმუნომამოდულირებელიმოქმედებით , რომელიც მყარი თერაპიული მოქმედებით ხასიათდება , განპირობებულია პრეპარატისშემადგენლობაში შემავალი უნიკალური ნივთიერებათა კომპლექსით .

ფარმაკოკინეტიკა :

პრეპარატ ოლიგოკრინ - T - ს მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების   ურთიერთშერწყმულიქმედებით , ამიტომაც ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების ჩატარება არ არის შესაძლებელი .

ჩვენება :

ოლიგოკრინ - T - ს გამოიყენება მამაკაცებში ოლიგოსპერმიის სხვადასხვა ფორმების სამკურნალოდ , მათშორის ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი პათოლოგიით გამოწვეული სპერმატოგენეზის დარღვევის დროს. დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობისას . პრეპარატიინიშნება მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების სამკურნალოდ .

ქალებში პრეპარატი ინიშნება ოვულაციის სტიმულირებისათვის , პრემენსტრუალური სინდრომის დროს ,საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესების სამკურნალოდ .

ოლიგოკრინ - T გამოიყენება ASA - ანტისპერმული ანტისხეულების მომატებით გამოწვეულიიმუნოლოგიური უნაყოფობის ( შეუთავსებლობის ) დროს .

ოლიგოკრინ - T ინიშნება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება სხვადასხვა ინფექციურიდაავადებების ( ქლამიდიოზი , ციტომეგალოვირუსი , ჰერპეს ვირუსი და სხვ .) მკურნალობისასანტიბიოტიკებთან ერთად .

უკუჩვენება :

უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს .

გაფრთხილება :

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ .

გვერდითი ეფექტი :

არ არის დადგენილი .

გამოყენება და დოზები :

მამაკაცებში : სპერმატოგენეზის დარღვევისა და სქესობრივი დისფუნქციის დროს ინიშნება თითო ამპულა(1.0 მლ ) კუნთებში კვირაში 1 - 2- ჯერ 2 – 6 კვირის განმავლობაში ; ეფექტის შენარჩუნების მიზნითმკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს იმავე დოზით სპერმოგრამის მაჩვენებლებსა და კლინიკურ ეფექტზედაკვირვებით .

ქალებში : ოლიგოკრინ - T ინიშნება პრემენსტრუალური სინდრომის შემთხვევაში   მენსტრუალურიციკლის მე -12, მე -14 და მე -16 დღიდან , ციკლის ხანგრძლივობის შესაბამისად ( ლუთეინური ფაზისდასაწყისიდან ), თითო ინექცია (1.0 მლ ) კუნთებში ხუთი დღის განმავლობაში .

ინფექციურ - ანთებითი პროცესებისა და იმუნოლოგიური უნაყოფობის შემთხვევებში , როგორცმამაკაცებში , ასევე ქალებში ინიშნება თითო ამპულა (1.0 მლ ) კუნთებში კვირაში 1 – 2- ჯერ ან მეტჯერ2 – 6 კვირის განმავლობაში ; შემდგომი ეფექტის შესანარჩუნებლად თითო ამპულა (1.0 მლ ) კვირაში 1-ჯერ ოთხი კვირის განმავლობაში .

ჭარბი დოზირება :

პრეპარატის დოზირება ინდივიდუალური ხასიათისაა .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

პრეპარატი ავლენს სინერგისტულ ეფექტს ანდროგენულ , ანტიესტროგენულ , ანტიჰისტამინურ დაგლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან , ასევე ანტიბიოტიკებთან და იმ პრეპარატებთან , რომელიცგამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორეგირებისათვის .

გამოშვების ფორმა :

#10 1.0 მლ ამპულა , მუყაოს კოლოფში , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობები :

პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისაგან დაცულ ადგილზე , 15 - 20 ° C ტემპერატურაზე .

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა :

2 წელი .

გაცემის პირობა : ექიმის რეცეპტით .

მწარმოებელი :     შ . პ . ს . ,, გეომედი ”

მისამართი :        ქ . თბილისი , გოთუას ქ . #3

 

მეტი ინფორაცია
Units 10
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy