Validol - ვალიდოლი 20 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 4,03 ლ რეგულარული ფასი 5,60 ლ
მარაგშია
SKU
634_138
გამოყენების ჩვენებები: პრეპარატის გამოყენების მთავარ ჩვენებებს წარმოადგენს სტენოკარდიის, კარდიალგიის მსუბუქი შეტევები, „შექანების“ სინდრომი (ღებინება, გულისრევა ზღვისა და ჰაერის დაავადების დროს), ისტერია, ნევროზი, თავის ტკივილი, დაკავშირებული ნიტრატების მიღებასთან.

გამოყენების  ინსტრუქცია

 

ვალიდოლი

VALIDOL

 

სავაჭრო დასახელება: ვალიდოლი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: -

ქიმიური დასახელება: α-მეთილ-2-(2-იზოპროპილ)ციკლოჰექსანოლი და [5-მეთილ-2-(2-პროპილ)ციკლოჰექსილი]-3-მეთილბუტანოატი.

 

სამკურნალო ფორმა: კაფსულები 100 მგ.

შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავას (ვალიდოლის) მენთოლის ეთერში - 100 მგ.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

აღწერილობა. რბილი ჟელატინის სფეროს ფორმის კაფსულები, ღია-ყვითელი ფერის.

კაფსულის შიგთავსი - გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ან მოყვითალო-მომწვანო ზეთოვანი სითხე მენთოლის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულის დაავადებების სამკურნალო სხვა კომბინირებული პრეპარატები.

კოდი ათქ: [C01EX].

 

გამოყენების ჩვენებები:

პრეპარატის გამოყენების მთავარ ჩვენებებს წარმოადგენს სტენოკარდიის, კარდიალგიის მსუბუქი შეტევები, „შექანების“ სინდრომი (ღებინება, გულისრევა ზღვისა და ჰაერის დაავადების დროს), ისტერია, ნევროზი, თავის ტკივილი, დაკავშირებული ნიტრატების მიღებასთან.

 

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი მიირება სუბლინგვურად 1 კაფსულა (100 მგ) 2-ჯერ დღეში (კაფსულა უნდა გაიჩეროთ პირში, ენის ქვეშ, მის სრულ გაწოვამდე). საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 600 მგ-მდე დღეში.

მიღების ჯერადობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით. მიღებიდან უახლოეს 5-10 წუთში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან არასაკმარისი გამოხატულობის დროს საჭიროა სხვა თერაპიის დანიშვნა.

 

განსაკუთრებული მითითებები:

სასურველი ეფექტის მიღწევის დასაჩქარებლად შეიძლება ვალიდოლის კაფსულის დაღეჭვა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

გამოვლენილი არ არის.

 

გვერდითი მოქმედება:

პრეპარატის მიღებისას ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია მსუბუქი ღებინება, ცრემლდენა, თავბრუსხვევა. ეს მოვლენები მალე თავისით გაივლის.

 

 

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: აწ დაწევა, ცნს დათრგუნვა.

მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

 

ზეგავლენა ავტომობილის ტარების,მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ზეგავლენას არ ახდენს.

 

გამოშვების ფორმა

10 კაფსულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში (ბლისტერში); 2 ბლისტერი კოლოფში. 

 

შენახვის პირობები

ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 150C -  250C ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.      

 

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

უს „მინსკინტერკაფსი“, ბელარუსის რესპუბლიკა

220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ინჟინერნაიას ქ., სახლი 26

 

 

მეტი ინფორაცია
Units 20
Form სპრეი
Is Online? არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy