Validol - ვალიდოლი 20 კაფსულა
გამოყენების ინსტრუქცია
ვალიდოლი
VALIDOL
სავაჭრო დასახელება: ვალიდოლი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: -
ქიმიური დასახელება: α-მეთილ-2-(2-იზოპროპილ)ციკლოჰექსანოლი და [5-მეთილ-2-(2-პროპილ)ციკლოჰექსილი]-3-მეთილბუტანოატი.
სამკურნალო ფორმა: კაფსულები 100 მგ.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავას (ვალიდოლის) მენთოლის ეთერში - 100 მგ.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
აღწერილობა. რბილი ჟელატინის სფეროს ფორმის კაფსულები, ღია-ყვითელი ფერის.
კაფსულის შიგთავსი - გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ან მოყვითალო-მომწვანო ზეთოვანი სითხე მენთოლის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულის დაავადებების სამკურნალო სხვა კომბინირებული პრეპარატები.
კოდი ათქ: [C01EX].
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატის გამოყენების მთავარ ჩვენებებს წარმოადგენს სტენოკარდიის, კარდიალგიის მსუბუქი შეტევები, „შექანების“ სინდრომი (ღებინება, გულისრევა ზღვისა და ჰაერის დაავადების დროს), ისტერია, ნევროზი, თავის ტკივილი, დაკავშირებული ნიტრატების მიღებასთან.
გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი მიირება სუბლინგვურად 1 კაფსულა (100 მგ) 2-ჯერ დღეში (კაფსულა უნდა გაიჩეროთ პირში, ენის ქვეშ, მის სრულ გაწოვამდე). საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 600 მგ-მდე დღეში.
მიღების ჯერადობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით. მიღებიდან უახლოეს 5-10 წუთში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან არასაკმარისი გამოხატულობის დროს საჭიროა სხვა თერაპიის დანიშვნა.
განსაკუთრებული მითითებები:
სასურველი ეფექტის მიღწევის დასაჩქარებლად შეიძლება ვალიდოლის კაფსულის დაღეჭვა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
გამოვლენილი არ არის.
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის მიღებისას ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია მსუბუქი ღებინება, ცრემლდენა, თავბრუსხვევა. ეს მოვლენები მალე თავისით გაივლის.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: აწ დაწევა, ცნს დათრგუნვა.
მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მოხსნა.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა.
ზეგავლენა ავტომობილის ტარების,მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ზეგავლენას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა
10 კაფსულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში (ბლისტერში); 2 ბლისტერი კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 150C - 250C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
უს „მინსკინტერკაფსი“, ბელარუსის რესპუბლიკა
220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ინჟინერნაიას ქ., სახლი 26
Units | 20 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account