Systane Balance - სისტეინ ბალანსი თვალის წვეთები 10მლ
ჩვენება:მშრალი თვალის სინდრომი, წვა და გაღიზიანება.
გამოყენება:
- ეს არის დამატენიანებელი ხსნარი ლიპიდურ საფუძველზე პროფილაქტიკისათვის და მშრალი თვალის სამკურნალოდ.
- ატენიანებს თვალის ზედაპირს და ასტაბილიზირებს საცრემლე აპკის ლიპიდურ ფენას.
- უზრუნველყოფს მშრალი თვალის სინდრომის ისეთი გამოვლინებების ხანგრძლივად აღმოფხვრას, როგორიცაა წვა და გაღიზიანება.
- უზრუნველყოფს მეიბომიური ჯირკვლების დისფუნქციით გამოწვეული თვალის სიმშრალისაგან დაცვას.
შემადგენლობა: პროპილენგლიკოლს, ჰიდროქსიპროპი გუარ 8A-ს, მინერალურ ზეთს, დიმირისტოილ ფოსფატიდილგლიცეროლს, პოლიოქსილ-40-სტეარატს, სორბიტან ტრისტეარატს, ბორის მჟავას, სორბიტოლს, დინატრიუმის ედეტატს, ქლორწყალბად მჟავას და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს შესაფერისი პH-ის შესაქმნელად, გასუფთავებულ წყალს და პოლიკვატერინუმ-1-ს (POLYQUAD®) 0,001% - კონსერვანტის სახით.
უკუჩვენებები: ცნობილი ალერგია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გამოყენების წესი: სისტეინ® ბალანსი საშუალება ოფტალმოლოგიური წვეთები შეიძლება იქნას გამოყენებული დღის განმავლობაში საჭიროების მიხედვით. შეანჯღრიეთ ფლაკონი, ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში და დაახამხამეთ.
შეიძლება გამოყენება მშრალი თვალის სინდრომის შესამსუბუქებლად, რომელიც დაკავშირებულია კონტაქტური ლინზების ტარებასთან.
გაფრთხილება: აუცილებელია ექიმის მითითებების და წინამდებარე ინსტრუქციაში არსებული რეკომენდაციების დაცვა. თუ თქვენ გრძნობთ მუდმივ დისკომფორტს, ჭარბ ცრემლდენას, მხედველობის სიმახვილის ცვლილებას ან თვალების შეწითლებას - ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგანაც პრობლემა შეიძლება სერიოზული იყოს.
სიფრთხილის ზომები:
• ხსნარის დაბინძურების პრევენციისათვის ნუ შეეხებით ფლაკონის საწვეთურით ნებისმიერ ზედაპირს.
• გამოყენების შემდეგ მჭიდროს დაახურეთ ფლაკონს თავსახური და შეინახეთ ფლაკონი თავდახურული.
• შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• შეინახეთ შეფუთვაზე მითითებულ ვადამდე.
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს 6 თვეზე მეტ ხანს ფლაკონის პირველი გახსნიდან.
სისტეინ® ბალანსი საშუალება ოფტალმოლოგიური წვეთები ექვემდებარება კომბინირებულ სტერილიზაციას ორთქლით და ფილტრაციით, მისი მიწოდება ხდება პლასტიკურ ფლაკონებში 10-10 მლ. სტერილურია A
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account