Systane Balance - სისტეინ ბალანსი თვალის წვეთები 10მლ

განსაკუთრებული ფასი 26,66 ლ რეგულარული ფასი 37,60 ლ
მარაგშია
SKU
40629_1389

ჩვენება:მშრალი თვალის სინდრომი, წვა და გაღიზიანება.

გამოყენება:

  • ეს არის დამატენიანებელი ხსნარი ლიპიდურ საფუძველზე პროფილაქტიკისათვის და მშრალი თვალის სამკურნალოდ.
  • ატენიანებს თვალის ზედაპირს და ასტაბილიზირებს საცრემლე აპკის ლიპიდურ ფენას.
  • უზრუნველყოფს მშრალი თვალის სინდრომის ისეთი გამოვლინებების ხანგრძლივად აღმოფხვრას, როგორიცაა წვა და გაღიზიანება.
  • უზრუნველყოფს მეიბომიური ჯირკვლების დისფუნქციით გამოწვეული თვალის სიმშრალისაგან დაცვას.

შემადგენლობა: პროპილენგლიკოლს, ჰიდროქსიპროპი გუარ 8A-ს, მინერალურ ზეთს, დიმირისტოილ ფოსფატიდილგლიცეროლს, პოლიოქსილ-40-სტეარატს, სორბიტან ტრისტეარატს, ბორის მჟავას, სორბიტოლს, დინატრიუმის ედეტატს, ქლორწყალბად მჟავას და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს შესაფერისი პH-ის შესაქმნელად, გასუფთავებულ წყალს და პოლიკვატერინუმ-1-ს (POLYQUAD®) 0,001% - კონსერვანტის სახით.

უკუჩვენებები: ცნობილი ალერგია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გამოყენების წესი: სისტეინ® ბალანსი საშუალება ოფტალმოლოგიური წვეთები შეიძლება იქნას გამოყენებული დღის განმავლობაში საჭიროების მიხედვით. შეანჯღრიეთ ფლაკონი, ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში და დაახამხამეთ.
შეიძლება გამოყენება მშრალი თვალის სინდრომის შესამსუბუქებლად, რომელიც დაკავშირებულია კონტაქტური ლინზების ტარებასთან.

გაფრთხილება: აუცილებელია ექიმის მითითებების და წინამდებარე ინსტრუქციაში არსებული რეკომენდაციების დაცვა. თუ თქვენ გრძნობთ მუდმივ დისკომფორტს, ჭარბ ცრემლდენას, მხედველობის სიმახვილის ცვლილებას ან თვალების შეწითლებას - ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგანაც პრობლემა შეიძლება სერიოზული იყოს.
სიფრთხილის ზომები:
• ხსნარის დაბინძურების პრევენციისათვის ნუ შეეხებით ფლაკონის საწვეთურით ნებისმიერ ზედაპირს.
• გამოყენების შემდეგ მჭიდროს დაახურეთ ფლაკონს თავსახური და შეინახეთ ფლაკონი თავდახურული.
• შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
• შეინახეთ შეფუთვაზე მითითებულ ვადამდე.
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს 6 თვეზე მეტ ხანს ფლაკონის პირველი გახსნიდან.

სისტეინ® ბალანსი საშუალება ოფტალმოლოგიური წვეთები ექვემდებარება კომბინირებულ სტერილიზაციას ორთქლით და ფილტრაციით, მისი მიწოდება ხდება პლასტიკურ ფლაკონებში 10-10 მლ. სტერილურია A

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy