Gluferal - გლუფერალი 20 ტაბლეტი
ჩვენება: ეპილეფსია
შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს :
კალციუმის გლუკონატს 0.2 გ
ფენობარბიტალს 0.025 გ
ნატრიუმის კოფეინ - ბენზოატს 0.005 გ
ბრომიზოვალს 0.07 გ
დამხმარე ნივთიერებები : კარტოფილის სახამებელი , სტეარინის მჟავა
აღწერილობა: თეთრი ფერის ტაბლეტი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება .
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ავლენს კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას .
ჩვენება: ეპილეფსია
უკუჩვენება:
თირკმელების და ღვიძლის მძიმე დაავადებები , ალკოჰოლიზმი , ორსულობის პერიოდი , ლაქტაცია, სხვა სედატიურ საშუალებებთან ერთდროულად მიღება.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად . დოზა დგინდება ინდივიდუალურად . მოზრდილებში დოზა ვარირებს 2- დან 4 ტაბლეტამდე . მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 10 ტაბლეტს .
ბავშვებში იგი ინიშნება ასაკის მიხედვით და შეადგენს 1 / 2 ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დღეღამური დოზა 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 5 ტაბლეტს .
პრეპარატის დოზას ზრდიან თანდათანობით შეტევის შეწყვეტამდე , მაგრამ არა უმეტეს რეკომენდებული დღეღამური მაქსიმიმალური დოზისა.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას პირველ დღეებში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა , რომელიც ჩვეულებრივ რამოდენიმე დღის შემდეგ თავისთავად ქრება.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა. ზემოთ აღნიშნული მოვლენები დოზის შემცირებისთანავე ქრება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი ეპილეფსიის დროს გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში
(ძირითადად ძლიერი ტონურ - კლონური კრუნჩხვების დროს ). გლუფერალი სხვადასხვა სახის ეპილეფსიური აბსანსების დროს გამოიყენება ოქსაზოლიდინთან კომბინაციაში.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღების შეწყვეტა ხორციელდება დოზის თანდათანობითი შემცირების გზით . მისი მიღების მკვეთრი შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია შეტევის განახლება და მისი გახშირება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ეპილეფსიური სტატუსის განვითარება.
გამოშვების ფორმა:
#10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში .
#10 ტაბლეტი კონტურულ არაუჯრედოვან შეფუთვაში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილა , 15-25°C ტემპერატურაზე .
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი
მწარმოებელი : სს " თბილქიმფარმი "
Units | 20 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account