Gluferal - გლუფერალი 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 4,23 ლ რეგულარული ფასი 6,00 ლ
მარაგშია
SKU
26742_136

ჩვენება: ეპილეფსია

შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს :

კალციუმის გლუკონატს   0.2 გ

ფენობარბიტალს 0.025 გ

ნატრიუმის კოფეინ - ბენზოატს  0.005 გ

ბრომიზოვალს  0.07 გ

დამხმარე ნივთიერებები : კარტოფილის სახამებელი , სტეარინის მჟავა

აღწერილობა: თეთრი ფერის ტაბლეტი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ავლენს კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას .

ჩვენება: ეპილეფსია

უკუჩვენება:

თირკმელების და ღვიძლის მძიმე დაავადებები , ალკოჰოლიზმი , ორსულობის პერიოდი , ლაქტაცია, სხვა სედატიურ საშუალებებთან ერთდროულად მიღება.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად . დოზა დგინდება ინდივიდუალურად . მოზრდილებში დოზა ვარირებს 2- დან 4 ტაბლეტამდე . მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 10 ტაბლეტს .
ბავშვებში იგი ინიშნება ასაკის მიხედვით და შეადგენს  1 / 2   ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დღეღამური დოზა 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს  5 ტაბლეტს .

პრეპარატის დოზას ზრდიან თანდათანობით შეტევის შეწყვეტამდე , მაგრამ არა უმეტეს რეკომენდებული დღეღამური მაქსიმიმალური დოზისა.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებისას პირველ დღეებში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა , რომელიც ჩვეულებრივ რამოდენიმე დღის შემდეგ თავისთავად ქრება.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში   შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა. ზემოთ აღნიშნული მოვლენები დოზის შემცირებისთანავე ქრება. 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატი ეპილეფსიის დროს გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში

(ძირითადად ძლიერი ტონურ - კლონური კრუნჩხვების დროს ).  გლუფერალი სხვადასხვა სახის ეპილეფსიური აბსანსების დროს გამოიყენება ოქსაზოლიდინთან კომბინაციაში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღების შეწყვეტა ხორციელდება დოზის თანდათანობითი შემცირების გზით . მისი მიღების მკვეთრი შეწყვეტის შემთხვევაში   შესაძლებელია შეტევის განახლება და მისი გახშირება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში   შესაძლებელია ეპილეფსიური სტატუსის განვითარება.

გამოშვების ფორმა:

#10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში .

#10 ტაბლეტი კონტურულ არაუჯრედოვან შეფუთვაში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილა , 15-25°C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

მწარმოებელი : სს " თბილქიმფარმი "

მეტი ინფორაცია
Units 20
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy