Gulidol - გულიდოლი (ვალიდოლი) 0.06გ 10 ტაბლეტი
ჩვენება: ფუნქციური კარდიალგია, სტენოკარდიის, შეტევები ნევროზები.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება : მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავის მენთოლის ეთერში .
1 ტაბლეტი შეიცავს : მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავის მენთოლის ეთერში 0.06 გ .
დამხმარე ნივთიერებები : შაქარი , კალციუმის სტეარატი .
წამლის ფორმა: სუბლინგვური ტაბლეტები .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ - სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალება .
ფარმაკოლოგიური თვისებები . ავლენს სისხლძარღვთა ზომიერ , რეფლექსურ გამაფართოვებელ ( მათ შორისკორონაროგამაფართოვებელს ) და სედატიურ მოქმედებას , პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგძნობიარენერვული რეცეპტორების გაღიზიანების ხარჯზე . რეცეპტორების სტიმულაციას თან ახლავს ენდოგენურიფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლების ინდუქცია , რომლებიც მონაწილეობასღებულობენ ტკივილის შეგრძნების შემცირებაში , სისხლძარღვების განვლადობის ნორმალიზაციაში , ასევენერვული და გულ - სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების რეგულაციაში . არტერიული ჰიპერტენზიისმქონე პაციენტებში ავლენს ზომიერ , ხანმოკლე ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს . გულიდოლი ნაკლებადტოქსიკურია და არ კუმულირდება ორგანიზმში . არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს .
სუბლინგვური გამოყენებისას პრეპარატის მოქმედება 5 წუთში ვითარდება .
გამოყენების ჩვენება
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგ მდგომარეობის დროს: ფუნქციური კარდიალგია, ნეირო-ცირკულატორული დისტონია კარდიალური ტიპით, სტენოკარდიის მსუბუქი და ხანმოკლე შეტევები (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); ნევროზები, ისტერია, ნევროზული ხასიათის ღებინება,ზღვისა და ჰაერის დაავადება ( სიმპტომური თერაპია).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ( ალერგია ), გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია .
სიფრთხილე
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან მიმართვა . საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის მიღებიდან პირველისაათების განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებთან მუშაობისას ან ისეთი სამუშაოს შესრულებისას , რომელიც საჭიროებსყურადღებას , რათა შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა , ძილიანობა და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის გამოყენებისშესახებ . ამცირებს ნიტრატების მიღებით გამოწვეული თავის ტკივილის გამოხატულებას . სედატიური დაანტიჰიპერტენზიული ეფექტების პოტენცირება შესაძლებელია სხვა ფსიქოტროპულ და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ,ოპიოიდურ ანალგეტიკებთან , სანარკოზე საშუალებებთან და ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას .
განსაკუთრებული მითითებები
ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს გულიდოლის მიღებაზე წინამორბედი რეაქციის შესახებ . პრეპარატისგამოყენებისას სტენოკარდიის შეტევების კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში პირველი 5 წუთისგანმავლობაში ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ნიტრატები უნდა დაინიშნოს .
გამოყენების წესი და დოზირება
ტაბლეტები პირში ( ენის ქვეშ ) ჩერდება სრულ გაწოვამდე . მოზრდილებისთვის ერთჯერადი დოზაა 1-2 ტაბლეტი ;სადღეღამისო დოზა – ჩვეულებრივ 2-4 ტაბლეტია . საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს .
მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე .
ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს უფრო გამოხატული გვერდითი ეფექტები – არტერიული ჰიპოტენზია ,ღებინება და თვბრუსხვევა . აღნიშნული მოვლენები გაივლის თავისთავად პრეპარატის მოხსნის შემდეგ .
გვერდითი ეფექტები
იშვიათად შესაძლებელია უმნიშვნელო ღებინება , ცრემლდენა , თავბრუსხვევა , ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია ,ძილიანობა .
ნებისმიერი არასასურველი მოვლენის ან უჩვეულო რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი .
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 8 °C -15 °C ტემპერატურაზე.
შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ - უჯრედულ შეფუთვაში , 1 ან 3 შეფუთვა კოლოფში.
გაცემის პირობები
ურეცეპტოდ .
მწარმოებელის დასახელება: ,, ლუგანსკის ქიმიურ - ფარმაცევტული ქარხანა ”.
Units | 1 |
---|---|
Form | 1 |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account