Gulidol - გულიდოლი (ვალიდოლი) 0.06გ 10 ტაბლეტი

0,20 ლ
მარაგშია
SKU
19437_111

ჩვენება: ფუნქციური კარდიალგია, სტენოკარდიის, შეტევები ნევროზები.

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება : მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავის მენთოლის ეთერში .

1 ტაბლეტი შეიცავს : მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავის მენთოლის ეთერში 0.06 გ .

დამხმარე ნივთიერებები : შაქარი , კალციუმის სტეარატი .

წამლის ფორმა: სუბლინგვური ტაბლეტები .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გულ - სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალება .

ფარმაკოლოგიური თვისებები . ავლენს სისხლძარღვთა ზომიერ , რეფლექსურ   გამაფართოვებელ ( მათ შორისკორონაროგამაფართოვებელს ) და სედატიურ მოქმედებას , პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგძნობიარენერვული რეცეპტორების გაღიზიანების ხარჯზე . რეცეპტორების სტიმულაციას თან ახლავს ენდოგენურიფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლების ინდუქცია , რომლებიც მონაწილეობასღებულობენ ტკივილის შეგრძნების შემცირებაში , სისხლძარღვების განვლადობის ნორმალიზაციაში , ასევენერვული და გულ - სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების რეგულაციაში . არტერიული ჰიპერტენზიისმქონე პაციენტებში ავლენს ზომიერ , ხანმოკლე ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს . გულიდოლი ნაკლებადტოქსიკურია და არ კუმულირდება ორგანიზმში . არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს .

სუბლინგვური გამოყენებისას პრეპარატის მოქმედება 5 წუთში ვითარდება .

გამოყენების ჩვენება

პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგ მდგომარეობის დროს: ფუნქციური კარდიალგია, ნეირო-ცირკულატორული დისტონია კარდიალური ტიპით, სტენოკარდიის მსუბუქი და ხანმოკლე შეტევები (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში); ნევროზები, ისტერია, ნევროზული ხასიათის ღებინება,ზღვისა და ჰაერის დაავადება ( სიმპტომური თერაპია).

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ( ალერგია ), გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია .

სიფრთხილე

პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან მიმართვა . საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის მიღებიდან პირველისაათების განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებთან მუშაობისას ან ისეთი სამუშაოს შესრულებისას , რომელიც საჭიროებსყურადღებას , რათა შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა , ძილიანობა და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შემცირება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის გამოყენებისშესახებ . ამცირებს ნიტრატების მიღებით გამოწვეული თავის ტკივილის გამოხატულებას . სედატიური დაანტიჰიპერტენზიული ეფექტების პოტენცირება შესაძლებელია სხვა ფსიქოტროპულ და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ,ოპიოიდურ ანალგეტიკებთან , სანარკოზე საშუალებებთან და ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას .    

განსაკუთრებული მითითებები

ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს გულიდოლის მიღებაზე წინამორბედი რეაქციის შესახებ . პრეპარატისგამოყენებისას სტენოკარდიის შეტევების კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში პირველი 5 წუთისგანმავლობაში ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ნიტრატები უნდა დაინიშნოს .

გამოყენების წესი და დოზირება

ტაბლეტები პირში ( ენის ქვეშ ) ჩერდება სრულ გაწოვამდე . მოზრდილებისთვის ერთჯერადი დოზაა 1-2 ტაბლეტი ;სადღეღამისო დოზა – ჩვეულებრივ 2-4 ტაბლეტია . საჭიროების შემთხვევაში ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს .

მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე .

ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება განვითარდეს უფრო გამოხატული გვერდითი ეფექტები – არტერიული ჰიპოტენზია ,ღებინება და თვბრუსხვევა . აღნიშნული მოვლენები გაივლის თავისთავად პრეპარატის მოხსნის შემდეგ .

გვერდითი ეფექტები

იშვიათად შესაძლებელია უმნიშვნელო ღებინება , ცრემლდენა , თავბრუსხვევა , ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია ,ძილიანობა .

ნებისმიერი არასასურველი მოვლენის ან უჩვეულო რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

ვარგისიანობის ვადა - 2 წელი .

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 8 °C -15 °C ტემპერატურაზე.

შეფუთვა

10 ტაბლეტი კონტურულ - უჯრედულ შეფუთვაში , 1 ან 3 შეფუთვა კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ .

მწარმოებელის დასახელება: ,, ლუგანსკის ქიმიურ - ფარმაცევტული ქარხანა ”.

მეტი ინფორაცია
Units 1
Form 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy