Amvilab - ამვილაბი ჰიალურონი 60 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 49,36 ლ რეგულარული ფასი 98,71 ლ
მარაგშია
SKU
68323_1477

ჰიალურონის მჟავა არეგულირებს წყლის ბალანსს, ახდენს კანის ღრმა დატენიანებას, ხელს უწყობს კოლაგენის, ელასტინის გამომუშავებას. უზრუნველყოფს ხრტილის რეგენერაციას, ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას და შესაბამისად ამცირებს ტკივილს და დისკომფორტს სახსრებში, აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილობას.

ამვილაბი/ჰიალურონი

გაახალგაზრდავების ოქროს სტანდარტი

კანის ღრმა დატენიანება, ჰიდრატაცია,  ნაოჭების შემცირება

ჰიალურონის მჟავა არის პოლისაქარიდი, რომელიც უჯრედშორისი მატრიქსის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს კოლაგენთან და ელასტინთან ერთად, იგი ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილშია, მისი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება კანში, სახსრებში (სინოვიალურ სითხეში, ხრტილში), თვალის მინისებრ სხეულში. ჰიალურონის მჟავა ორგანიზმისათვის მოლეკულურ ,,ღრუბელს“ წარმოადგენს,  რომელიც იკავშირებს 1000 - ჯერ მეტი რაოდენობის  წყლის მოლეკულას, რაც განაპირობებს  ყველაზე ეფექტურ დატენიანებას.

ჰიალურონი მჟავა და კანი

ჰიალურონის მჟავა არეგულირებს წყლის ბალანსს, ახდენს კანის ღრმა დატენიანებას, ხელს უწყობს კოლაგენის, ელასტინის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ტონუსს. კანი ხდება უფრო ელასტიური, მკვრივი, გლუვი, ახალგაზრდული. იგი  ამცირებს ნაოჭებს და ახდენს მათი წარმოქმნის პრევენციას, იცავს კანს დაბერებისაგან, აქვს კანის სწრაფად რეგენერაციის უნარი ამიტომ, ეფექტურია აკნეს, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ. ჰიალურონის მჟავა ზრდის გარეგანი კოსმეტიკური საშუალებების ეფექტურობას.

ჰიალურონი მჟავა და სახსრები

ჰიალურონის მჟავა შედის სინოვიალური სითხის, ხრტილის შემადგენლობაში, იგი მოქმედებს როგორც საპოხი ნივთიერება სახსროვანი ზედაპირებისათვის, აღადგენს სინოვიალური სითხის მოცულობას და სიბლანტეს,  უზრუნველყოფს ხრტილის რეგენერაციას, ამცირებს სახსროვანი ზედაპირის ცვეთას და შესაბამისად ამცირებს ტკივილს და დისკომფორტს სახსრებში, აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას და მობილობას.

ჩვენება:

  • კანის სიმშრალე, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია
  • თმა, კანი, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება (თმის ცვენა, ფრჩხილის მტვრევადობა, აშრევება)
  • სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • მოტეხილობები, ჭრილობები

შემადგენლობა:  ჰიალურონის მჟავა 100 მგ

დოზირება:  1 ტაბლეტი  1-3 -ჯერ დღეში საკვებთან ერთად

გაფრთხილება:  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 

გამოშვების ფორმა:  60 ტაბლეტი

მწარმოებელი:  ამვილაბი აშშ

მეტი ინფორაცია
Units 60
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy