5 რამ, რაც საკვები დანამატების შესახებ უნდა იცოდეთ

 

 საკვები დანამატები მცირე ზომის კაფსულების, ან ჟელესებრი მასის სახით წარმოდგენილი აქტიური ინგრედიენტებია, რომლებიც კონკრეტული პრობლემის მოგვარების ან უბრალოდ იმუნიტეტის გასაძლიერებელი მოქმედებისაა.

შეგიმჩნევიათ, რომ ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ, აქვთ მოწესრიგებული ძილის რეჟიმი და სხვა სიკეთეები, იყენებენ არაჩვეულებრივ კანისა და თმის მოვლის საშუალებებს, თუმცა განიცდიან მათ უშედეგობას. იქნებ თავადვე წარმოვადგენთ მათ რიგებს? მიუხედავად დიდი მცდელობისა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, კანის დეჰიდრატაცია, უენერგიობა, ხშირი ავადობა და სხვა დისკომფორტი არ გვტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ საიმონ საინეკმა აბსოლუტურად სხვა კონტექსტში მოგვიწოდა „მუდმივად დავიწყოთ ძიება სიტყვიდან - რატომ?“ ჯანმრთელობასთან მიმართებით ეს ფრაზა იდეალური მანიშნებელია. დღეს გიყვებით ფაქტებს იმ პროდუქტზე, რომელმაც რადიკალურად შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

 

საკვები დანამატები მცირე ზომის კაფსულების, ან ჟელესებრი მასის სახით წარმოდგენილი აქტიური ინგრედიენტებია, რომლებიც კონკრეტული პრობლემის მოგვარების ან უბრალოდ იმუნიტეტის გასაძლიერებელი მოქმედებისაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მათი მოხმარება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, საქართველოში საკვები დანამატების გარშემო ცნობიერება საკმაოდ დაბალია, ამიტომ 5 ყველაზე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ.

 

1.    დანამატები სხვადასხვა ფორმითაა წარმოდგენილი

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, აბის, ჟელესებრი მასასის, ფხვნილისა თუ თხევადი სახით წარმოდგენილი საკვები დანამატები თანაბრად ეფექტური შეიძლება იყოს. მათი დანიშნულება განზოგადებულად ერთი და იგივეა: შეავსოს თქვენი რაციონი იმ საკვები ნივთიერებით, მინერალებითა და ვიტამინებით, რომელთა ნაკლებობაც ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე.

ფორმულა შეიცავს მინიმუმ ერთ აქტიურ ინგრედიენტს: ვიტამინს, მინერალს, სხვადასხვა ტიპის ბალახეულ ექსტრაქტს, ამინომჟავებს ან ფერმენტებს. ზოგიერთი დანამატი კი კომპლექსური ფორმულის -  მულტივიტამინის სახითაა წარმოდგენილი.  

 

2.    ზოგიერთი დანამატი ეფექტურია, ზოგი კი არა.

ზედმეტად მარტივად ჟღერს? რეალურად, თუ გამოკითხავთ ადამიანებს, რომელთაც დანამატების ეფექტურის არ სჯერათ, მიღებული უკუკავშირით მიხვდებით, რომ არასწორად შერჩეული ფორმულის გამო სამუდამოდ ჩაიქნიეს ხელი.

მაშინ, თუ საერთოდ არ იცით რომელ კომპონენტზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი, თუმცა გსურთ გაიძლიეროთ იმუნიტეტი, შემდეგ ენციკლოპედიას უნდა მიაკითხოთ:

ვიტამინი B12-  ხელს უწყობს ნერვული და სისხლის უჯრედების შენარჩუნებას, დნმ-ის წარმოქმნას და ანემიის თავიდან აცილებას

ფოლიუმის მჟავა - განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულებისთვის, რადგან შეუძლია ამცირებს ნაყოფის სხვადასხვა თანდაყოლილ პრობლემას

ვიტამინი D - აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას და აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ორგანიზმში

ვიტამინები C და E - აძლიერებენ უჯრედის დაცვით ფუნქციებს და ხელს უშლიან მის დაზიანებას

თევზის ქონი - რეკომენდებულია მხედველობის გაუმჯობესებისა და გულის ჯანმრთელობისთვის  

თუთია - განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდ-პანდემიისას, რადგან აძლიერებს გემოსა და ყნოსვის რეცეპტორებს.

მელატონინი - აწესრიგებს ყველაზე რთულ და დაუმორჩილებელ ძილის რეჟიმსაც კი

 

3.    საკვები დანამატების მიღებით, მართლაც შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი რუტინის ეფექტურობა

დიახ, ეს მითი არ არის. თმის ცვენის, კანის გამოშრობის და ნაოჭებისკენ მიდრეკილების მიზეზი ხშირად ჩვენს ორგანოთა სისტემაში იმალება. შეუძლებელია გარეგანი მოხმარების პროდუქტები იყოს ეფექტური მაშინ, როცა განმაპირობებელი ფაქტორი მოგვარებული არ არის. ამიტომ, სასურველია წელიწადში ორჯერ, მაშინ როცა ვიტამინების ნაკლებობას ყველაზე მეტად განვიცდით, ჩავიტაროთ საკვები დანამატებისგან დაკომპლექტებული კურსი.

მაგალითად, სილამაზის ვიტამინი ბიოტინი, თმის, კანისა და ფრჩხილის გამაძლიერებელი ფორმულის სახით გვხდება. მასთან კომბინაციაშია ჰიალურონის მჟავა, რომელიც ეფექტურ ფორმულას ქმნის მარადიული ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ასევე, განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს კოლაგენის ფხვნილები და კაფსულები, რადგან 26 წლის ასაკიდან ჩვენი ორგანიზმი ნელ-ნელა აფერხებს მთავარი „საშენი ცილის“ სინთეზსს, რის ხარჯზეც ირღვევა სხვადასხვა ტიპის უჯრედული ბმა, სულ უფრო თვალსაჩინო ხდება მიმიკური ხაზები და ქვეითდება ელასტიურობა. ასეთ დროს, ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოლაგენის მიწოდება.

 

4.    საკვები დანამატები ყოველთვის არ არის უსაფრთხო

დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერი ტიპის აქტიური ინგრედიენტის თვითნებური მიღება შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო, ამიტომ სასურველია ჩატარებულ კურსს წინ უძღვოდეს კონსულტაცია შესაბამისი კომპეტენციის ექიმთან ან ნუტრიციონოლოგთან.

5.    დანამატები რჩება დანამატებად

აუცილებელია თავადაც დავეხმაროთ ორგანიზმს საუკეთესო შედეგის მიღებაში. სწორად შერჩეული პროდუქტის მიღების შემდეგად შესაძლებელია სხეულის სასურველი კონტურების გამოკვეთა, გუნება-განწყობის ამაღლება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება, იმუნიტეტის გაძლიერება, მხედველობის გაუმჯობესება, კიდევ უფრო ძლიერი ფრჩხილების, ერთგვაროვანი კანისა და ძლიერი თმის მიღება. სწორედ ამიტომ, შეარჩიეთ ბრენდი, რომლის ეფექტურობაც საერთაშორისო დონეზეა ცნობილი, ჩაიტარეთ სრულფასოვანი კურსი და აიმაღლეთ ცხოვრების ხალისი.