Solgar - სოლგარი მელატონინი 5მგ 60 ტაბლეტი
განსაკუთრებული ფასი
44,96 ლ
რეგულარული ფასი
52,58 ლ
მარაგშია
SKU
73361_2153
ჩვენება:
ძილის დარღვევები, ვეგეტონევროზი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, სტრესი, ბიოლოგიური რითმის ნორმალიზება
მელატონინი
5 მგ
შემადგენლობა: მელატონინი (N-აცეტილ-5-მეტოქსიტრიფტამინი) – 5მგ.
მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის მთავარი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს, რომელიც:
არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რითმს
აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს
ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას:
უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას
აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას
ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას
აუმჯობესებს გუნება-განწყობას დილით გაღვიძების შემდეგ
გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას
სიზმრები ხდება უფრო ნათელი და ემოციურად გაჯერებული
ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას, სტრესულ რეაქციებს
უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ ადვილად ადაპტირებას საათობრივი ზონების სწრაფ ცვლილებებზე
ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები
აფერხებს გონადოტროპინებისა და ადენოჰიპოფიზის ჰორმონების: კორტიკოტროპინის, თირეოტროპინისა და სომატოტროპინის სეკრეციას
არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას
მელატონინი ზრდის ძილის ხანგრძლივობას, ამცირებს შფოთვას, აგზნებადობას, მოუსვენრობას და უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას. მელატონინი ბუნებრივად აწესრიგებს ძილის პრობლემებს.
ძილის დარღვევები უარყოფითად მოქმედებს ნერვულ, იმუნურ, გულ–სისხლძარღვთა, ენდოკრინულ სისტემაზე. იგი აგრეთვე აქვეითებს მეხსიერებასა და შრომისუნარიანობას.
ჩვენება:
ძილის დარღვევები
ვეგეტონევროზი
მომატებული ნერვული აგზნებადობა
ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა, სტრესი
ბიოლოგიური რითმის ნორმალიზება
რატომ სოლგარის მელატონინი?
სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული კლინიკურად შესწავლილი ძილის ფორმულაა
მიიღება მხოლოდ 1 ტაბლეტი ძილის წინ
არ გააჩნია გვერდითი მოვლენები
ბუნებრივად და ეფექტურად აწესრიგებს ძილს
დამატებითი ინგრედიენტები: მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კრემნიუმის დიოქსიდი, მცენარეული სტეარინის მჟავა.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობელს, მღებავ ნივთიერებებსა და კონსერვანტებს.
დოზირება და მიღების წესი: მიიღება 1 გრანულა დღეში, დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე, შუალედში 1 კვირიანი შესვენებით.
საათობრივი სარტყლის ცვლისას, როგორც ადაპტოგენი, მიიღება ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-5 დღის განმავლობაში, 1 გრანულა დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე.
არ არის განკუთვნილი ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე პირთათვის. სიფრთხილით გამოიყენება მძღოლებში, პრეპარატის მიღებისას უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლი.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 60 გრანულა.
მწარმოებელი: სოლგარი, აშშ.
Units | 60 |
---|
Write Your Own Review
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account