ორსულობის ტესტი ჭავლური N1
0123 ორსულობის ტესტის გამოყენების ინსტრუქცია
ოკსურე™ ორსულობის ტესტი ჭავლური
დოკუმენტის ნომერი: IFU-HCG Midstream I, A/2-20150825
დანიშნულება
ეგენსის ერთ საფეხურიანი ორსულობის შარდის ტესტის ნაკრები (ჭავლური) წარმოადგენს სწრაფ ქრომატოგრაფიულ იმუნოლოგიურ სინჯს შარდის ნიმუშებში ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (აქგ) ხარისხობრივი დეტექციისთვის რომელიც დახმარებას უწევს მომხმარებლებს სახლის პირობებში ორსულობის ადრეულ დადგენაში.
შეჯამება და განმარტებები
ერთსაფეხურიანი ქორიონული გონადოტროპინის ორსულობის შარდის ტესტი ზომავს ჰორმონის - ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის (აქგ) შემცველობას შარდში ორსულობის ადრეული აღმოჩენისთვის. ორსულობის დროს პლაცენტა გამოყოფს აქგ-ს ემბრიონის საშვილოსნოს ამომფენ გარსზე მიმაგრების შემდეგ. ამ ტესტს შეუძლია ორსულობის დადგენა გამოტოვებული ციკლიდან ერთ დღეში. ორსულობის პროგრესირებასთან ერთად, შარდიში აქგ-ს კონცენტრაცია იზრდება - 25მსე/მლ (მილი-საერთაშორისო ერთეული) და უფრო მაღალ მაჩვენებლებამდე. აქგ-ს კონცენტრაცია არა-ორსულ ქალებში ჩვეულებრივ არის 5.0მსე/მლ. ბოლო გამოტოვებული მენსტრუალური ციკლის დროისთვის, აქგ-ს დონე შარდში დაახლოებით 100მსე/მლ-ის ფარგლებშია, პიკური მაჩვენებლით 100,000-დან 200,000მსე/მლ-მდე.
ტესტის პრინციპი
აქგ ტესტი წარმოადგენს სწრაფ ერთსაფეხურიან ტესტს, რომელიც იყენებს იმუნოქრომატოგრაფიულ ტექნოლოგიას. ბოჭკოვანი შუშის ქაღალდის სტრიპზე მოთავსებული აპკი შემწოვი ბალიშით გაჟღენთილია ოქროს ნაწილაკების და აქგ-ს მონოკლონური ანტისხეულების კოლოიდური კონიუგატით. სინჯის ბოლოში მოთავსებული სხვა შემწოვი ბალიშები შთანთქავენ ნიმუშის ჭარბ სითხეს. შარდის ნიმუში აღწევს ქრომატოგრაფიულ აპკამდე. როდესაც ნიმუში კონტაქტში მოდის აპკთან, ის შლის ლიოფილიზებულ კონიუგატს. რეაქტიულ ნიმუშში, აქგ ანტიგენი უკავშირდება კოლოიდური ხსნარის ანტისხეულებს. კონიუგატის აპკისკენ გადაადგილებისას, ტესტის ზონაში (“T”) მოთავსებული ქორიონული გონადოტროპინის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები დაუკავშირდება აქგ-ოქროს კონიუგატის კომპლექსს და წარმოქმნის ვარდისფერ ხაზს (“T”). ნებისმიერი ნიმუში იწვევს ვარდისფერი ხაზის გამოჩენას კონტროლის ზონაში (“C”). ეს ხაზი იქმნება საკონტროლო ზონაში მოთავსებული პოლიკლონური ანტისხეულების (თაგვის IgG საწინააღმდეგო ანტისხეულები) დაკავშირებით ნიმუშის და კოლოიდური ოქროს კონიუგატთან. ამ ხაზის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ტესტი სწორად ჩატარდა.
შეფუთვის შიგთავსი
თითოეული კოლოფი შეიცავს: პაკეტს და გამოყენების ინსტრუქციას
თითოეული პაკეტი შეიცავს: ორსულობის ტესტის სტიკს და გამშრობ ადსორბენტს.
შენახვა და სტაბილურობა
ტესტის ნაკრების შენახვა დასაშვებია ოთახის ტემპერატურაზე (4℃-30℃) ჰერმეტულ პაკეტში ვარგისიანობის ამოწურვის თარიღამდე.
ტესტის კომპლექტები უნდა ინახებოდეს პირდაპირი სინათლის, ნესტისა და სითბოსგან დაცულ ადგილზე.
არ გაყინოთ.
ვარგისიანობის ვადა
24 თვე.
სიფრთხილის ზომები
- მხოლოდ ინ ვიტრო დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის, არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.
- ტესტის ჩატარებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. თითოეული საფეხური განახორციელეთ ზუსტად ინსტრუქციაში აღწერილის შესაბამისად.
- არ გამოიყენოთ პაკეტზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
- თითოეული ჭავლური ტესტი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად; არ გამოიყენოთ აქგ ორსულობის ჭავლური ტესტი განმეორებით.
- არ გამოიყენოთ ჭავლური ტესტი თუ ჰერმეტული პაკეტი დაზიანებულია.
- ჰერმეტული პაკეტის გახსნის შემდეგ ჭავლური ტესტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ.
- გადააგდეთ თითოეული ერთსაფეხურიანი ქორიონული გონადოტროპინის ორსულობის ჭავლური ტესტი გამოყენების შემდეგ. შარდის ნიმუშები და ტესტის გამოყენებული ნაწილები უნდა განიხილოთ პოტენციურად ინფექციურ მასალებად და გამოიყენოთ და მოიცილოთ შესაბამისად. მოარიდეთ კანთან კონტაქტს.
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
საჭირო მასალები, რომლებიც არ მოყვება კომპლექტს
ტაიმერი
ტესტის პროცედურა
ნიმუშის შეგროვება და გამოყენება
ამ ტესტის ჩასატარებლად დაიჭირეთ ჭავლური ტესტის შემწოვი ბოლო პირდაპირ შარდის ნაკადის ქვეშ. იდეალურია დილით დაუყოვნებლივ გაღვიძების შემდგომი ნიმუშები, რადგან ისინი ზოგადად აქგ-ს უფრო მაღალ კონცენტრაციას შეიცავს. თუმცა აგრეთვე დასაშვებია დღის ნებისმიერ მონაკვეთში აღებული შარდის ნიმუშების გამოყენებაც.
გამოყენების მითითებები
- ჰერმეტული პაკეტი მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურამდე.
- ფრთხილად ამოიღეთ ჭავლური ტესტი ჰერმეტული პაკეტიდან.
- დაიჭირეთ ჭავლური ტესტი და მოაშორეთ თავსახური და გამოაჩინეთ შემწოვი ბოლო.
- მიმართეთ შემწოვი ბოლო ქვევით; შეუშვირეთ შემწოვი ბოლო შარდის ნაკადს 3-4 წამის განმავლობაში რათა ბოლო საფუძვლიანად დასველდეს.
- დაახურეთ მოწყობილობას თავსახური და დაელოდეთ ფერადი ზოლების გაჩენას.
- წაიკითხეთ შედეგები 5 წუთში.
შარდის ნიმუშში აქგ-ს კონცენტრაციიდან გამომდინარე დადებითი შედეგები შესაძლოა დაინახოთ 40 წამში. დაიცადეთ სრული ხუთი წუთი შედეგის დასადასტურებლად. არ წაიკითხოთ ჭავლური ტესტი 5 წუთის შემდეგ, რადგან ესეც შესაძლოა ტესტის არასწორ შედეგთან იყოს დაკავშირებული.
- ეს ტესტი ერთჯერადი გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. გთხოვთ უსაფრთხოდ გადააგდოთ ჭავლური ტესტი; განიხილეთ ის ინფექციურ მასალად და გადააგდეთ შესაბამისად გამოყენების შემდეგ.
- როგორ წავიკითხოთ შედეგი
|
დადებითი: თუ ერთსაფეხურიან აქგ ორსულობის ტესტზე გამოჩნდა ორი ვარდისფერი/მეწამული ფერის ხაზი, ერთი საკონტროლო ველზე და ერთი ტესტის ველზე, ეს ნიშნავს იმას, რომ აქგ აღმოჩენილია შარდში და ორსულობის შესაძლებლობა მაღალია. ეს ხაზები შესაძლოა მკრთალი იყოს ან ერთი ხაზი შესაძლოა მეორეზე ღია ფერის იყოს; თუმცა ასეთ შემთხვევაშიც შედეგი დადებითია. არ არის აუცილებელი ხაზების სიმკვეთრე ან ფერი იდენტური იყოს.
უარყოფითი: თუ ერთსაფეხურიან აქგ ორსულობის ჭავლური ტესტის საკონტროლო ველში ჩანს ერთი ვარდისფერი/მეწამული ხაზი, ხოლო ტესტის ველში ხაზი არ არის, ეს ტესტის უარყოფით შედეგს ნიშნავს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ შარდში არ დადგინდა აქგ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ ორსულად ან ტესტი ნაადრევად ჩაატარეთ. თუ არ ხართ დარწმუნებული შედეგში, გაიმეორეთ ტესტი 48 საათში..
არასარწმუნო: თუ კონტროლის ველის არცერთ ნაწილში ხაზი არ ჩანს, ტესტის პასუხი არასარწმუნოა და ტესტი უნდა გაიმეოროთ სხვა ჭავლური ტესტის გამოყენებით.
ტესტის არასარწმუნო შედეგის მიზეზი შეიძლება იყოს:
- შემწოვი ბოლოს არასაკმარისი დასველება.
- ტესტის შედეგის ნაადრევად ან დაგვიანებით წაკითხვა. უნდა გაითვალისწინოთ 5 წუთიანი რეაქციის დრო.
დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ პროცედურის შეზღუდვები.
- ხარისხის კონტროლი
ხარისხის შიდა კონტროლის მახასიათებლები:
ხაზის გამოჩენა კონტროლის ზონაში მიუთითებს იმაზე, რომ ჭავლური ტესტი სწორად ფუნქციონირებს და ასრულებს პროცედურული კონტროლის როლს. ტესტის ახალი პარტიების მიღებისას ტესტის სწორი ფუნქციონირების დასადასტურებლად რეკომენდირებულია შეფასდეს დადებით აქგ კონტროლი (25-250მსე/მლ აქგ-ს შემცველობა) და უარყოფითი აქგ კონტროლი (0მსე/მლ აქგ-ს შემცველობა).
ტექნიკური მახასიათებლები
- სენსიტიურობა
ერთსაფეხურიანი აქგ ორსულობის შარდის ტესტის კომპლექტი აჩვენებს დადებით შედეგებს ნიმუშებისთვის, რომლებიც შეიცავს აქგ-ს 25მსე/მლ ან უფრო მაღალ კონცენტრაციებს.
- სიზუსტე
ერთსაფეხურიან აქგ შარდის ორსულობის ტესტის კომპლექტის ლეგალურად წარმოებულ სხვა საშუალებებთან შემადარებელი კვლევები ჩატარდა სახლის და კლინიკური კონტროლის ლაბორატორიის პირობებში. შედარდა დადებით და უარყოფითი შედეგები და კორელაცია იყო >99%.
- სპეციფიურობა
0 და 25 მსე/მლ აქგ-ს შემცველ შარდში შემდგომი ნაერთების გახსნისას არ აღინიშნა გადაფარვა.
ამჰ(ადამიანის მალუთეინიზებელი ჰორმონი) ……………………………………………………….500მსე /მლ
აფმჰ(ადამიანის გოლიკულ-მასტიმულირებელი ჰორმონი)………………………………….1000მსე/მლ
ათმჰ(ადამიანის თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი)…………………………………. 1000მკსე/მლ
აცეტამინოფენი |
20მგ/დლ |
კოდეინი |
6მკგ/დლ |
აცეტოაცეტატი |
2000მგ/დლ |
ეთანოლი |
1.0% |
ასკორბინის მჟავა |
20მგ/დლ |
მეთანოლი |
10% |
B-ჰიდროქსიბუტირატი |
2000მგ/დლ |
ალბუმინი |
2000მგ/დლ |
კოფეინი |
20მგ/დლ |
გლუკოზა |
2000მგ/დლ |
ეფედრინი |
20მგ/დლ |
ბილირუბინი |
2მგ/დლ |
გენტიზის მჟავა |
20მგ/დლ |
ატროპინი |
20მგ/დლ |
ფენილპროპანოლამინი |
20მგ/დლ |
ესტრიოლ-17-ბეტა |
1400მკგ/დლ |
სალიცილის მჟავა |
20მგ/დლ |
ჰემოგლობინი |
500მგ/დლ |
ფენოთიაზინი |
20მგ/დლ |
პრეგნანედიოლი |
1500მკგ/დლ |
ედტა |
80მგ/დლ |
თიოფენი |
20მგ/დლ |
აცეტილსაცილიცილის მჟავა |
20მგ/დლ |
ამპიცილინი |
20მგ/დლ |
ბენზოილექგონინი |
10მგ/დლ |
ტეტრაციკლინი |
20მგ/დლ |
კანაბინოლი |
10მგ/დლ |
კეტონი |
20მგ/დლ |
პროცედურის შეზღუდვები
ტესტის ნაადრევმა ჩატარებამ შესაძლოა მოგცეთ ცრუ უარყოფით შედეგი აქგ-ს დაბალი დონის გამო. ასეთ შემთხვევაში უნდა აიღოთ დამატებითი შარდის ნიმუში მინიმუმ 48 საათის შემდეგ და გაიმეოროთ ტესტი.
აქგ-ს დონეები დეტექტირებადია ნორმალური მშობიარობის, საკეისრო კვეთის ან სპონტანური აბორტის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
თუ შარდის ნიმუში ზედმეტად განზავებულია (დაბალი ხვედრითი წონა), ის შესაძლოა არ შეიცავდეს აქგ-ს საკმარის დონეს. თუ კვლავ არსებობს ეჭვი ორსულობაზე, დაიცადეთ 48 საათი. შეაგროვეთ შარდის ნიმუში დილით დაუყოვნებლივ გაღვიძების შემდეგ და გაიმეორეთ ჭავლური ტესტი. როგორც ნებისმიერი სხვა დიაგნოსტიკური პროცედურისთვის, ამ შემთხვევაშიც მომხმარებელმა მიღებული მონაცემები სხვა კლინიკური ინფორმაციის კონტექსტში უნდა განიხილოს და რაიმე სამედიცინო თვალსაჩნოების გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს ექიმს ორსულობის საბოლოო დიაგნოზისთვის.
ლიტერატურა
1.Batzer, F.R. Fertility & Sterility, Vol 34, 1 1980
2.Catt, K.J. Dufan, M.L. and vaitukaitis, J.L. J.
3.Clin. Endocrinol Metab., Vol. 40,537, 1975
4.Braunstein, G.D., Rasor, J., Alder, D., Danzer H.,
5.Wade, M.E. Am. J. Obster. Gynecol., Vo. 126,678,1976
6.Lenton, E.A., Neal L.M., Sulaiman, R. Fertility and Sterility, Vol. 37,773, 1982
7.Batzer, F.R. Fertility & Sterility, Vol, 34, 1 1980
8.Dawood, M.Y., Sexeba, B.B., and Lanesman, R. Ob. Gyn. Vol. 126, 678, 1976
9.Braustein, G.D., et Al. AM. Inter. Med. Vol. 78, pp. 419-439, 1980
10.Uotila, M., Ruoslahti, E. And Engvall, H.J. Immunol. Methods, Vol. 42, 11, 1981
11.C. Galfre, S.C. Howe, C. Milstein, G.N. Butcher, and J. C. Howard, Nature 266, 550, 1977
12.M.N. Iscove and F. Melchers, J. Exp Med. 147, 923, 1978
13.PL.,Ey,et.Al.,Immunochemistry 15,429,1978
სიმბოლოების ჩამონათვალი
მხოლოდ ინ ვიტრო დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის |
იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია |
||
შეინახეთ 4~30℃ ტემპერატურის ფარგლებში |
არ გამოიყენოთ განმეორებით |
||
პარტიის ნომერი |
ვარგისიანობის ამოწურვის თარიღი |
||
უფლებამოსილი წარმომადგენელი |
ტესტის ერთეული კომპლექტში |
||
დაიცავით ნესტისგან |
დაიცავით მზის სინათლისგან |
შ.პ. კომპანია ნანტონგ ეგენს ბიოტექნოლოჯი
შენობა 15,შენობა 12( დასავლეთი) , ნომერი 1692 ქსინგჰუ ავენიუ, ნანტონგის ეკონომიკის და ტექნოლოგიის განვითარების ზონა,226010 ნანტონგი, ჩინეთს სახალხო რესპუბლიკა.
შ.პ. კორპ. შანხაი ინთერნეშენალ ჰოლდინგი (ევროპა)
აიფეშტრასე 80, D- 20537 ჰამბურგი,გერმანია
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account