ორსულობის BB ტესტი 1 ცალი

7,55 ლ
მარაგშია
SKU
3603_2778
ბბ-ტესტი - ორსულობის დასადგენი რაოდენობრივი სწრაფი ექსპრეს-ტესტი საშუალებას იძლევა სწრაფად დადგინდეს hCG-ს არსებობა შარდში, რომლის გამომუშავება ხდება ქალის ორგანოზმში ორსულობის დადგომოს შემდეგ.

BB-ტესტი ორსულობის თვითგანსაზღვრის სწრაფი ტესტი (სტრიპ-ტესტი)

მწარმოებელი: VEDALAB (საფრანგეთი)Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL-ისთვის


ბბ-ტესტი - ორსულობის დასადგენი რაოდენობრივი სწრაფი ექსპრეს-ტესტი საშუალებას იძლევა სწრაფად დადგინდეს hCG-ს არსებობა შარდში, რომლის გამომუშავება ხდება ქალის ორგანოზმში ორსულობის დადგომოს შემდეგ.

ვრცლად:

ზოგადი ინფორმაცია: BB-ტესტი - ორსულობის დასადგენი რაოდენობრივი სწრაფი ექსპრეს-ტესტი საშუალებას იძლევა სწრაფად დადგინდეს hCG-ს არსებობა შარდში. ამ ჰორმონის რაოდენობა საწყის ეტაპზე იზრდება ორსულობის ვადასთან ერთად და გამოვლინდება შარდში. BB-ტესტის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ამ ჰორმონის გამოვლენას.
BB-ტესტი წარმოადგენს ტესტ-ზოლს, რომელიც გაჟღენთილია რეაგენტით, რომელიც წარმოადგენს პოლიკლონალური და მონოკლონალური ანტისხეულების კომბინაციას დამზადებულს ცილოვან მატრიცაზე ნატრიუმის აზიდის გამოყენებით (NაN3<0.1%). იმ შემთხვევაში, თუ hCG-ს რაოდენობა შარდში აღემატება 10მME/მლ-ს, წარმოიქმნება მეორე ფერადი ზოლი, რაც მეტყველებს დადებით შედეგზე. ტესტის მაღალი მგრძნობელობის შედეგად შესაძლებებლია ორსულობის სწრაფი დადგენა მენსტრუალური ციკლის დაგვიანების პირველივე დღიდან. ინ ვიტრო კვლევებში ტესტის ეფექტურობა აღემატებოდა 99%.

შეფუთვა: BB-ტესტის ყველა შეფუთვის კომპლექტი შეიცავს ერთ ტესტ-ზოლს, რომელიც მოთავსებულია ინდივიდუალურ ალუმინის ვაკუუმ პაკეტში ტენიანობის შთანთქმელთან ერთად. არ გამოიყენოთ ტენიანობის შთანთქმელი. დამცავი შეფუთვა გახსენით უშუალოდ ტესტის გამოყენების წინ.

განსაკუთრებული მითითება:
1. ორსულობის ტესტი გამოიყენება მხოლოდ ინ ვიტრო დამოუკიდებელი დიაგნოსტიკისათვის. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ გამოიყენოთ შინაგანად ტესტ-ზოლი და ტენიანობის შთანთქმელი.
2. ტესტის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
3. თუ ტესტირებას იტარებთ სავარაუდო მენსტრუალური ციკლის პირველივე დღეს ან მომდევნო დღეს, უმჯობესია გამოიყენოთ დილის შარდი (უშუალოდ გაღვიძების მერე), რადგან მასში hCG-ს კონცენტრაცია არის მაქსიმალური. თუ გადაცილება ერთ კვირას აღემატება, არ არის აუცილებებლი დილის შარდის გამოყენება, რათა ამ შემთხვევაში hCG-ს კონცენტრაცია შარდში მაღალია დღის ნებისმიერ დროს.
4. შარდის ძლიერი ამღვრევის შემთხვევაში და მასში ნალექისა და ბაქტერიული დაბინძურების არსებობის შემთხვევაში, აუცილებებლია შარდის ხელახალი მოგროვება.
5. ინახება +4°С - +30°С ოთახის ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ. თუ ტესტ-ზოლი ინახებოდა +4°С ტემპერატურის პირობებში, გამოყენების წინ გაათბეთ ის ოთახის ტემპერატურამდე 5 წუთის განმავლობაში.
6. ტესტი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
7. არ გამოიყენოთ ტესტი ხელმეორედ.
8. მოარიდეთ ბავშვებს.
9. ფრთხილად გახსენით დამცავი შეფუთვა.
10. გამოყენების წინ არ დაასველოთ ტესტი და არ მოკიდოთ სველი ხელი.
11. არ შეეხოთ ტესტ-ზოლის რეაქტიულ ზონას.
12. მოახდინეთ შედეგის ინტერპრეტაცია 5 წუთის შემდეგ.
13. გამოყენების შემდეგ გადაყარეთ ტესტის ყველა კომპონენტი ნაგვის ყუთში

გამოყენების წესი:
1. შეაგროვეთ შარდი სუფთა (სარეცხი საშუალებების ნარჩენების გარეშე) და მშრალ ჭურჭელში (არ შედის ტესტის კომლექტაციაში). შარდის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს გამოყენებული ჭურჭლის სიმაღლის ½-ს.
2. გახსენით დამცავი შეფუთვა ექსიკატორის ადგილას და ამოიღეთ მხოლოდ ტესტ-ზოლი. გადააგდეთ ტენიანობის შთანთქმელი.
3. ჩაუშვით ტესტ-ზოლი ვერტიკალურად შარდში 5-10 წამის განმავლობაში ისე, როგორც ნაჩვენებია სურათზე.
ყურადღება: შარდის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ტესტ-ზოლზე არსებულ მარკირების ადგილს.
4. დაელოდეთ 5 წუთი და წაიკითხეთ შედეგი. 10 წუთის შემდეგ შედეგის წაკითხვა არასწორია. ორსულობის ადრეულ ვადაზე შედეგის ინტერპრეტაციამდე რეკომენდებულია დაელოდოთ 10 წუთი.

ტესტირების შედეგების შეფასება:
ფერადი ზოლის არსებობა სტრიპ-ტესტის შუაში მეტყველებს იმაზე, რომ ტესტი სწორად არის ჩატარებული. შესაძლო მეორე ფერადი ზოლის არსებობა (პირველი ზოლის ქვემოთ), ნიშნავს ტესტის შედეგს. ზოლების შეფერილობა და მათი შეფერვის ინტენსიობა არაფერს არ ნიშნავს, რადგან მეორე ზოლის არსებობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს დადებით შედეგს.
შედეგი უარყოფითია. მეორე ფერადი ზოლის არ არსებობა ნიშნავს, რომ ორგანიზმში არ არსებობს hCG-ს საკმარისი რაოდენობა ორსულობის დასადგენად. მენსტრუაციის არ ქონის შემთხვევაში, გაიმეორეთ ტესტი 5 დღის შემდეგ. თუ უარყოფითი შედეგი განმეორდა, კონსულტაციისათვის მიაკითხეთ მკურნალ ექიმს. მენსტრუაციის შეკავება შეიძლება იყოს განპირობებული სხვადასხვა ფაქტორებით.
უნდა ვიცოდეთ, რომ უარყოფით შედეგის შემთხვევაში სატესტო ზონაში 10 წუთის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მკრთალად შეფერილი ზოლი. მისი გამოსახვა არ ნიშნავს დადებით შედეგს. გასათვალისწინებელია, რომ 10 წუთის შემდეგ შედეგის წაკითხვა არასწორია.
დადებითი შედეგი. მეორე ფერადი ზოლის არსებობა (საკონტროლო ზოლის ქვემოთ) მეტყველებს ორსულობის დადგომაზე. კონსულტაციისათვის მიაკითხეთ ექიმ-გინეკოლოგს, ვინაიდან ორსულობის ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია ქალის და ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
არასწორი შედეგი. იმ შემთხვევაში, თუ ფერადი ზოლი არ წარმოიქმნა საკონტროლო ზონაში ან წარმოიქმნა სატესტო ზონაში მისი საკონტროლო ზონაში არ არსებობის შემთხვევაში, ტესტი არასწორია. შესაძლებებლია არ იყო დაცული გამოყენების ინსტრუქცია ან ტესტი იყო დაზიანებული. გაიმეორეთ ტესტირება სხვა სტრიპ-ტესტის მეშვეობით ან მიმართეთ ექიმს.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy