სტიმულიტი შამპუნი 270მლ 1 ფლაკონი

განსაკუთრებული ფასი 7,86 ლ რეგულარული ფასი 10,91 ლ
მარაგშია
SKU
1174_647
“სტიმულიტი” ხელს უწყობს თმის ცვენისა და ქერტლიანობის შეჩერებას; ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს და აჯანსაღებს თმის საფარს, კარგად ასუფთავებს თმებს და თავის კანს; ყველა სხვა შამპუნებისგან განსხვავებით გააჩნია გამორჩეული თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე

სტიმულიტი
alt

მკურნალობის ინსტრუქცია:

    “სტიმულიტი” წარმოადგენს თვისობრივად ახალი ტიპის შამპუნს, დამზადებულს უნიკალური ფორმულის მიხედვით, რის გამოც იგი პრინციპულად განსხვავდება სხვა დანარჩენი შამპუნებისაგან. მისი გამორჩეული კოსმეტიკური და თერაპიული ეფექტი განსაზღვრულია სამკურნალო მცენარეებისგან მიღებული ნატურალური ექსტრაქტებით, რომელთა რაოდენობა თითოეულ ფლაკონში 60%-ს აჭარბებს. “სტიმულიტი” - ეს შვიდი სხავადასხვა სამკურნალო მცენარის ზემოქმედებაა თქვენს თმებზე.

“სტიმულიტი” შესანიშნავი ალტერნატიული საშუალებაა იმ ფართოდ რეკლამირებული ქიმიური შამპუნების მაგივრად, რომელთა შემადგენელი სინთეტიური აგენტები ხშირად იწვევენ კანის გამოშრობას, თმის ღეროს სტრუქტურის გაუარესებას, რაც თმის ცვენისა და ქერტლიანობის ძირითადი მიზეზი ხდება.

დანიშნულება:

მცენარეული შამპუნი-ბალზამი “სტიმულიტი” გამოიყენება როგორც თმის ცვენის მკურნალობის პერიოდში, თერაპიული ეფექტის ფიქსირებისა და გაძლიერებისათვის, ასევე როგორც პროფილაქტიკური საშუალება თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ.

“სტიმულიტი” მისაღებია ნებისმიერი ტიპის კანისათვის, როგორც ძალზედ ცხიმიანი, ასევე გამომშრალი კანის შემთხვევაშიც. მას ახასიათდებს ნაზი, მასტიმულირებელი მოქმედება, თავის კანი მოჰყავს ნორმალურ მდგომარეობაში და აწესრიგებს თმის საფარში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

მოქმედება:

“სტიმულიტი” ხელს უწყობს თმის ცვენისა და ქერტლიანობის შეჩერებას; ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს და აჯანსაღებს თმის საფარს, კარგად ასუფთავებს თმებს და თავის კანს; ყველა სხვა შამპუნებისგან განსხვავებით გააჩნია გამორჩეული თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე, ბოლომდე შორდება თმის საფარს და ტოვებს სასიამოვნო შეგრძნებას; დაბანის შემდეგ, თმები ადვილად ლაგდება, იძენს მოცულობას, ხდება ფაფუკი და დამყოლი. “სტიმულიტს” ახასიათებს თმის კონდიციონერის კოსმეტიკური ეფექტი.

გამოყენების წესი:

თანმხლები მასაჟით, სველ თმებზე შეიზილეთ შამპუნის მცირეოდენი რაოდენობა, შემდეგ გადაივლეთ წყალი; პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ; თმებზე დაგრჩებათ მშვენიერი სურნელი, რომელიც ასევე საფირმო რეცეპტურის საფუძველზე სპეციალურად არის შემუშავებული. “სტიმულიტით” თმების დაბანის შემდეგ სხვა სავლების გამოყენება არ არის საჭირო.

“სტიმულიტი”, როგორც ნამდვილი ნატურალური შამპუნი იკეთებს მცირეოდენ ნალექს. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

გამოყენება პრეპარატ “შროშანთან” ერთად:

მომხმარებელს ვთავაზობთ არჩევანს - ისარგებლოს უნიკალური საფირმო ნატურალური საშუალებებით და მკურნალობის სრული ციკლით:

ა) თერაპია მცენარეული პრეპარატით “შროშანი”
ბ) თმის მოვლა მცენარეული შამპუნით “სტიმულიტი”

გამოიყენეთ “სტიმულიტი” სისტემატიურად!
“სტიმულიტი” დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმები, დაიცვათ თავის კანი დაავადებებისაგან და მუდმივად ფორმაში გქონდეთ თმის საფარი!

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy