სტიმულიტი ექსტრა შამპუნი 270მლ

განსაკუთრებული ფასი 7,86 ლ რეგულარული ფასი 10,91 ლ
მარაგშია
SKU
25150_647
მცენარეული შამპუნი-ბალზამი სტიმულიტი ექსტრა გამოიყენება სამკურნალო ეფექტის ფიქსირებისა და გაძლიერებისათვის თმის ცვენის მკურნალობის პერიოდში და როგორც პროფილაქტიკური საშუალება თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ.

შამპუნი ბალზამი ნატურალური თიხა კაოლინით

          სტიმულიტი ექსტრა თვისობრივად ახალი ტიპის შამპუნია; იგი პრინციპულად განსხვავდება ყველა სხვა შამპუნისაგან; დამზადებულია უნიკალური რეცეპტის მიხედვით; მისი გამორჩეული კოსმეტიკური და თერაპიული ეფექტი განსაზღვრულია სამკურნალო მცენარეთა ნატურალური წვენების (ექსტრაქტების) შემცველობით, რომელთა რაოდენობა თითოეულ ფლაკონში 60 %-ს აჭარბებს. შამპუნში სპეციალურად დამატებული არის ნატურალური თიხა კაოლინი, რომელიც საუცხოო გავლენას ახდენს თავის კანზე.
          სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით თიხის ნაწილაკები დადებით თერაპიულ ეფექტს ახდენენ თმის საფარზე, მათში არსებული იშვიათ მიწათა იონები (კალციუმი, მაგნიუმი, ქრომი, კობალტი, მოლიბდენი, მანგანუმი, ალუმინი, თუთია, რკინა) გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს თავის კანზე და  თმის ღეროებზე, აღადგენს მათში ნივთიერებათა ცვლას. თხევადი თიხა კაოლინი აღიარებული საშუალეაა თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ.  სტიმულიტ ექსტრა შემავალი თხევადი თიხა საუკეთესო კოსმეტიკურ ბზინვარებას და სირბილეს მიანიჭებს თქვენს თმებს. თმები კარგად ივარცხნება და ლაგდება, იბრუნებს ბუნებრივ მოცულობას.
          სტიმულიტი ექსტრა – ეს შვიდი სხვადასხვა სამკურნალო მცენარის ზემოქმედებაა თმებზე.
          სტიმულიტი ექსტრა შესანიშნავი ალტერნატიული საშუალებაა იმ ფართოდ რეკლამირებული ქიმიური შამპუნების მაგივრად, რომელთა შემადგენელი სინთეტიკური აგენტები ხშირად იწვევს კანის გამოშრობას, თმის ღეროს სტრუქტურის გაუარესებას, რაც თმის ცვენისა და  ქერტლიანობის ძირითადი მიზეზი ხდება.
          დანიშნულება:
მცენარეული შამპუნი-ბალზამი სტიმულიტი ექსტრა გამოიყენება სამკურნალო ეფექტის ფიქსირებისა და  გაძლიერებისათვის თმის ცვენის მკურნალობის პერიოდში და როგორც პროფილაქტიკური საშუალება თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ.
          სტიმულიტი ექსტრა არის შამპუნი უნივერსალი, იგი გამოიყენება როგორც ცხიმიანი, ასევე ნორმალური და მშრალი ტიპის კანისათვის, როდესაც თავის კანი და თმის საფარი არის დასუსტებული, ავადმყოფური, თმის ცვენისაკენ მიდრეკილი. მას ახასიათებს ნაზი, მასტიმულირებელი მოქმედება, აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას და აწესრიგებს თმის საფარში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
          მოქმედება:
სტიმულიტი ექსტრა აჩერებს ქერტლისა და  თმის ცვენას; ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს და აჯანსაღებს თმის საფარს, კარგად ასუფთავებს თმებსა და თავის კანს; ყველა სხვა შამპუნისგან განსხვავებით გააჩნია გამორჩეული თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე და ბილომდე შორდება თმის საფარს; დაბანის შემდეგ თმები ადვილად ლაგდება, იკეთებს ბუნებრივს მოცულობას, ხდება ფაფუკი და დამყოლი. სტიმულიტი ექსტრა ახასიათებს თმის კონდიციონერის კოსმეტიკური ეფექტი.
          გამოყენების წესი:
თანმხლები მასაჟით, სველ თმებზე შეიზილეთ მცირეოდენი ულუფა შამპუნი, შემდეგ გადაივლეთ წყალი; პროცედურა გაიმეორეთ 3-4 ჯერ; სტიმულიტი ექსტრათი თმების დაბანის შემდეგ სხვა სავლების გამოყენება აღარ არის საჭირო. გამოყენების წინ შამპუნის ფლაკონი შეანჯღრიეთ.
         დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ შესაძლებლობას, ისარგებლოს უნიკალური საფირმო, ნატურალური საშუალებებით და           მკურნალობის სრული ციკლით:
ა)       თარაპია მეცნიერული პრეპარატით შროშანი
ბ)      თმის მოვლა მცენარეული შამპუნით სტიმულიტი ექსტრა

გამოიყენეთ სტიმულიტი ექსტრა სისტემატურად!
სტიმულიტი ექსტრას დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმები,
დაიცვათ თავის კანი  დაავადებებისაგან და მუდმივად
ფორმაში გქონდეთ თმის საფარი!

 

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy