Apijelly - აპიჯელი 150მლ

განსაკუთრებული ფასი 21,23 ლ რეგულარული ფასი 30,10 ლ
მარაგშია
SKU
66001_2602

ჩვენებები: იმუნიტეტის ასამაღლებლად,უმადობის ან მადის დაქვეითების დროს.

აპიჯელი

აპიჯელი  შეიცავს ფუტკრის რძეს  (14 მგ) და პროპოლისს (10 მგ).

ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის  საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) , მიკროელემენტებს.

ფუტკრის რძე წარმოადგენს ძლიერ ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს  ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო–დისტონიის დროს.

პროპოლისი - ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც მდიდარია  მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ  განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებში;

პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება  ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

აპიჯელი  რეკომენდებულია:

სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური  დაავადებების დროს;
იმუნიტეტის ასამაღლებლად;
უმადობის ან მადის დაქვეითების დროს;
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს;
ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმის ძალების აღსადგენად;
ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გასაზრდელად  სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
 მიღების წესი და დოზირება:

აპიჯელი მიიღება პერორალურად.

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში:  5 მლ დღეში . 

6 წლის ასაკის ზემოთ:   10 მლ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისია  გახსნიდან  30  დღის განმავლობაში.

შეფუთვა: 150 მლ ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

წარმოებულია  ესპანეთში  “Masenz danya group”- ის მიერ.

info@masenzgroup.com     www.masenzgroup.com

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“.

მეტი ინფორაცია
Units 1
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy