Apijelly - აპიჯელი 150მლ
ჩვენებები: იმუნიტეტის ასამაღლებლად,უმადობის ან მადის დაქვეითების დროს.
აპიჯელი
აპიჯელი შეიცავს ფუტკრის რძეს (14 მგ) და პროპოლისს (10 მგ).
ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) , მიკროელემენტებს.
ფუტკრის რძე წარმოადგენს ძლიერ ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო–დისტონიის დროს.
პროპოლისი - ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც მდიდარია მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებში;
პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.
აპიჯელი რეკომენდებულია:
სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს;
იმუნიტეტის ასამაღლებლად;
უმადობის ან მადის დაქვეითების დროს;
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს;
ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმის ძალების აღსადგენად;
ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გასაზრდელად სხვადასხვა დაავადებების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
აპიჯელი მიიღება პერორალურად.
3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ დღეში .
6 წლის ასაკის ზემოთ: 10 მლ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ვარგისია გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
შეფუთვა: 150 მლ ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
წარმოებულია ესპანეთში “Masenz danya group”- ის მიერ.
info@masenzgroup.com www.masenzgroup.com
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account