Avastin - ავასტინი 4მლ 100მგ
ფორმა, შეფუთვა: 1. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი გამჭვირვალე, უფერული ან ღია ყავისფერი კონცენტრატი. 1 მლ შეიცავს 25 მგ, 1 ფლაკონი კი 100 ან 400 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ფლაკონში ასხია 4 მლ ან 16 მლ ავასტინი.
შემადგენლობა: ბევაციზუმაბი (bevacizumab)
მწარმოებელი: F.Hoffmann-La Roche, Ltd (შვეიცარია), GENENTECH, Inc, აშშ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი; მონოკლონური ანტისხეულები
ფარმაკოკინეტიკა: 1-10 მგ/კგ-ის დიაპაზონში ბევაციზუმაბის ვენაში შეყვანისას მისი ფარმაკოკინეტიკა 90 წუთის განმავლობაში ხაზოვანია. ყოველ 1, 2 ან 3 კვირაში ერთხელ ბევაციზუმაბის 1-10 მგ/კგ დოზით შეყვანისას Vd ქალისთვის 2,66 ლ-ს შეადგენს, მამაკაცისთვის კი - 3,25 ლ-ს. 125I ბევაციზუმაბის ვენაში ერთჯერადი შეყვანის შემდეგ მისი მეტაბოლური მახასიათებლები IgG -ის მოლეკულის მახასიათებლების ანალოგიურია. ქალებში ბევაციზუმაბის კლირენსი 0,207 ლ/დღ-ს შეადგენს, მამაკაცებში - 0,262 ლ/დღ-ს. Vდ და კლირენსი შეესაბამება საწყის T1/2-ს, რომელიც შეადგენს 1,4 დღეს და საბოლოო თ1/2-ს, რომელიც ქალებისთვის 20 დღეს უტოლდება, ხოლო მამაკაცებისთვის - 19-ს, ეს კი შეესაბამება ადამიანის ენდოგენური IgG -ის საბოლოო T1/2-ს (18-23 დღე).
ჩვენება:
- მეტასტაზური კოლორექტალური კიბო (ქიმიოთერაპიასთან (ფტორპირიმიდინის წარმოებულები) კომბინირებულად);
- სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად მორეციდივე ან მეტასტაზური კიბო (პირველი რიგის თერაპიის სახით პაკლიტაკსელთან კომბინირებულად);
- ფილტვების გავრცობილი არაოპერირებადი, მეტასტაზური ან მორეციდივე არაბრტყელუჯრედული არაწვრილუჯრედული კიბო (პირველი რიგის თერაპიის სახით ქიმიოთერაპიის (პლატინის პრეპარატები) პარალელურად);
- გავრცელებული და/ან მეტასტაზური თირკმელუჯრედული კიბო (პირველი რიგის თერაპიის სახით ინტერფერონ ალფა-2 A-სთან კომბინირებულად).
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ავასტინის შეყვანა შეიძლება მხოლოდ ვენაში წვეთოვნად. ასეპტიკური პირობების ზედმიწევნით დაცვის პირობებში სათანადო ოდენობის ავასტინს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან სტერილურ, აპიროგენულ ხსნარში (საერთო მოცულობა უნდა შეადგენდეს 100 მლ-ს). მიღებულ ხსნარში ბევაციზუმაბის კონცენტრაცია უნდა იყოს 1,4-16,5 მგ/მლ. ავასტინის საწყისი დოზა შეჰყავთ ვენაში ინფუზიის სახით 90 წუთის განმავლობაში ქიმიოთერაპიის შემდეგ. მომდევნო დოზის შეყვანა შეიძლება ქიმიოთერაპიამდე ან მის შემდეგ. თუ პირველი ინფუზია პაციენტმა კარგად გადაიტანა, მეორე ინფუზია შესაძლებელია განხორციელდეს 60 წუთის განმავლობაში. თუ პაციენტმა 60-წუთიანი ინფუზიაც კარგად გადაიტანა, შესაძლებელია, ყველა მომდევნო ინფუზია 30 წუთის განმავლობაში იქნეს წარმოებული.
რეკომენდებული დოზები:
- 7,5 მგ/კგ ავასტინი 3 კვირაში ერთხელ ვენისშიგა ინფუზიის სახით ცისპლატინის საფუძველზე წარმოებული ქიმიოთერაპიის პარალელურად;
- 15 მგ/კგ ავასტინი 3 კვირაში ერთხელ ვენისშიგა ინფუზიის სახით კარბოპლატინის საფუძველზე წარმოებული ქიმიოთერაპიის პარალელურად.
გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, სისხლდენა (ფილტვისმიერი სისხლდენა/სისხლიანი ხველა - ხშირია ფილტვების არაწვრილუჯრედოვანი არაბრტყელუჯრედოვანი კიბოს დროს), არტერიული თრომბოემბოლია. არტერიული წნევის მატება და პროტეინურია დოზადამოკიდებულ ხასიათს ატარებს. პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ავასტინით მკურნალობენ, ხშირად უჩივიან არტერიული წნევის მატებას, სისუსტეს ან ასთენიას, დიარეას, გულისრევას და მუცლის ტკივილს. ქვემოთ ჩამოთვლილია ავასტინით მკურნალობის (როგორც მონოთერაპიის დროს, ისე ქიმიოთერაპიასთან კომბინირების შემთხვევაში) შესაძლო გვერდითი მოვლენები სისტემების მიხედვით:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული თრომბოემბოლია (მათ შორის - მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა), ღრმა ვენების თრომბოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, სისხლდენა;
- სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ფებრილური ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გემოს გაუკუღმართება, მუცლის ტკივილი, დიარეა, შეკრულობა, რექტალური სისხლდენა, სტომატიტი, ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია, ნაწლავის გაუვალობა, გულისრევა, ღებინება;
- სასუნთქი სისტემის მხრივ: ფილტვისმიერი თრომბოემბოლია, ჰიპოქსია, ცხვირიდან სისხლდენა, ქოშინი, რინიტი;
- დერმატოლოგიური რეაქცია: მტევან-ტერფის სინდრომი, კანის სიმშრალე, დერმატიტი, კანის ფერის შეცვლა;
- მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის ფუნქციის დარღვევა;
- ლაბორატორიული მაჩვენებლების დარღვევა: ჰიპერგლიკემია, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, პროტეინურია, თრომბირების გახანგრძლივება.
უკუჩვენება:
- ცენტრალური ნერვული სისტემის მეტასტაზური დაზიანება;
- თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა;
- ორსულობა;
- ლაქტაცია;
- მცირე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი);
- მომატებული მგრძნობელობა ბევაციზუმაბის ან პრეპატარის სხვა კომპონენტის მიმართ.
ზედოზირება: ბევაციზუმაბის მაქსიმალური დოზით (20 მგ/კგ ვენაში) დანიშვნის დროს რამდენიმე პაციენტს შაკიკის ტიპის ძლიერი თავის ტკივილი განუვითარდა. ზედოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება. სპეციალური ანტიდოტი არ არსბობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან ერთად ავასტინის გამოყენებისას აღრიცხული არ ყოფილა არც ავასტინისა და არც ქიმიოთერაპიული პრეპარატების ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება. ავასტინისა და ვარფარინის (ვენური თრომბოზის მკურნალობა) კომბინირებული გამოყენებისას ძლიერი სისხლდენების გახშირება ასევე არ აღრიცხულა. დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც მეტასტაზური თირკმელუჯრედოვანი კიბოთი დაავადებულებში ავასტინის (10მგ/კგ 2 კვირაში ერთხელ) სუნიტინიბთან (50 მგ ყოველდღიურად) კომბინირებულმა გამოყენებამ მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია გამოიწვია.
შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 2-80C ტემპერატურაზე (გაყინვა არ შეიძლება). ვარგისია 2 წელი. შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
Units | 1 |
---|
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account