Chlorhexid - ქლორჰექსიდინი 0.05% 100მლ საწვეთური
ქლორჰექსიდინი საწვეთურით
Chlorhexidine with dropper
სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელება: ქლორჰექსიდინი საწვეთურით. GG
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ჩჰლორჰეხიდინე ბიგლუცონატე.
შამკურნალო ფორმა: 0,05%-იანი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების ხსნარი.GGA
შემადგენლობა:
აქტიური სუბსტანცია (ები):
ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი 50 მგ
არააქტიური სუბსტანცია (ები):
გამოხდილი წყალი 100 მლ-მდე.
აღწერილობა:Uუსუნო, უფერო, გამჭვირვალე ან მცირედ ოპალესცირებული ხსნარი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
ატც კოდი: D08AC02
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აღნიშნული პრეპარატი ხასიათდება ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედებით. იგი ბაქტერიოციდულად მოქმედებს გრამდადებით და გრამყარყოფით ბაქტერიებზე. ასევე ხასიათდება დადებითი ეფექტურობით ტრეპონემების, გონოკოკების და ტრიქომონადების მიმართ. არ ახასიათებს თერაპიული მოქმედება ვირუსების, უმარტივესი სოკოებისა და მიკრობული სპორების წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკა:
ქლორჰექსიდინის მოქმედების მექანიზმი დაფუძვნებულია უნარზე მოახდინოს ბაქტერიების ციტოპლაზმური მემბრანის დაშლა, რის შედეგადაც ხდება ოსმოსური წონასწორობის დარღვევა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი განაპირობებს ბაქტერიების უჯრედების დაღუპვას.
ჩვენება:
ქლორჰექსიდინი საწვეთურით, გამოიყენება ანთებითი და ჩირქოვანი პროცესების დროს. საკმაოდ ეფექტური გამოყენება გააჩნია სტომატოლოგიაში, პარადონტალური ჯიბეებისა და ფისტულების სადეზინფექციოდ, გინგივიტის, პარადონტიტის, ალვეოლიტის, სტომატიტის დროს. აღსანიშნავია, რომ ქლორჰექსიდინისა და ფტორის შემცველი კბილის პასტების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მინანქრის შეფერილობის გამუქება. ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული. გარდა სტომატოლოგიური გამოყენებისა, ქლორჰექსიდინი საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, დერმატოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიაში და ასევე ქირურგიაში. საკმაოდ ეფექტური მოქმედება გააჩნია ვენერიული დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა: სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი და ქლამიდიოზი.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის მიმართ. არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკში, Aასევე დერმატიტის და კანის ვირუსული დაავადებების დროს. Aარ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში და სხვადასხვა ანტიბაქტერიულ ხსნარებთან კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება:
ოტორინოლარინგოლოგიაში და სტომატოლოგიაში ქლორჰექსიდინი გამოიყენება გამოსავლებად 2-3-ჯერ დღეში. ვენერიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი გამოიყენება სქესობრივი აქტიდან არაუგვიანეს 2 საათისა. აუცილებელია მოხდეს მისი გამოყენება მოშარდვის შემდგომ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოქმედება არაეფექტური ხდება. მამაკაცებისათვის პრეპარატი შეიყვანება საშარდე არხში 2-3 მლ, ხოლო ქალებისთვის 1-2 მლ საშარდე არხში და 5-10მლ ვაგინალურ ღრუში.
ურეთრიტების და ურეთროპროსტატიტების კომპლექსური მკურნალობა ხდება ურეთრაში ქლორჰექსიდინის 0.05%-იანი ხსნარის შესხურებით 1-2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს. Pპროცედურების წარმოება სასურველია დღეგამოშვებით. ქლორჰექსიდინი საწვეთურით, საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება ქირურგიაში სამედიცინო ინსტრუმენტების სადეზინფექციოდ, შესაძლებელია მოხდეს ქირურგიული ინსტრუმენტების ჩალაგება ქლორჰექსიდინის ხსნარში 5 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება, ქლორჰექსიდინის გამოყენებას კანისა და ლორწოვანი გარსების ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების დროს ის წარმოებს 5-10 მლ-ის ოდენობის ხსნარის დატანით ან შესხურებით 2-3-ჯერ Dდღეში.
სიფრთხილე:
ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას აუცილებელია მოხდეს სწრაფად და გულმოდგინედ ჩამობანვა ცივი წყლის საშუალებით.Pპაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ქალა-ტვინის ტრამვა, ზურგის ტვინის დაზიანება, დაფის აპკის პერფორაცია აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის მოხვედრა. Qქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის შერევა სხვა სადეზინფექციო და სარეცხ საშუალებებთან ერთად არ არის რეკომენდირებული.
ჭარბი დოზირება:
ინსტრუქციის შესაბამისად პრეპარატის ჭარბი დოზირება შეუძლებელია მოხდეს. პრეპარატის შიგნით მოხვედრისას აუცილებალია განხორციელდეს კუჭის ამორეცხვის პროცედურა. Qქლორჰექსიდინის ხსნარის ორგანიზმში მოხვედრისას სპეციფიკური ანტიდოტი სამწუხაროდ არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის სიმშრალე, ქავილი, დერმატიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, წებოვნება, რომელიც 3-5 წუთის შემდეგ ქრება. კბილის ემალის ფერის შეცვლა, ქვების წარმოქმნა და გემოვნების დარღვევა პირის ღრუში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ქლორჰექსიდინისა და ლევომიცეტინის (ქლორამფენიკოლის), ცეფალოსპორინების, კანამიცინის, ნეომიცინის ერთდროული გამოყენებისას შეიმჩნევა ბაქტერიების მომატებული მგრძნობელობა. Qქლორჰექსიდინის გამოყენება განზავებულ ხისტ წყალში თუ მოხდა, მისი ბაქტერიოციდული მოქმედება იქნება შესუსტებული. ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავენ ანიონურ ჯგუფს, კერძოდ: საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა. Aსევე, არ არის რეკომენდირებული იოდთან ერთდროული გამოყენება. ქლორჰექსიდინი შეთავსებადია კათიონური ჯგუფის შემცველ პრეპარატებთან: ბენზალკონიუმის ქლორიდთან, ცენტრიმონიუმის ბრომიდთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეთილის სპირტი აძლიერებს ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის სამკურნალო ეფექტს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატის გარეგანი გამოყენებისას არ ხდება ზემოქმედება ნაყოფზე, თუმცა სასურველია მისი გამოყენებისას მოხდეს აუცილებლად ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
ქლორჰექსიდინი საწვეთურით, არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა:
ქლორჰექსიდინი საწვეთურით, 100 მლ 0,05%-იანი ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების ხსნარი მოთვსებული ნარინჯისფერ პოლიეთილენტერეფტალატის მასალის ფლაკონში, თეთრი ფერის საწვეთურითა და სახურავით №1.
შენახვისპირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25C) სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “დავათი”
საქართველო, ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. 10
Units | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account